1. სასამართლო უფლებამოსილია სარჩელისა და შესაგებლის სასამართლოში წარდგენის შემდეგ სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებულ საქმეზე მიიღოს განჩინება საქმის მედიატორისათვის გადაცემის თაობაზე, თუ:

ა) დავის სპეციფიკიდან გამომდინარე უდავოა, რომ მხარეთა შორის სამომავლო ურთიერთობა გარდაუვალია;

ბ) სარჩელსა თუ შესაგებელში ერთ-ერთ მხარეს გაცხადებული აქვს თანხმობა მედიაციის გამოყენების თაობაზე;

გ) დავის არსიდან იკვეთება, რომ დავა მნიშვნელოვნად პირადი ხასიათისაა;

დ) ნათელია, რომ დრო ან/და რეპუტაცია ერთ-ერთ მხარისათვის არსებითია;

ე)  არსებობს მედიაციის თაობაზე შეთანხმება და მხარე ამაზე უთითებს;

ვ) საქმის სასამართლოში განხილვის ხარჯები, საბოლოო ჯამში, შეიძლება გაუტოლდეს ან გადააჭარბოს დავის საგნის ღირებულებას;

ზ) არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის განხორციელება მოითხოვს საკითხის დროულ გადაწყვეტას;

თ) მედიაციაში საქმის განხილვა მნიშვნელოვანია მოდავე მხარეთა ბიზნეს ურთიერთობის გრძელვადიანი დაცვის ინტერესისა და სამართლებრივ-ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის;

ი) არსებობს სხვა გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ საქმის მედიატორისათვის გადაცემის მიზანშეწონილობაზე.

2. საქმის გადაცემა მედიატორისთვის შესაძლებელია ასევე მოსამზადებელი სხდომის ეტაპზე, თუ საქმე სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებულია და სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით საქმის მედიატორისათვის გადაცემა გამართლებულია.

3. საქმის გადაცემა მედიატორისათვის დასაშვებია პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში.

4. მედიაციის უპირატესობების თაობაზე მხარეთა ინფორმირების მიზნით შესაძლებელია საინფორმაციო ხასიათის შეხვედრის ჩატარება, რაც არ იწვევს საქმის წარმოების შეჩერებას. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე მხარეებს და მათ წარმომადგენლებს განემარტებათ მედიაციის უპირატესობები, მედიატორისა და მხარეთა როლი. მხარეთა სურვილის შემთხვევაში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა შეიძლება გადაიზარდოს მედიაციის პროცესში. აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც იღებს განჩინებას საქმის მედიატორისათვის გადაცემის თაობაზე.

5. სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებულ საქმეზე მედიატორის დანიშვნის მიზნით კონსულტანტი მედიაციის საკითხებში, მისთვის საქმის გადაცემიდან 1 დღის ვადაში, მხარეებს უგზავნის მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ მედიატორთა სიას და ერთობლივად დასახელების მიზნით მხარეებს განუსაზღვრავს 3 დღის ვადას.

6. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან მედიატორზე, ასოციაციის წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი ან ორგანო სასამართლოს მიმართვის საფუძველზე, მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში, მედიატორად ნიშნავს მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ მომდევნო პირს.

7. თუ მედიატორმა 6 თვის განმავლობაში სამჯერ არასაპატიო მიზეზით უარი თქვა  მედიატორად დანიშვნაზე, მას მიმდინარე წლის ბოლომდე აღარ გადაეცემა მედიაციას დაქვემდებარებული საქმეები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სასამართლო დავის მონაწილე მხარეები თავად შეარჩევენ აღნიშნულ მედიატორს.

8. მედიატორად დანიშვნაზე უარი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მედიატორის მიუკერძოებლობაში ან გამორიცხავს მედიატორის მიერ მედიაციის პროცესის წარმართვას.

9. კონსულტანტი მედიაციის საკითხებში ეხმარება მედიატორს მედიაციის პროცესის მომზადებაში, რაც მოიცავს მედიატორთან და მხარეებთან შეთანხმებით სესიის თარიღის დანიშვნას, სესიისთვის სივრცის მოძიებას, მხარეებთან წინასწარ კომუნიკაციაში დახმარებას, სესიაზე გამოსაცხადებელი პირების სიის შედგენას, მონაწილეთა მიერ გაუმჟღავნებლობის თაობაზე შეთანხმებაზე ხელმოწერას, მედიაციის ვადების ზედამხედველობას.

10. მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ კონსულტანტი მედიაციის საკითხებში განსაზღვრავს მედიაციის წარმართვის ენას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დამატებით უზრუნველყოფს მედიაციის პროცესში თარჯიმნის ან/და ექსპეტრის ჩართვის ორგანიზაციულ მხარეს. სამედიაციო მორიგების მიღწევის შემთხვევაში მორიგების ტექსტი უნდა შედგეს ქართულ ენაზე.

11. სასამართლო მედიაციისათვის კანონით დადგენილ ვადაში დავის მხარეთა შეთანხმებით  დასრულების შემთხვევაში, მედიატორი მხარეთა სამედიაციო მორიგების აქტს წარუდგენს კონსულტანტს მედიაციის საკითხებში, რომელიც აქტს დასამტკიცებლად გადასცემს მოსამართლეს.

12. თუ სასამართლო მედიაციის კანონით დადგენილ ვადაში დავა მხარეთა შეთანხმებით არ დასრულდა, მედიაციის საკითხებში კონსულტანტის მიმართვის საფუძველზე სასამართლო განაახლებს საქმის წარმოება