1. პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების ვადა განისაზღვრება 5 წლით.
2. პროგრამის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2 წლისა ხორციელდება პროგრამის შესრულების შუალედური შეფასება. შეფასების შედეგების შესაბამისად განისაზღვრება დარჩენილი პერიოდის დეტალური სამოქმედო გეგმა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს 6 თვისა ხორციელდება პროგრამის საბოლოო შეფასება.
4. პროგრამას ადმინისტრირებას უწევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოყოფილი პასუხისმგებელი პირი, რომელიც საერთო სასამართლოებიდან იღებს დეტალურ ინფორმაციას სასამართლო მედიაციის ამოქმედების მდგომარეობისა და არსებული საჭიროებების თაობაზე.
დანართი 30
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილება №1/367
2019 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველის პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესი თანდართული სახით.
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
გიორგი მიქაუტაძე
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი
დამტკიცებულია
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
2019 წლის 27 დეკემბრის №1/367 გადაწყვეტილებით
მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წე