1. მედიატორის საქმიანობა ანაზღაურდება საათობრივად.

2. ანაზღაურებას ექვემდებარება მედიატორის მიერ მხარეებთან, როგორც ერთობლივად, ისე ინდივიდუალურად წარმართული კომუნიკაცია.

3. მხარეებთან წარმართული კომუნიკაციის ყოველი არასრული საათი ექვემდებარება ანაზღაურებას თითოეული საათისთვის დადგენილი თანხის ოდენობით.

4. ანაზღაურებას არ ექვემდებარება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა.

5. მედიატორის მიერ მხარეებთან ინდივიდუალურად და ერთობლივად წარმართული კომუნიკაციის პირველი 10 საათის ანაზღაურება განისაზღვრება 20 ლარის ოდენობით თითოეული საათისათვის, ხოლო ყოველი მომდევნო საათის ანაზღაურება - 10 ლარის ოდენობით.

6. მედიაციის ერთდროულად რამდენიმე მედიატორის მიერ წარმართვის შემთხვევაში, კონკრეტულ საქმეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა მათ შორის ნაწილდება თანაბრა