1. სანოტარო აქტი უნდა შედგეს მკაფიო და ნათელი ენით ისე, რომ გამოირიცხოს მისი არაერთგვაროვანი განმარტება.
2. სანოტარო აქტი უნდა დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან უნდა დაიწეროს ხელით (ხელნაწერი დოკუმენტი). სანოტარო აქტის სრულად ან ნაწილობრივ ხელით დაწერისას ან ხელმოწერების შესრულებისას გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ბურთულიანი, სინათლემედეგი და წყალმედეგი მელნის ავტოკალამი.
3. დასაშვებია დამადასტურებელი წარწერის კომბინირებული საშუალებით (ტექნიკური საშუალებითა და ხელნაწერის გამოყენებით) შედგენა. მაგრამ საჯარო აქტის ფორმით შედგენილი გარიგების ან მოწმობის ტექსტი შედგენილი უნდა იყოს ერთგვაროვანი საშუალებით (ან მთლიანად ერთი და იმავე სახის ტექნიკური საშუალების გამოყენებით, ან მთლიანად ხელნაწერის სახით).
4. ხელნაწერი უნდა იკითხებოდეს ადვილად.
5. სანოტარო აქტი სრულდება A4 ფორმატის ((210X297 მმ) მყარ თეთრი ფერის ქაღალდზე, რომლის სიმკვრივეა არანაკლებ 80 გრ/კვ.მ. ამასთანავე, სანოტარო აქტის ყდისათვის დასაშვებია სხვა ფერის ქაღალდის გამოყენება.
6. დოკუმენტის გაყალბებისაგან დაცვის მიზნით, ნოტარიუსი უფლებამოსილია სანოტარო აქტი შეასრულოს დამცავი ნიშნების მქონე ქაღალდის გამოყენებით.
7. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს საჯარო აქტების (სანოტარო აქტების) გაფორმების სტანდარტული წესები (დოკუმენტების ერთგვაროვანი თავფურცელი, თავფურცელზე მისათითებელი ინფორმაცია, დოკუმენტების აკინძვის ერთგვაროვანი წესები და სხვა).
8. სიტყვათა და ტერმინთა შემოკლება სანოტარო აქტში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოკლება საყოველთაოდ მიღებული და ცნობილია.
9. დოკუმენტები, რომელთა საფუძველზე შედგა საჯარო სანოტარო აქტი და რომლებიც უნდა დარჩეს ნოტარიუსთან, დაერთვის სანოტარო აქტის იმ ეგზემპლარს, რომელიც ინახება სანოტარო არქივში. სანოტარო აქტის მონაწილის მოთხოვნით, დანართი შეიძლება დაერთოს სანოტარო აქტის სხვა ეგზემპლარსაც.
10. თუ ნოტარიუსთან წარდგენილი დოკუმენტი შედგება რამდენიმე ფურცლისაგან, დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ერთ-ერთ პირობას მაინც:
ა) ფურცლები უნდა იყოს აკინძული, ზონარგაყრილი და ზონარდაწებებული. ამასთანავე, ზონარს ქაღალდი ისე უნდა ჰქონდეს გადაკრული, რომ ქაღალდის მთლიანობის დარღვევის გარეშე შეუძლებელი ოყოს ზონრის გახსნა. ქაღალდის მთლიანობა არ უნდა იყოს დარღვეული. ზონარზე დაწებებულ ქაღალდზე დასმული უნდა იყოს დოკუმენტის გამცემი ორგანოს ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ისე, რომ ბეჭდის ანაბეჭდისა და ხელმოწერის ნაწილი ასახული იყოს დაწებებულ ფურცელზე, ხოლო ნაწილი – დოკუმენტის ფურცელზე. ამასთანავე, ამავე წესით მითითებული უნდა იყოს აკინძული ფურცლების რაოდენობა;
ბ) თითოეული გვერდი უნდა იყოს დანომრილი, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული, აგრეთვე მითითებული უნდა იყოს გვერდების საერთო რაოდენობა, ხოლო თუ დოკუმენტის ნამდვილობისათვის არ არის აუცილებელი ბეჭედი, მაშინ თითოეული გვერდი უნდა იყოს დანომრილი, ხელმოწერილი, აგრეთვე მითითებული უნდა იყოს გვერდების საერთო რაოდენობა.
