წინამდებარე ოქმის მიზნებისთვის:
(a) “წარმოება” ნიშნავს ყველა სახის დამუშავება-გადამუშავების ოპერაციას, აწყობის ან სპეციფიური ოპერაციების ჩათვლით;
(b) “მასალა”ნიშნავს ნებისმიერ ინგრედიენტს, ნედლეულს, კომპონენტს, ნაწილს და ა.შ., რომელიც გამოიყენება პროდუქტის საწარმოებლად;
(c) "პროდუქტი" ნიშნავს წარმოებულ პროდუქტს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი გამოყენება მოგვიანებით განზრახულია სხვა საწარმოო ოპერაციაში;
(d) “საქონელი” ნიშნავს როგორც მასალებს, ასევე პროდუქტს;
(e) “საბაჟო ღირებულება” ნიშნავს ღირებულებას, როგორც ეს განსაზღვრულია 1994 წლის ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ შეთანხმებაში (GATT 1994);
(f) "“ფრანკო-ქარხნის ფასი" ნიშნავს ქარხნის ფასს, გადახდილს პროდუქციაში მწარმოებლისთვის, მხარის მიერ, ვისი პასუხისმგებლობითაც სრულდება პროდუქციის საბოლოო დამუშავება ან გადამუშავება, იმ პირობით, რომ ფასი მოიცავს ყველა გამოყენებული მასალის ფასს, გარდა შიდა გადასახადებისა, რომლებიც ანაზღაურებული იქნება ან შეიძლება ანაზღაურებულ იქნას მიღებული პროდუქციის ექსპორტის შემდეგ;
(g) “მასალების ღირებულება” ნიშნავს საბაჟო ღირებულებას, გამოყენებულს წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების იმპორტის დროს, ხოლო თუ ეს არ არის ცნობილი და არ შეიძლება მისი დამტკიცება - პირველ დადასტურებულ ფასს, რომელიც გადაიხდება მასალებისთვის ექსპორტიორი მხარის ტერიტორიაზე;
(h) ”წარმოშობის მქონე მასალების ღირებულება” ნიშნავს იმ მასალების ღირებულებას, რომლებიც ჩამოთვლილია “g” ქვეპუნქტში შესაბამის ცვლილებებთან ერთად;
(i) “დამატებითი ღირებულება” ნიშნავს ქარხნის (მწარმოებლის) ფასს თითოეული იმ გამოყენებული მასალის საბაჟო ღირებულების გამოკლებით, რომელიც წარმოშობილია მეორე ქვეყანაში, სადაც დაშვებულია თანხის კუმულაცია, ან როცა სადაც საბაჟო ღირებულება არ არის ცნობილი ან არ შეიძლება მისი დამტკიცება - პირველ დადასტურებულ ფასს, რომელიც გადაიხდება მასალებისთვის ექსპორტიორი მხარის ტერიტორიაზე;
(j) “თავები” და “სათაურები”ნიშნავს თავებსა და სათაურებს (ოთხნიშნა კოდები), გამოყენებულს იმ ნომენკლატურაში, რომელიც შეადგენს 1983 წლის საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებულ სისტემას. აღნიშნულ პროტოკოლში მოიხსენიება როგორც “ჰარმონიზებული სისტემა” (Harmonozed System – HS);
(k) “კლასიფიცირება” გულისხმობს პროდუქციის ან მასალის კლასიფიცირებას კონკრეტული დასახელებით;
(l) “პარტია” ნიშნავს პროდუქციას, რომელიც ან ერთდროულად იგზავნება ერთი ექსპორტიორის მიერ პარტიის ერთ მიმღებთან ან მოქცეულია ერთ სატრანსპორტო დოკუმენტაციაში, რომელიც ეხება მათ ტრანსპორტირებას ექსპორტიორისგან პარტიის მიმღებამდე, ხოლო ამგვარი დოკუმენტის უქონლობის შემთხვევაში - ერთ ანგარიშფაქტურაში;
(m) “ტერიტორიები” მოიცავს ტერიტორიულ წყლებს;
(n) "მხარე" ნიშნავს ევროკავშირის ერთ, რამდენიმე ან ყველა წევრ სახელმწიფოს, ევროკავშირს ან საქართველოს, და
(o) “ხელშეკრულების მონაწილე მხარის საბაჟო უწყება” ევროკავშირის შემთხვევაში ნიშნავს ევროკავშირის წევრი ქვეყნის საბაჟო უწყებას.
“საქონლის წარმოშობის” ცნების განსაზღვ