1. პროგრამის შესრულების კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს:

ა) სასამართლო მედიაციის გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო მატერიალური და ადამიანური რესურსების მობილიზებას;

ბ) პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას ან/და მოძიებას;

გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას;

დ) პროგრამის ფარგლებში ერთგვაროვანი პრაქტიკის დადგენის, ასევე მედიაციის თაობაზე ცნობადობის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას ასოციაციასთან ერთად;

ე) საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში სასამართლო მედიაციის ამოქმედებას პროგრამით განსაზღვრულ ვადებში;

ვ) სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებულ საქმეთა ნაკადის, მედიატორთა დატვირთულობისა და მედიაციის დასრულების შედეგების თაობაზე საერთო სასამართლოებიდან მიღებული სტატისტიკური მასალების განზოგადებას და მოთხოვნის შემთხვევაში ასოციაციისათვის გადაცემას;

ზ) საერთო სასამართლოების მიერ პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას და ამ მიზნით პასუხისმგებელი პირის გამოყოფა