1. მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების მიზნით, კონსულტანტი სასამართლო მედიაციის საკითხებში (შემდგომში - კონსულტანტი) უზრუნველყოფს მედიატორის მიერ შესრულებული სამუშაოს საათობრივ აღრიცხვას, რაც დასტურდება შესაბამის უწყისზე კონსულტანტის, მედიატორისა და მხარეთა ხელმოწერებით.
2. კონსულტანტი ყოველი კვარტლის ბოლოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულ სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტს უგზავნის ინფორმაციას მედიატორისათვის ასანაზღაურებელი თანხების თაობაზე.
3. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტი ანაზღაურებას ახორციელებს უნაღდო ანგარიშსწორებით, მედიატორის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშის ნომერზე.
4. მედიატორის საქმიანობა ანაზღაურდება ყოველკვარტალურა