1. ნოტარიუსის სანოტარო არქივში სავალდებულო შენახვას ექვემდებარება საჯარო აქტის ფორმით დამოწმებული:
ა) ხელშეკრულებები;
ბ) მინდობილობები (რწმუნებულებები);
გ) სამკვიდრო მოწმობები;
დ) საკუთრების მოწმობები;
ე) ანდერძები;
ვ) დადგენილებები.
2. ნოტარიუსი უფლებამოსილია საკუთარი სურვილით ან მხარის მოთხოვნით სანოტარო არქივში დაიტოვოს ის აქტებიც, რომელთა შენახვა სანოტარო არქივში არ არის სავალდებულო.
3. ნოტარიუსი ვალდებულია შეინახოს სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის რეესტრები და ჟურნალები.
4. სავალდებულო შენახვას დაქვემდებარებული დოკუმენტები ნოტარიუსთან ინახება თანამდებობაზე ყოფნის ვადით, თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ კი ეს დოკუმენტები შესანახად გადაეცემა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.
5. ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო არქივში სანოტარო აქტები დაალაგოს პროგრესირებადი ნუმერაციის შესაბამისად ან სანოტარო მოქმედებათა სახეების შესაბამისად. ამასთანავე, დალაგების პრინციპი არ უნდა შეიცვალოს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 40. აქტებისა და სხვა დოკუმენტების შენახვა
თავი IV — სანოტარო აქტებისა და სხვა დოკუმენტების შენახვა, დაცვა, გაცემა
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი კალენდარული წლის განმავლობაში
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ას-8-8-2012
…წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული. პალატამ იხელმძღვანელა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლით, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-40, 62-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლით და განმარტა, რომ თ. ს-მა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის…
მეზობელი მუხლები
- მუხლი 34. სანოტარო რეესტრის წარმოების წესი
- მუხლი 35. სანოტარო მოქმედების რეგისტრაცია სანოტარო რეესტრში
- მუხლი 36. ელექტრონული სანოტარო რეესტრის ადმინისტრირება
- მუხლი 37. სანოტარო რეესტრთან დაშვების წესი
- მუხლი 38. რეესტრის ტიპები
- მუხლი 39. სანოტარო რეესტრის შემადგენლობა
- მუხლი 41. იმ ნოტარიუსის სანოტარო აქტების, ფულის, სხვა ფასიანი ქაღალდებისა და ფასეულობების შენახვა, რომელსაც შეუჩერდა, ან შეუწყდა უფლებამოსილება
- მუხლი 42. დაკარგული დოკუმენტების მოძიება
- მუხლი 43. სანოტარო არქივიდან დოკუმენტის გაცემა
- მუხლი 44. დოკუმენტებისა და ცნობების გაცემა სანოტარო არქივიდან
- მუხლი 45. ზოგადი დებულებები გარიგებების დამოწმების შესახებ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 40, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-40/