1. სანოტარო აქტის ფორმით წინარე გარიგების დამოწმებისას არ არის სავალდებულო იმ ქონების შესახებ დოკუმენტების წარდგენა, რომელიც გარიგების საგანია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ნორმა გამოიყენება აგრეთვე სამომავლო ქონებასთან დაკავშირებული გარიგების სანოტარო აქტის ფორმით დამოწმებისას.
3. სანოტარო აქტის ფორმით წინარე გარიგების დამოწმებას არ აბრკოლებს იმ ქონებაზე/უფლებაზე ყადაღის ან სხვაგვარი შეზღუდვის არსებობა, რომელსაც შეეხება გარიგება, აგრეთვე ამ ქონების არარსებობა. შესაბამისად, სანოტარო აქტის ფორმით შეიძლება შედგეს წინარე გარიგება იმ ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა შეიქმნას მომავალში
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 51. საჯარო აქტის ფორმით წინარე გარიგების დამოწმების წესი
თავი V — სანოტარო აქტის ფორმით გარიგებების დამოწმების საფუძვლები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 44. დოკუმენტებისა და ცნობების გაცემა სანოტარო არქივიდან
- მუხლი 45. ზოგადი დებულებები გარიგებების დამოწმების შესახებ
- მუხლი 46. პარტნიორის/აქციონერის მიერ საწარმოსათვის ქონების გადაცემის წესი
- მუხლი 47. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების დამოწმების წესი
- მუხლი 48. ავტოტრანსპორტის მესაკუთრის დამდგენი დოკუმენტები
- მუხლი 49. უძრავი ქონებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოძრავი ქონების მესაკუთრე
- მუხლი 52. ქონების მართვის/განკარგვის შესახებ გარიგებათა დამოწმება
- მუხლი 53. გარიგების გაუქმების (მოშლის, შეწყვეტის) წესი. გარიგებაში ცვლილებების ასახვა
- მუხლი 54. გარიგების დამოწმება რამდენიმე ნოტარიუსის მონაწილეობით
- მუხლი 55. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების (საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების) სახლებში არსებულ ბინებზე საკუთრების უფლების დადასტურება
- მუხლი 56. ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე მეორე მეუღლის საკუთრების უფლების აღიარების წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 51, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-51/