1. სასამართლო მედიაციის პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს სასამართლოსა და სსიპ – საქართველოს მედიატორთა ასოციაციას (შემდგომში – ასოციაცია) შორის კომუნიკაციის სტანდარტებს, სასამართლო მედიაციის წარმართვის საპროცესო მხარეს, აგრეთვე სასამართლო მედიაციის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა საკითხებს.
2. პროგრამის მიზანია:
ა) სასამართლო მედიაციის დანერგვისათვის არსებული საჭიროებების დადგენა;
ბ) სასამართლო მედიაციის ამოქმედებისათვის აუცილებელი აქტივობების, დაფინანსების წყაროს, ვადისა და პასუხისმგებელი პირის/დაწესებულების განსაზღვრა სამოქმედო გეგმის სახით;
გ) პროგრამის განხორციელების პროცესში მონაწილე სუბიექტთა უფლება-მოვალეობების რეგლამენტაცია.
3. სასამართლო მედიაციის პროცესის მიმართ გამოიყენება „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსითა და ამ პროგრამით გათვალისწინებული წესებ