1. საჯარო აქტი უნდა შესრულდეს ამ ინსტრუქციით დადგენილი წესების დაცვით და მას უნდა ჰქონდეს ამ მუხლით დადგენილი ყველა შემადგენელი ნაწილი.
2. საჯარო აქტს უნდა დაერთოს ამ ინსტრუქციის 35-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული თავფურცელი, რომელზეც აისახება საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, სიტყვა საქართველო, ელექტრონულ სანოტარო რეესტრში აქტის რეგისტრაციის ნომერი და თარიღი, სანოტარო აქტის სახე (გარიგების, მოწმობის დასახელება), ნოტარიუსის ვინაობა, სანოტარო ბიუროს მდებარეობა, აგრეთვე ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო რეკვიზიტები.
3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტებისა, საჯარო აქტი უნდა შეიცავდეს:
ა) სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილის საიდენტიფიკაციო მონაცემებს ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. თუ სანოტარო მოქმედების მონაწილე წარმოდგენილია მინდობილი პირით, სანოტარო აქტში უნდა მიეთითოს მინდობილი პირის იგივე მონაცემები;
ბ) ნოტარიუსის მითითებას წინა ქვეპუნქტში მითითებული პირების ქმედობაუნარიანობისა და ამ პირთა განცხადებების შესახებ;
გ) საკუთრივ გარიგების (მოწმობის) ნორმებს (მუხლობრივად დაყოფილი ან ამის გარეშე);
დ) დანართი დოკუმენტების ჩამონათვალს და მათ რეკვიზიტებს;
ე) მითითებას სანოტარო მოქმედების შესრულების ადგილის შესახებ, თუ სანოტარო მოქმედება შესრულდა სანოტარო ბიუროს გარეთ;
ვ) სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზღაურის, მათ შორის, სანოტარო მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოსა და სხვა ხარჯების ზუსტ ოდენობას, აგრეთვე, მითითებას ნორმატიული აქტების ის მუხლებზე, რომელთა საფუძველზე მოხდა მათი გამოანგარიშება;
ზ) მითითებას იმის შესახებ, რომ სანოტარო აქტი მხარეს (მხარეებს) წაეკითხა (ნოტარიუსის, ან სანოტარო ბიუროს თანამშრომლის) მიერ, მხარეებმა წაიკითხეს აქტი, მოიწონეს აქტი და ნოტარიუსის თანდასწრებით ხელი მოაწერეს აქტს.
თ) სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილის ხელმოწერას;
ი) ნოტარიუსის ხელმოწერას და ბეჭედს.
4. სავალდებულოა საჯარო აქტში ანდერძის შედგენის დაწყებისა და დამთავრების დროის მითითება, სხვა საჯარო აქტებში აქტის შედგენის დაწყებისა და დამთავრების დრო უნდა მიეთითოს, თუ ამას მოითხოვს სანოტარო მოქმედების რომელიმე მონაწილე.
5. საჯარო აქტი უნდა შეიცავდეს კანონმდებლობით დადგენილ სხვა რეკვიზიტებს, აგრეთვე მითითებას იმ პროცედურების შესრულების შესახებ, რაც დადგენილია ამ ინსტრუქციით, სხვა ნორმატიული აქტებით და რისი მითითებაც სავალდებულოა
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 30. საჯარო აქტის სავალდებული რეკვიზიტები
თავი II — სანოტარო მოქმედებათა შესრულების ზოგადი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 24. საჯარო და კერძო აქტის ენა
- მუხლი 25. სანოტარო მოქმედებაში არასრულწლოვნის მონაწილეობის ფორმალური პროცედურა. არასრულწლოვნის წარმომადგენელი
- მუხლი 26. მოწმეები
- მუხლი 27. სანოტარო მოქმედების შესრულება უსინათლო, ყრუ და/ან მუნჯი, ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით
- მუხლი 28. სანოტარო მოქმედების შესრულება მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე
- მუხლი 29. სანოტარო აქტზე ხელმოწერის წესი
- მუხლი 31. კერძო აქტზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებისა და სხვა მოქმედებათა დამადასტურებელი წარწერის შედგენის წესი
- მუხლი 32. საჯარო და კერძო აქტში შესწორების შეტანის წესი
- მუხლი 33. სანოტარო რეესტრი
- მუხლი 34. სანოტარო რეესტრის წარმოების წესი
- მუხლი 35. სანოტარო მოქმედების რეგისტრაცია სანოტარო რეესტრში
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 30, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-30/