1. თუ სანოტარო აქტის მონაწილე არის იურიდიული პირი, ნოტარიუსი ვალდებულია მოითხოვოს იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) რეზიდენტი იურიდიული პირებისაგან – ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ წარმოებული რეესტრიდან;
ბ) არარეზიდენტი იურიდიული პირებისაგან – უცხოეთის ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული და კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც ცვლის ამ მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტში მითითებულ დოკუმენტს;
გ) რეზიდენტი და არაზედენტი იურიდიული პირის წესდება (დებულება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი, თუკი შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს მათ არსებობას), რომელიც უნდა იყოს დედანი ან დამოწმებული ასლი.
2. ნოტარიუსი უფლებამოსილია, იურიდიული პირისაგან არ მოითხოვოს უფლებამოსილების დამდგენი ყველა დოკუმენტის (წესდება, ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან და სხვა) წარდგენა იმ შემთხვევაში, თუ მასთან წარდგენილი უფლებამოსილების დამადასტურებელი სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტიდან (მაგ., მინდობილობა) უტყუარად დასტურდება, რომ ნოტარიუსმა, რომელმაც დაამოწმა ეს დოკუმენტი, შეამოწმა უფლებამოსილების მიმნიჭებელი დოკუმენტის გამცემი პირის უფლებამოსილება და დოკუმენტში სრულფასოვნადაა მითითებული ყველა ის მონაცემი (მაგ., რწმუნებულების გამცემი იურიდიული პირის რეკვიზიტები, მინდობილობის გამცემი პირის უფლებამოსილება და სხვა), რაც აუცილებელია სანოტარო აქტის შესადგენად. ამასთანავე, ეს უფლებამოსილება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებები არ წარმოშობს სხვა დოკუმენტების გამოთხოვის აუცილებლობას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები მიიღება გაცემიდან ექვსი თვის განმავლობაში მიუხედავად იმისა, შესაბამის ქვეყანაში რა ვადაა დადგენილი ამ დოკუმენტის მოქმედებისათვის.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტიდან გამონაკლისის სახით, ნოტარიუსი უფლებამოსილია მიიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტის ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები მიუხედავად მათი გაცემის თარიღისა, თუ გარიგების მონაწილე ყველა მხარე ათავისუფლებს ნოტარიუსს ამ ვალდებულებისაგან იმ საფუძვლით, რომ მათთვის ცნობილია არარეზიდენტი იურიდიული პირის მონაცემთა ცვლილებების არარსებობის შესახებ. ამ შემთხვევაში შესაძლო შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მხარეებს. ამასთანავე, ნოტარიუსი ვალდებულია მხარეები გააფრთხილოს შესაძლო შედეგების შესახებ და ამ გაფრთხილების შესახებ აღნიშნოს სანოტარო აქტში
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 20. სანოტარო აქტის შედგენა იურიდიული პირის მონაწილეობით
თავი II — სანოტარო მოქმედებათა შესრულების ზოგადი დებულებები
მთავარი მონაცემები
- ვადა ექვსი თვის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 46. სანოტარო მოქმედების შესრულების გადადება და შეჩერება
- მუხლი 6. ტერიტორიულ ორგანოებში მუნიციპალიტეტის რწმუნებულის სანოტარო აქტები
- მუხლი 51. სანოტარო მოქმედების რეგისტრაცია
- მუხლი 32. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რწმუნებულის სანოტარო აქტი
- მუხლი 5. სანოტარო მოქმედება
- მუხლი 16. ნოტარიუსის რეგისტრაცია საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში და მის მიერ სანოტარო საქმიანობის დაწყება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 14. ნოტარიუსის ბეჭედი და ხელმოწერა
- მუხლი 15. საჯარო და კერძო აქტები
- მუხლი 16. ნოტარიუსთან გათანაბრებული ცალკეული პირების მიერ სანოტარო მოქმედების შესრულების ზოგადი წესი
- მუხლი 17. სანოტარო მოქმედების შესრულების ფორმალური საფუძვლები
- მუხლი 18. მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით გაცემული/გამოცემული დოკუმენტი
- მუხლი 19. სანოტარო მოქმედების მონაწილის პირადობისა და ქმედუნარიანობის დადგენა
- მუხლი 21. დოკუმენტის შედგენის ფორმალური და ტექნიკური წესები
- მუხლი 22. დანართების ენა
- მუხლი 24. საჯარო და კერძო აქტის ენა
- მუხლი 25. სანოტარო მოქმედებაში არასრულწლოვნის მონაწილეობის ფორმალური პროცედურა. არასრულწლოვნის წარმომადგენელი
- მუხლი 26. მოწმეები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 20, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-20/