11. საჯარო სანოტარო აქტს, რომელიც ინახება სანოტარო არქივში, უნდა დაერთოს (აიკინძოს სანოტარო აქტთან ერთად ამ მუხლით დადგენილი წესით) ყველა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შესრულდა სანოტარო მოქმედება, გარდა ავტომოტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობისა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა, აგრეთვე დოკუმენტისა, რომელიც უკვე ინახება ნოტარიუსის სანოტარო არქივში. სანოტარო აქტში უნდა მიეთითოს აღნიშნული დოკუმენტების რეკვიზიტები.
12. თუ გარიგების დამოწმება, ან მოწმობის გაცემა საჭიროებს სხვა დოკუმენტის (დოკუმენტების) წარდგენას, სანოტარო მოქმედების მონაწილე ვალდებულია ნოტარიუსს წარუდგინოს საჭირო დოკუმენტის (დოკუმენტების) დედანი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის მოთხოვნებს, ან დამოწმებული ასლის სახით, თუ კანონმდებლობით ან ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის დადგენილი. სანოტარო აქტს დაერთვის დოკუმენტის დედანი ან წარდგენილი დედნის ასლი. დოკუმენტის ასლი რომელიც ინახება სანოტარო არქივში და აკინძულია სანოტარო აქტთან ერთად ამ მუხლის მე-10 პუნქტის ა ქვეპუნქტით დადგენილი წესით, მიიჩნევა დოკუმენტის დამოწმებული ასლად და დასაშვებია სანოტარო არქივიდან მისი დამოწმებული ასლების ან ამ დოკუმენტებიდან ამონაწერების გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
13. ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება დოკუმენტების მიმართ, რომლებიც მიღებულია ისეთი სახელმწიფოდან, სადაც არ მოქმედებს დოკუმენტის სავალდებულო აკინძვის წესი (მაგალითად, აშშ). ასეთი დოკუმენტის ნამდვილობაზე სრული პასუხისმგებლობა (მათ შორის, სისხლის- სამართლებრივი) ეკისრება დოკუმენტის წარმომდგენ პირს. ნოტარიუსი ვალდებულია მხარეები გააფრთხილოს ამ ვალდებულების არარსებობისა და მისი შესაძლო შედეგების შესახებ და ამ გაფრთხილების შესახებ აღნიშნოს სანოტარო აქტში
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 21. დოკუმენტის შედგენის ფორმალური და ტექნიკური წესები
თავი II — სანოტარო მოქმედებათა შესრულების ზოგადი დებულებები
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №330310115001130805
…სანოტარო მოქმედებას კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს.“). კომისიამ იხელმძღვანელა „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების“ მე-13, მე-18, 21-ე მუხლებით და დადასტურებულად ჩათვალა ნოტარიუს ე-----------–-----–--ს მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტები, ამასთანავე, ნოტარიუსის მიერ ჩადენილი დისციპლინური…
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. საჯარო და კერძო აქტები
- მუხლი 16. ნოტარიუსთან გათანაბრებული ცალკეული პირების მიერ სანოტარო მოქმედების შესრულების ზოგადი წესი
- მუხლი 17. სანოტარო მოქმედების შესრულების ფორმალური საფუძვლები
- მუხლი 18. მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით გაცემული/გამოცემული დოკუმენტი
- მუხლი 19. სანოტარო მოქმედების მონაწილის პირადობისა და ქმედუნარიანობის დადგენა
- მუხლი 20. სანოტარო აქტის შედგენა იურიდიული პირის მონაწილეობით
- მუხლი 22. დანართების ენა
- მუხლი 24. საჯარო და კერძო აქტის ენა
- მუხლი 25. სანოტარო მოქმედებაში არასრულწლოვნის მონაწილეობის ფორმალური პროცედურა. არასრულწლოვნის წარმომადგენელი
- მუხლი 26. მოწმეები
- მუხლი 27. სანოტარო მოქმედების შესრულება უსინათლო, ყრუ და/ან მუნჯი, ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 21, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-21/