1.            მედიატორის დანიშვნიდან ათი დღის განმავლობაში მხარემ, რომელმაც წამოიწყო მედიაციის პროცედურა, მედიატორს და მეორე მხარეს წერილობით უნდა წარუდგინოს პრობლემის დეტალური აღწერა; კერძოდ, განსახილველი ზომის მოქმედება და გავლენა ვაჭრობაზე. ამ განცხადების ჩაბარებიდან 20 დღის განმავლობაში, მეორე მხარეს შეუძლია წერილობით წარმოადგინოს თავისი შენიშვნები პრობლემის აღწერაზე. თავის აღწერაში ან შენიშვნებში თითოეულ მხარეს შეუძლია ჩართოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც რელევანტურად ჩათვლის.

2.            მედიატორს შეუძლია გადაწყვიტოს თუ რა არის ყველაზე შესაფერისი გზა იმისათვის, რომ ნათელი მოეფინოს ზომას და ამ ზომის შესაძლო გავლენას ვაჭრობაზე. კერძოდ, მედიატორს შეუძლია ორგანიზება გაუწიოს მხარეთა შორის შეხვედრებს, კონსულტაცია გაუწიოს მხარეებს ერთობლივად ან ცალ-ცალკე, ეძიოს დახმარება შესაბამისი ექსპერტებისგან და დაინტერესებული პირებისგან, კონსულტაცია გაიაროს მათთან და უზრუნველყოს სხვა ნებისმიერი დამატებითი დახმარების გაწევა, რომელსაც მოითხოვენ მხარეები. თუმცა, სანამ დაიწყებს ექსპერტებისგან და დაინტერესებული პირებისგან დახმარების ძიებას ან სანამ გაივლის მათთან კონსულტაციას, მედიატორმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მხარეებთან.

3.            მედიატორს შეუძლია მიაწოდოს მხარეებს რჩევა და შესთავაზოს საკითხის გადაწყვეტა მხარეთა მიერ შემდგომი განხილვისათვის. მხარეებს შეუძლიათ მიიღონ ან უკუაგდონ შეთავაზებული გადაწყვეტილება ან შეთანხმდნენ სხვა გადაწყვეტილებაზე. თუმცა, მედიატორმა არ უნდა მისცეს რჩევა ან გააკეთოს კომენტარი განსახილველი ზომის ამ შეთანხმებასთან შესაბამისობაზე.

4.            პროცედურა უნდა განხორციელდეს იმ მხარის ტერიტორიაზე, რომელსაც გაეგზავნა მოთხოვნა. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში პროცედურა შეიძლება განხორციელდეს სხვა ნებისმიერ ადგილზე და სხვა ნებისმიერი საშუალებით.

5.            მხარეები უნდა ეცადონ მიაღწიონ ურთიერთშეთანხმებულ გადაწყვეტილებას მედიატორის დანიშვნიდან 60 დღის განმავლობაში. საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე, მხარეებს შეუძლიათ განიხილონ შესაძლო შუალედური გადაწყვეტილების მიღწევა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ზომა უკავშირდება მალფუჭებად საქონელს.

6.            გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნას ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის გადაწყვეტილების სახით. თითოეულ მხარეს შეუძლია ეს გადაწყვეტილება დაუქვემდებაროს აუცილებელი შიდა პროცედურების დასრულებას. ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილება უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი. საჯაროდ განთავსებული ვერსია არ შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც მხარემ განსაზღვრა როგორც კონფიდენციალური.

7.            მხარეთა მოთხოვნით, მედიატორი მხარეებს გააცნობს ფაქტებთან დაკავშირებული ანგარიშის წერილობით პროექტს, რომელიც შეიცავს მოკლე რეზიუმეს: (a) ამ პროცედურებით განსახილველი ზომის; (b) შემდგომი პროცედურების; და (c) ნებისმიერი ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მიღწეულია, როგორც ამ პროცედურების საბოლოო შედეგი, მათ შორის შესაძლო შუალედური გადაწყვეტილებები. ანგარიშის პროექტზე შენიშვნების წარმოსადგენად მედიატორი მხარეებს აძლევს 15 დღეს. ამ პერიოდში წარმოდგენილი შენიშვნების განხილვიდან 15 დღის განმავლობაში მედიატორი მხარეებს წერილობით გადასცემს ფაქტებთან დაკავშირებულ საბოლოო ანგარიშს. ფაქტებთან დაკავშირებული ანგარიში არ უნდა შეიცავდეს ამ შეთანხმების რაიმე სახით განმარტებას.

8.            პროცედურა შეწყდება:

(a)    მხარეთა მიერ ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილების მიღებით, მისი მიღების დღეს;

(b)   პროცედურის ნებისმიერ ეტაპზე მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ასეთი შეთანხმების მიღების დღეს;

(c)    მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ მედიატორის წერილობითი განცხადებით იმასთან დაკავშირებით, რომ მედიაციაში სხვა შემდგომი ძალისხმევა აღარ იქნება გამოყენებული, ასეთი განცხადების გაკეთების დღეს; ან

(d)   მხარის წერილობითი განცხადებით, მას შემდეგ, რაც გამოიკვლევს მედიაციის პროცედურით მიღწეულ ურთიერთშეთანხმებულ გადაწყვეტილებას და განიხილავს მედიატორის რჩევასა და შეთავაზებულ გადაწყვეტილებას, ამ განცხადების გაკეთების დღეს.

ნაწილი 2

იმპლემენტაც