1. პროგრამის განხორციელების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებენ საქართველოს საერთო სასამართლოები.
2. საერთო სასამართლოები უზრუნველყოფენ:
ა) სასამართლო მედიაციის გამართულად ფუნქციონირებისათვის არსებული საჭიროებების დადგენას (სივრცითი მოწყობის, ადამიანური რესურსებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის კუთხით) და ინფორმაციის წარდგენას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის;
ბ) მედიატორთა ერთიანი რეესტრით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით ასოციაციასთან კომუნიკაციის წარმოებას;
გ) სასამართლო მედიაციის ჩასატარებლად საჭირო სივრცის გამოყოფას და მის მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვას, ხოლო ასეთი სივრცის არარსებობის შემთხვევაში – ნეიტრალური ალტერნატიული სივრცის მოძიებას და ამ სივრცით უსასყიდლოდ სარგებლობის მიზნით, ასოციაციასთან შეთანხმებით, შესაბამისი მემორანდუმის გაფორმებას სასწავლო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, არასამთავრობო და სახელმწიფო დაწესებულებებთან, სასამართლო მედიაციის პროცესის ორგანიზების მიზნით მედიატორისათვის სტაჟიორებისა და პრაქტიკანტების დახმარებას;
დ) სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებულ საქმეთა თაობაზე სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, ასოციაციისათვის წარდგენას;
ე) პროგრამის ფარგლებში ერთგვაროვანი პრაქტიკის დადგენის, ასევე მედიაციის თაობაზე ცნობადობის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას ასოციაციასთან ერთა