1. ნოტარიუსს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის მინისტრი. ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნისას იუსტიციის მინისტრი სანოტარო ბიუროს განთავსების ადგილად ამ კანონის მე-11 მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებას უთითებს.
2. ნოტარიუსის
თანამდებობა
შეიძლება
დაიკავოს
ნებისმიერმა
ფიზიკურმა
პირმა,რომელიც
აკმაყოფილებს
ამ
კანონის
მე -11 მუხლის
პირველი
ან
მე -2 პუნქტით
გათვალისწინებულ
მოთხოვნებს და
გაივლის
კონკურსს ,რომლის
ჩატარების
წესსა
და
პირობებს ამტკიცებს იუსტიციის
მინისტრი .
3. გადაწყვეტილება ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5573 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 10 დეკემბრის კანონი №4610 - ვებგვერდი, 22.12.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.12.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (22.12.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნა 1. ნოტარიუსს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის მინისტრი. ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნისას იუსტიციის მინისტრი სანოტარო ბიუროს განთავსების ადგილად ამ კანონის მე-11 მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებას უთითებს. 2. ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე -11 მუხლის პირველი ან მე -2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და გაივლის კონკურსს , რომლის ჩატარების წესსა და პირობებს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი . 3. გადაწყვეტილება ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.