1. სანოტარო რეესტრში რეგისტრირებულ თითოეულ სანოტარო მოქმედებას ენიჭება უნიკალური სარეგისტრაციო ნომერი.
2. სანოტარო რეესტრში რეგისტრირებული სანოტარო მოქმედების სარეგისტრაციო ნომერი შედგება შესაბამისი (მიმდინარე) კალენდარული წლის აღმნიშვნელი ნაწილისა (მაგ., 10) და რეესტრში ჩანაწერის რიგითი ნომრისაგან. მიმდინარე კალენდარული წლის აღმნიშვნელი ციფრები და რეესტრში ჩანაწერის რიგითი ნომერი ერთობლივად ქმნის სანოტარო მოქმედების სარეგისტრაციო ნომერს. ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში სანოტარო მოქმედებათა ნუმერაცია იწყება ერთიდან.
3. ბათილია სანოტარო მოქმედება, რომელიც არ არის რეგისტრირებული რეესტრში, გარდა ამ ინსტრუქციით დადგენილი შემთხვევებისა.
4. ყოველ სანოტარო მოქმედებას ეძლევა ცალკე რიგითი ნომერი. ამასთანავე, კერძო აქტების (გარიგებები, განცხადებები და სხვა) იდენტური ეგზემპლარები შეიძლება დაინომროს ერთი და იგივე ნომრით იმ პირობით, რომ ნოტარიუსის ფორმულიარსა და რეესტრში მიეთითება ეგზემპლარების ოდენობა და სანოტარო მომსახურებისათვის საზღაური გამოიანგარიშება ეგზემპლართა რაოდენობის შესაბამისად. ნოტარიუსი უფლებამოსილია, კერძო აქტების (გარიგებები, განცხადებები და სხვა) იდენტური ეგზემპლარები დანომროს სხვადასახვა ნუმერაციით და ასევე ჩაწეროს რეესტრში. თუ საჯარო აქტი დამოწმდა რამდენიმე ეგზემპლარად, თითოეულ დედანს (მიუხედავად ეგზემპლართა რაოდენობისა) ენიჭება ერთი სარეგისტრაციო ნომერი და სანოტარო მომსახურებისათვის საზღაური იანგარიშება ერთი აქტის შესაბამისად.
5. სანოტარო რეესტრში სანოტარო მოქმედება რეგისტრაციაში ტარდება დოკუმენტზე ნოტარიუსის ხელმოწერისა და ბეჭდის დასმისთანავე, თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის დადგენილი.
6. სანოტარო რეესტრში ჩანაწერს ასრულებს ნოტარიუსი ან მისი დავალებით სანოტარო ბიუროს თანამშრომელი, რომელსაც ნოტარიუსთან წერილობითი ხელშეკრულებით ნაკისრი აქვს სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის ვალდებულება.
7. ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონითა და ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ იმ დოკუმენტს, რომლის სანოტარო წესით დადასტურება სავალდებულოა, ან იმ დოკუმენტს, რომლის სანოტარო წესით დადასტურება არ არის სავალდებულო, მაგრამ დაინტერესებული პირი (გარიგების მონაწილე მხარე) ითხოვს მის დადასტურებას (საჯარო აქტს), უნდა დაერთოს თავფურცელი, ხოლო დოკუმენტს, რომელზეც ნოტარიუსი ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონისა და ამ ინსტრუქციის შესაბამისად, ამოწმებს მხოლოდ მხარეთა ხელმოწერებს (კერძო აქტს), უნდა დაერთოს ფორმულარი.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თავფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულება, წარწერა საქართველო, სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური ნომერი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი, სანოტარო მოქმედების დასახელება, რეგისტრაციის თარიღი, სანოტარო მოქმედების შემსრულებელი ნოტარიუსის ვინაობა, მისამართი და ტელეფონის ნომერი. დაინტერესებული პირის მიერ სანოტარო მოქმედებისა და სანოტარო აქტის შესახებ ინფორმაციის მიღება-გადამოწმების მიზნით, თავფურცელი აგრეთვე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ოფიციალური ვებგვერდისა და საკონტაქტო ტელეფონის ნომრის თაობაზე.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფორმულარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი, სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური ნომერი, სანოტარო მოქმედების დასახელება, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის თარიღი, სანოტარო მოქმედების შემსრულებელი ნოტარიუსის ვინაობა, სანოტარო ბიუროს მისამართი და ტელეფონის ნომერი. დაინტერესებული პირის მიერ სანოტარო მოქმედებისა და სანოტარო აქტის შესახებ ინფორმაციის მიღება-გადამოწმების მიზნით, ფორმულარი აგრეთვე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ოფიციალური ვებგვერდისა და საკონტაქტო ტელეფონის ნომრის თაობაზე
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 35. სანოტარო მოქმედების რეგისტრაცია სანოტარო რეესტრში
თავი III — სანოტარო რეესტრი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 21. ნოტარიუსის შრომის ანაზღაურება და სანოტარო ბიუროს ფინანსები
- მუხლი 51. სანოტარო მოქმედების რეგისტრაცია
- მუხლი 32. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რწმუნებულის სანოტარო აქტი
- მუხლი 6. ტერიტორიულ ორგანოებში მუნიციპალიტეტის რწმუნებულის სანოტარო აქტები
- მუხლი 46. სანოტარო მოქმედების შესრულების გადადება და შეჩერება
- მუხლი 16. ნოტარიუსის რეგისტრაცია საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში და მის მიერ სანოტარო საქმიანობის დაწყება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 29. სანოტარო აქტზე ხელმოწერის წესი
- მუხლი 30. საჯარო აქტის სავალდებული რეკვიზიტები
- მუხლი 31. კერძო აქტზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებისა და სხვა მოქმედებათა დამადასტურებელი წარწერის შედგენის წესი
- მუხლი 32. საჯარო და კერძო აქტში შესწორების შეტანის წესი
- მუხლი 33. სანოტარო რეესტრი
- მუხლი 34. სანოტარო რეესტრის წარმოების წესი
- მუხლი 36. ელექტრონული სანოტარო რეესტრის ადმინისტრირება
- მუხლი 37. სანოტარო რეესტრთან დაშვების წესი
- მუხლი 38. რეესტრის ტიპები
- მუხლი 39. სანოტარო რეესტრის შემადგენლობა
- მუხლი 40. აქტებისა და სხვა დოკუმენტების შენახვა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 35, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-35/