1. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არის დადგენილი, სანოტარო აქტის ფორმით გარიგების დამოწმებისას, ამ ინსტრუქციის ზოგადი ნაწილით დადგენილი სავალდებულო პროცედურების გარდა, ნოტარიუსი ვალდებულია გამოითხოვოს ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია, რაც აუცილებელია:
ა) გარიგების მხარეთა უფლებამოსილების დასადგენად;
ბ) გარიგების საგნის უფლებრივი მდგომარეობის (ყადაღა, დატვირთვა, შეზღუდვა, აკრძალვა და სხვა) შესამოწმებლად;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და მხარეთა შეთანხმებით გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილი ყველა პროცედურის დაცულობის შესამოწმებლად.
2. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ნოტარიუსი უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს სანოტარო მოქმედებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია გარიგების კანონიერების ან მხარის ინტერესების დაცვის უზრუნველ-საყოფად ან რაც გათვალისწინებულია საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მეთოდური რეკომენდაციებით.
3. ნოტარიუსი არ არის ვალდებული შეამოწმოს ამ მუხლში მითითებული უფლებრივი მდგომარეობა, თუ გარიგების მონაწილე ყველა მხარე ათავისუფლებს ნოტარიუსს ამ ვალდებულებისაგან იმ საფუძვლით, რომ მათთვის ცნობილია უფლების უნაკლობის შესახებ. ამასთანავე, ნოტარიუსი ვალდებულია მხარეები გააფრთხილოს ამ ვალდებულების არარსებობისა და მისი შესაძლო შედეგების შესახებ და ამ გაფრთხილების შესახებ აღნიშნოს სანოტარო აქტში
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 45. ზოგადი დებულებები გარიგებების დამოწმების შესახებ
თავი V — სანოტარო აქტის ფორმით გარიგებების დამოწმების საფუძვლები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 39. სანოტარო რეესტრის შემადგენლობა
- მუხლი 40. აქტებისა და სხვა დოკუმენტების შენახვა
- მუხლი 41. იმ ნოტარიუსის სანოტარო აქტების, ფულის, სხვა ფასიანი ქაღალდებისა და ფასეულობების შენახვა, რომელსაც შეუჩერდა, ან შეუწყდა უფლებამოსილება
- მუხლი 42. დაკარგული დოკუმენტების მოძიება
- მუხლი 43. სანოტარო არქივიდან დოკუმენტის გაცემა
- მუხლი 44. დოკუმენტებისა და ცნობების გაცემა სანოტარო არქივიდან
- მუხლი 46. პარტნიორის/აქციონერის მიერ საწარმოსათვის ქონების გადაცემის წესი
- მუხლი 47. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების დამოწმების წესი
- მუხლი 48. ავტოტრანსპორტის მესაკუთრის დამდგენი დოკუმენტები
- მუხლი 49. უძრავი ქონებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოძრავი ქონების მესაკუთრე
- მუხლი 51. საჯარო აქტის ფორმით წინარე გარიგების დამოწმების წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 45, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-45/