1. სანოტარო მოქმედების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე ყრუმ თავად უნდა წაიკითხოს აქტი და მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ დოკუმენტი თავად წაიკითხა, აქტი შეესაბამება მის ნებას და იგი იწონებს აქტს.
2. სანოტარო მოქმედების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე ყრუ-მუნჯმა თავად უნდა წაიკითხოს აქტი და აქტის ბოლოს ნოტარიუსის ხელმოწერამდე თავისი ხელით უნდა დაწეროს, რომ დოკუმენტი თავად წაიკითხა, აქტი შეესაბამება მის ნებას და იგი იწონებს აქტს.
3. საჭიროების შემთხვევაში ნოტარიუსი ვადებულია სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაისწროს სპეციალისტი ან ის პირი, რომელმაც იცის ყრუ, მუნჯი ან ყრუ-მუნჯი პირის ენა.
4. თუ სანოტარო აქტი ფორმდება წერა-კითხვის არმცოდნე ბრმა, ყრუ, მუნჯი ან ყრუ-მუნჯი პირის მონაწილეობით, ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედება შეასრულოს მოწმის და ისეთი პირის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია გააგებინოს მას საქმის არსი და დაადასტუროს თავისი ხელის მოწერით, რომ გარიგების შინაარსი შეესაბამება ყრუ, მუნჯი ან ყრუ-მუნჯი მხარის ნებას. თუ ანდერძი ფორმდება ყრუ-მუნჯი, ბრმა ან წერა-კითხვის უცოდინარი ყრუ-მუნჯის, ასევე ბრმა ან წერა-კითხვის არმცოდნე ბრმა პირის მონაწილეობით, ნოტარიუსი მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1361-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
5. ნოტარიუსი ვალდებულია ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით დაადგინოს მოწვეული პირის პირადობა. იგი ვალდებულია ნოტარიუსს დაუდასტუროს, რომ მან იცის ყრუ, მუნჯი ან ყრუ-მუნჯი პირის ენა და იძლევა ამ პირის ნების სრული და სწორი განმარტების გარანტიას. ნოტარიუსი აფრთხილებს მოწვეულ პირს არასწორი თარგმანისათვის ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობის შესახებ. ამ პროცედურების შესრულების შესახებ უნდა აღინიშნოს სანოტარო აქტში.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული პირის მიმართ მოქმედებს თარჯიმნის მიმართ დადგენილი ნორმები.
7. ნოტარიუსი ვალდებულია ამ მუხლით დადგენილი წესების დაცვის შესახებ მიუთითოს სანოტარო აქტში.
8. თუ სანოტარო მოქმედების მონაწილე პირი წერა-კითხვის უცოდინარი ან უსინათლოა ნოტარიუსი ვალდებულია წაუკითხოს მას სანოტარო აქტის ტექსტი, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს აქტში. სანოტარო მოქმედების შესრულებას ესწრება არანაკლებ ერთი მოწმე, ხოლო სანოტარო მოქმედების მონაწილის ნაცვლად დოკუმენტს ხელს აწერს სხვა პირი, რომელიც შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნათესავი, მაგრამ ამავდროულად არ შეიძლება იყოს სანოტარო აქტის მონაწილე.
9. ნოტარიუსი ვალდებულია დოკუმენტში მიუთითოს ყველა იმ პროცედურის შესრულების შესახებ, რაც დადგენილია და რისი მითითებაც სავალდებულოა ამ ინსტრუქციით
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 27. სანოტარო მოქმედების შესრულება უსინათლო, ყრუ და/ან მუნჯი, ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით
თავი II — სანოტარო მოქმედებათა შესრულების ზოგადი დებულებები
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ბს-277-274(კ-კს-11)
…ნორმის შინაარსის ანალიზიდანაც ნათლად ჩანს რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კანონმდებელი მოცემულ შემთხვევებში იმ პირის სამართლებრივ დაცვას, რომელსაც არ შეუძლია გარკვეული მიზეზების გამო ხელისმოწერა დოკუმენტზე. საგულისხმოა, რომ “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” 27-ე მუხლის მიხედვით, მაშინაც კი, როდესაც იურიდიულიი მნიშვნელობის მოქმედებას ახორციელებს ნოტარიუსი, რომელიც არის…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 20. სანოტარო აქტის შედგენა იურიდიული პირის მონაწილეობით
- მუხლი 21. დოკუმენტის შედგენის ფორმალური და ტექნიკური წესები
- მუხლი 22. დანართების ენა
- მუხლი 24. საჯარო და კერძო აქტის ენა
- მუხლი 25. სანოტარო მოქმედებაში არასრულწლოვნის მონაწილეობის ფორმალური პროცედურა. არასრულწლოვნის წარმომადგენელი
- მუხლი 26. მოწმეები
- მუხლი 28. სანოტარო მოქმედების შესრულება მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე
- მუხლი 29. სანოტარო აქტზე ხელმოწერის წესი
- მუხლი 30. საჯარო აქტის სავალდებული რეკვიზიტები
- მუხლი 31. კერძო აქტზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებისა და სხვა მოქმედებათა დამადასტურებელი წარწერის შედგენის წესი
- მუხლი 32. საჯარო და კერძო აქტში შესწორების შეტანის წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 27, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-27/