1. სანოტარო მოქმედება სრულდება სახელმწიფო ენაზე.
11. თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას, ყრუ ან სმენადაქვეითებულია, სანოტარო მოქმედება სრულდება ჟესტური ენის მცოდნე თარჯიმნის (სურდოთარჯიმნის) მონაწილეობით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევებისა, როდესაც პირს უფლება აქვს, გარიგება თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე დადოს.
2. თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას, ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6834 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6834
წინა რედაქცია (22.12.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. სანოტარო მოქმედების ენა 1. სანოტარო მოქმედება სრულდება სახელმწიფო ენაზე. 11. თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას, ყრუ ან სმენადაქვეითებულია, სანოტარო მოქმედება სრულდება ჟესტური ენის მცოდნე თარჯიმნის (სურდოთარჯიმნის) მონაწილეობით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევებისა, როდესაც პირს უფლება აქვს, გარიგება თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე დადოს. 2. თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას, ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით.