1. ქონებასთან (მათ შორის, უძრავ ქონებასთან, სატრანსპორტო საშუალებასთან და რეგისტრაციას დაქვემდებარებულ სხვა ქონებასთან) დაკავშირებით გაცემული მინდობილობის/რწმუნებულების სანოტარო აქტის ფორმით დამოწმების დროს არ მოითხოვება დოკუმენტები იმ ქონების შესახებ, რომელსაც შეეხება მინდობილობა/რწმუნებულება.
2. ქონების მართვის ან/და განკარგვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულების საჯარო აქტის ფორმით დამოწმებისას სავალდებულოა ყველა იმ დოკუმენტის გამოთხოვა, რაც ადასტურებს მართვაში გადაცემული ქონების უფლებრივ მდგომარეობას
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 52. ქონების მართვის/განკარგვის შესახებ გარიგებათა დამოწმება
თავი V — სანოტარო აქტის ფორმით გარიგებების დამოწმების საფუძვლები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 45. ზოგადი დებულებები გარიგებების დამოწმების შესახებ
- მუხლი 46. პარტნიორის/აქციონერის მიერ საწარმოსათვის ქონების გადაცემის წესი
- მუხლი 47. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების დამოწმების წესი
- მუხლი 48. ავტოტრანსპორტის მესაკუთრის დამდგენი დოკუმენტები
- მუხლი 49. უძრავი ქონებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოძრავი ქონების მესაკუთრე
- მუხლი 51. საჯარო აქტის ფორმით წინარე გარიგების დამოწმების წესი
- მუხლი 53. გარიგების გაუქმების (მოშლის, შეწყვეტის) წესი. გარიგებაში ცვლილებების ასახვა
- მუხლი 54. გარიგების დამოწმება რამდენიმე ნოტარიუსის მონაწილეობით
- მუხლი 55. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების (საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების) სახლებში არსებულ ბინებზე საკუთრების უფლების დადასტურება
- მუხლი 56. ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე მეორე მეუღლის საკუთრების უფლების აღიარების წესი
- მუხლი 57. მოწმობა ცოცხლად დარჩენილი მეუღლის წილზე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 52, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-52/