1. სასამართლოსა და ასოციაციას შორის კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ელექტრონული, ასევე წერილობითი ფორმით.

2. ასოციაციასთან კომუნიკაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს კონსულტანტი მედიაციის საკითხებში. იგი უფლებამოსილია გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლო მედიაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვის ხელშეწყობას.

3. ასოციაციასთან კომუნიკაციის ფარგლებში კონსულტანტი მედიაციის საკითხებში უზრუნველყოფს:

ა) მედიატორთა ერთიანი რეესტრით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით კომუნიკაციის წარმოებას;

ბ) ასოციაციისთვის სასამართლო მედიაციის საკითხებზე სტატისტიკური და ანალიტიკური ინფორმაციის გადაცემას;

გ) მხარეთა მიერ მედიატორის კანდიდატზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მედიატორის დანიშვნის მოთხოვნით ასოციაციისთვის მიმართვას;

დ) ასოციაციის მიერ მედიატორისათვის დადგენილი დამატებითი მოთხოვნების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ე) მედიატორის მიერ შესრულებული სამუშაოს საათობრივ აღრიცხვას და მოთხოვნის შემთხვევაში, ასოციაციისთვის გადაცემას;

ვ) ასოციაციის მოთხოვნის საფუძველზე ანაზღაურების გარეშე (Pro Bono) ახლადსერტიფიცირებული მედიატორის თანამედიატორად ჩართვას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მედიაციაში მონაწილე მხარე ამის წინააღმდეგი