1. 2020 წლის 1 აპრილამდე საერთო სასამართლოებმა უზრუნველყონ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის სასამართლო მედიაციის ამოქმედებასთან დაკავშირებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის დართვით.

2. 2020 წლის 31 დეკემბრამდე ამ პროგრამით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით სასამართლო მედიაცია ამოქმედდეს, ხოლო იმ სასამართლოებში, სადაც ამოქმედებულია, ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოვიდეს შემდეგ სასამართლოებში:

ა) თბილისის სააპელაციო სასამართლო;

ბ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლო;

გ) ახალციხის რაიონული სასამართლო;

დ) ბათუმის საქალაქო სასამართლო;

ე) ბოლნისის რაიონული სასამართლო;

ვ) გორის რაიონული სასამართლო;

ზ) ზუგდიდის რაიონული სასამართლო;

თ) თბილისის საქალაქო სასამართლო;

ი) თელავის რაიონული სასამართლო;

კ) მცხეთის რაიონული სასამართლო.

ლ) რუსთავის საქალაქო სასამართლო;

მ) ქუთაისის საქალაქო სასამართლო.

3. 2021 წლის 31 დეკემბრამდე ამ პროგრამით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით სასამართლო მედიაცია ამოქმედდეს  შემდეგ სასამართლოებში:

ა) ამბროლაურის რაიონული სასამართლო;

ბ) ახალქალაქის რაიონული სასამართლო;

გ) გურჯაანის რაიონული სასამართლო;

დ) ზესტაფონის რაიონული სასამართლო;

ე) თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო;

ვ) ოზურგეთის რაიონული სასამართლო;

ზ) სამტრედიის რაიონული სასამართლო;

თ) საჩხერის რაიონული სასამართლო;

ი) სენაკის რაიონული სასამართლო;

კ) სიღნაღის რაიონული სასამართლო;

ლ) ფოთის საქალაქო სასამართლო;

მ) ცაგერის რაიონული სასამართლო;

ნ) ხაშურის რაიონული სასამართლო;

ო) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო.

4. ამ პროგრამით განსაზღვრულ ღონისძიებებს სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს განსჯად საქმეებზე ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსულტანტი მედიაციის საკითხებში.

5. ამ პროგრამით განსაზღვრულ ღონისძიებებს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს განსჯად საქმეებზე ახორციელებს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს კონსულტანტი მედიაციის საკითხებშ