1. მედიატორმა ნოტარიუსმა არ შეიძლება წარმართოს სანოტარო მედიაცია, თუ იგი:
ა) განსახილველ საქმეში თვითონ არის დაინტერესებული მხარე, ან მას რომელიმე მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს;
ბ) მონაწილეობდა სარეგისტრაციო დოკუმენტის შედგენაში ან დოკუმენტი შედგენილია მისი ნათესავის მიერ;
გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;
დ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;
ე) იყო ექსპერტი გადასაწყვეტ საკითხთან დაკავშირებით;
ვ) შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან;
ზ) მონაწილეობდა სადავო ქონებასთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებაში ან გამოცემაში;
თ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არსებობს სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.
2. ამ მუხლის მიზნებისთვის ნათესავად ითვლება ამ ინსტრუქციის 29-ე მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული პირი.
3. სანოტარო მედიაციაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს მედიატორი ნოტარიუსის აცილების საფუძველი, უფლება აქვს სანოტარო მედიაციის დასრულებამდე წერილობით განუცხადოს მას აცილება. აცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს.
4. აცილების შესახებ განცხადებას განიხილავს სააგენტო. მედიატორი ნოტარიუსის აცილების შემთხვევაში, სააგენტო საქმეში რთავს სხვა მედიატორ ნოტარიუსს (მედიატორ ნოტარიუსებს