1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია, წინა წლის შეფასების ანგარიში წარუდგინოს ბიუროს არაუგვიანეს ყოველი წლის 31 იანვრისა.

2. ანგარიშში აისახება:

ა) შეფასების შედეგები;

ბ) შეფასების სამართლებრივი შედეგები;

გ) მეთოდური დახმარების თხოვნა, მისი საჭიროების შემთხვევაში.

3. საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეული/პირი ვალდებულია, მოხელეთა შეფასების ანგარიში ასევე წარუდგინოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, მისი მოთხოვნის საფუძველზე.

დანართი 29

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება №1/366

2019 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

სასამართლო
მედიაციის
პროგრამის დამტკიცების შესახებ

1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს სასამართლო მედიაციის პროგრამა თანდართული სახით.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სასამართლო მედიაციის პროცესის ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 30 დეკემბრის №1/285 გადაწყვეტილება.

3. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

გიორგი მიქაუტაძე

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი

დამტკიცებულია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

2019 წლის 27 დეკემბრის №1/366 გადაწყვეტილებით

სასამართლო
მედიაციის
პროგრა