1. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მხარეთა შორის კერძოსამართლებრივი დავის გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით დავის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავს სანოტარო მედიაციას.
2. სანოტარო მედიაცია არ ინიშნება, თუ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ვერ იქნა მოძიებული დაინტერესებული პირის/პირების საკუთრების უფლების ან/და მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. მედიატორ ნოტარიუსს მოდავე მხარეები შეარჩევენ სააგენტოს მიერ წინასწარ განსაზღვრული მედიატორი ნოტარიუსების სიიდან, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. შეუთანხმებლობის შემთხვევაში მედიატორ ნოტარიუსს ირჩევს სააგენტო.
4. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მედიატორ ნოტარიუსთან შეხვედრის დანიშვნისა და შეხვედრაზე გამოცხადების აუცილებლობის შესახებ. სააგენტო მხარეებს, ასევე, განუმარტავს დავის მორიგებით დასრულების უპირატესობას, სანოტარო მედიაციის ამოცანასა და მიზანს, სანოტარო მედიაციის შეთანხმების შედეგებს.
5. მოდავე მხარეების ან სააგენტოს მიერ შერჩეულ მედიატორ ნოტარიუსს ეგზავნება საქმესთან დაკავშირებით სააგენტოში დაცული დოკუმენტაცია/ინფორმაცი