1. სანოტარო აქტს შეიძლება დაერთოს დოკუმენტი ქართულ და/ან ნოტარიუსისათვის გასაგებ უცხოურ ენაზე სავალდებულო თარგმანის გარეშე, თუ ეს დოკუმენტები ადასტურებს მხარეების უფლებამოსილებას და სხვა მსგავს საკითხებს (მაგ., ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების შესახებ და სხვა). ამ დოკუმენტების თარგმანი სანოტარო მოქმედების მონაწილის გასაგებ ენაზე სავალდებულოა ამ პირის მოთხოვნის შემთხვევაში. თუ სანოტარო აქტში მითითებული არ არის სანოტარო მოქმედების მონაწილის მოთხოვნის შესახებ, ივარაუდება, რომ მან არ მოითხოვა დანართის თარგმნა მისთვის გასაგებ ენაზე. თუ დანართი დოკუმენტის ენა არ იცის ნოტარიუსმა, მან უნდა მოითხოვოს ამ დოკუმენტის თარგმანი და მისი დამოწმება ქართულ ენაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ნორმა არ მოქმედებს და დანართი დოკუმენტის თარგმნა ქართულ ენაზე და/ან სანოტარო მოქმედების მონაწილისათვის გასაგებ ენაზე სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ დანართი წარმოადგენს სანოტარო აქტის არსებით ნაწილს და დანართით წესრიგდება სახელშეკრულებო ურთიერთობების ესა თუ ის საკითხი (მაგალითად, დაფუძნების აქტს დანართის სახით თან ერთვის იურიდიული პირის წესდება, დანართით მოწესრიგებულია დავების გადაწყვეტის წესი, დანართით დადგენილია შესრულებულ სამუშაოთა მიღების პროცედურები და სხვა).
3. იურიდიული პირების კრების ოქმებს, რომელსაც ადგენს ნოტარიუსი, შეიძლება დაერთოს კრებაზე წარდგენილი ნებისმიერი დოკუმენტი ქართულ და/ან სანოტარო მოქმედების მონაწილისათვის გასაგებ უცხოურ ენაზე სავალდებულო თარგმანის გარეშე.
4. კერძო აქტის დანართების ენას განსაზღვრავენ უშუალოდ მხარეები
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 22. დანართების ენა
თავი II — სანოტარო მოქმედებათა შესრულების ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 16. ნოტარიუსთან გათანაბრებული ცალკეული პირების მიერ სანოტარო მოქმედების შესრულების ზოგადი წესი
- მუხლი 17. სანოტარო მოქმედების შესრულების ფორმალური საფუძვლები
- მუხლი 18. მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით გაცემული/გამოცემული დოკუმენტი
- მუხლი 19. სანოტარო მოქმედების მონაწილის პირადობისა და ქმედუნარიანობის დადგენა
- მუხლი 20. სანოტარო აქტის შედგენა იურიდიული პირის მონაწილეობით
- მუხლი 21. დოკუმენტის შედგენის ფორმალური და ტექნიკური წესები
- მუხლი 24. საჯარო და კერძო აქტის ენა
- მუხლი 25. სანოტარო მოქმედებაში არასრულწლოვნის მონაწილეობის ფორმალური პროცედურა. არასრულწლოვნის წარმომადგენელი
- მუხლი 26. მოწმეები
- მუხლი 27. სანოტარო მოქმედების შესრულება უსინათლო, ყრუ და/ან მუნჯი, ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით
- მუხლი 28. სანოტარო მოქმედების შესრულება მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 22, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-22/