1. ნოტარიუსს უნდა ჰქონდეს მხოლოდ ერთი ბეჭედი, რომლის ანაბეჭდის ნიმუში უნდა წარედგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. იგივე წესით წარდგენილ უნდა იქნეს ნოტარიუსის ხელმოწერის ნიმუში. ნოტარიუსის ხელმოწერა და სამსახურებრივი ბეჭდის ანაბეჭდი უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან შესრულდეს შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან ნოტარიუსთა პალატის უფლებამოსილი თანამდებობის პირის თანდასწრებით.
2. ნოტარიუსმა დამატებით, დოკუმენტის გაყალბებისაგან დაცვის მიზნით, შეიძლება გამოიყენოს რელიეფური ბეჭედი (ტვიფრული ბეჭედი), რომლის გამოყენების შესახებ ნოტარიუსი ვალდებულია წინასწარ აცნობოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ორგანოებს. ნოტარიუსი არ ასრულებს სანოტარო მოქმედებას ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პროცედურის შესრულებამდე.
3. აკრძალულია ნოტარიუსის ხელმოწერის დასმა მექანიკური საშუალების გამოყენებით.
4. ნოტარიუსის ბეჭედი უნდა დაისვას შესრულებული სანოტარო მოქმედების დასამოწმებლად. შესრულებულ მოქმედებას ნოტარიუსის ხელმოწერის გარეშე არ აქვს იურიდიული ძალა. ნოტარიუსის ბეჭედი შეიძლება დაისვას აგრეთვე ნოტარიუსის მიერ მომზადებულ სხვა დოკუმენტზე, რომელიც არ არის სანოტარო მოქმედების შესრულების საგანი, მაგრამ დაკავშირებულია სანოტარო საქმიანობასთან (ნოტარიუსის მიმართვა, განცხადება და სხვა).
5. იმ შემთხვევაში, თუ აქტს დასმული აქვს ნოტარიუსის ხელმოწერა და არ აქვს დასმული ბეჭედი, დოკუმენტი უნდა წარედგინოს უფლებამოსილ ნოტარიუსს ბეჭდის დასასმელად. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილია ხარვეზიანი (უბეჭდო) დოკუმენტი, რომლის დედანი არ ინახება არქივში, დოკუმენტის ნამდვილობა დგინდება სასამართლო წესით.
6. თუ იმ დროისათვის ბეჭედი, რომელიც ნოტარიუსს ჰქონდა სანოტარო მოქმედების შესრულების მომენტისთვის, განადგურებულია, მაშინ ნოტარიუსი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად დოკუმენტს დაუსვას ის ბეჭედი, რომელიც აქვს ხარვეზის გამოსწორების მომენტისათვის და ამის შესახებ დოკუმენტზე (ბეჭდის დასმის ადგილზე) გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა.
7. ნოტარიუსი ვალდებულია გულმოდგინედ შეინახოს ბეჭედი. აკრძალულია ბეჭდის გადაცემა სხვა პირისათვის. ბეჭდის დაკარგვის შემთხვევაში ნოტარიუსი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს პოლიციას ქვემდებარეობის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ნოტარიუსთა პალატას. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ვალდებულია ცნობა ბეჭდის დაკარგვის შესახებ გამოაქვეყნოს პრესაში.
8. დაკარგული ბეჭდის სანაცვლოდ ნოტარიუსი ვალდებულია დადგენილი წესით დაამზადოს ბეჭედი, რომელსაც უნდა ჰქონდეს დაკარგული ბეჭდისაგან განმასხვავებელი მცირე დეტალი. ნოტარიუსი უფლებამოსილია ახალი ბეჭედი გამოიყენოს მხოლოდ ბეჭდის ანაბეჭდის ნიმუშების ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პროცედურის შესრულების შემდეგ.
9. ახალი ბეჭდის დამზადების შემდეგ დაკარგული ბეჭდის პოვნის შემთხვევაში ნაპოვნი ბეჭედი უნდა გაიჭრას ორ ნაწილად. ბეჭდის გაჭრილი ნაწილები ინახება საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში. აღწერილი პროცედურის შესახებ უნდა შედგეს ბეჭდის განადგურებისა და შენახვის აქტი, ბეჭდის გაჭრილი ნაწილები უნდა მოთავსდეს კონვერტში და კონვერტი უნდა დაილუქოს, ბეჭდის განადგურებას უნდა ესწრებოდნენ: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები, ნოტარიუსი, რომლის ბეჭედი დაიკარგა, აგრეთვე, ერთი ნოტარიუსი.
10. ნოტარიუსი, რომელსაც შეუჩერდა ან შეუწყდა უფლებამოსილება, ან სხვა პირი, რომლის ფაქტობრივ მფლობელობაშიც აღმოჩნდა ნოტარიუსის ბეჭედი, ვალდებულია ნოტარიუსის ბეჭედი დაუყოვნებლივ ჩააბაროს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. ჩაბარებული ბეჭედი უნდა განადგურდეს ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით.
11. ამ მუხლით დადგენილი წესით უნდა განადგურდეს ის ბეჭედი, რომელიც აღარ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა მიზეზების (ნოტარიუსის გვარის, სახელის, ბიუროს მისამართის შეცვლა და სხვა გარემოებები) გამო.
თავი II
სანოტარო მოქმედებათა შესრულების ზოგადი დებულებებ
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 14. ნოტარიუსის ბეჭედი და ხელმოწერა
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა და ნოტარიუსთა სხვა გაერთიანებები
- მუხლი 26. რეკვიზიტი „ბეჭედი“
- მუხლი 25. რეკვიზიტი ,,ბეჭედი“
- მუხლი 34. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების მოწვევა და გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 15. განცხადება ნოტარიუსად დანიშვნის თაობაზე
- მუხლი 16. ნოტარიუსის რეგისტრაცია საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში და მის მიერ სანოტარო საქმიანობის დაწყება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. ნოტარიუსის ვალდებულებანი
- მუხლი 9. უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე
- მუხლი 10. პროფესიული საიდუმლოება
- მუხლი 11. სანოტარო მოქმედების შესრულების ადგილი
- მუხლი 12. სანოტარო ბიურო
- მუხლი 13. სანოტარო ბიუროს თანამშრომელი
- მუხლი 15. საჯარო და კერძო აქტები
- მუხლი 16. ნოტარიუსთან გათანაბრებული ცალკეული პირების მიერ სანოტარო მოქმედების შესრულების ზოგადი წესი
- მუხლი 17. სანოტარო მოქმედების შესრულების ფორმალური საფუძვლები
- მუხლი 18. მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით გაცემული/გამოცემული დოკუმენტი
- მუხლი 19. სანოტარო მოქმედების მონაწილის პირადობისა და ქმედუნარიანობის დადგენა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 14, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-14/