1. ნოტარიუსს უნდა ჰქონდეს სანოტარო ბიურო, რომელიც მისი სამუშაო ადგილია. სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობას ირჩევს ნოტარიუსი.
2. ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობის, აგრეთვე მისი შეცვლის შესახებ აცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.
3. სანოტარო მოქმედების შესრულება არ არის დამოკიდებული სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობაზე. სანოტარო მომსახურება შეიძლება გაეწიოს ნებისმიერ პირს, მიუხედავად მისი ან/და გარიგების საგნის ადგილსამყოფლისა.
4. სანოტარო ბიურო უნდა იყოს იზოლირებული. სანოტარო ბიურო უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა ჯეროვან მომსახურებას, სანოტარო დოკუმენტების შენახვასა და დაცვას, სანოტარო მოქმედებათა საიდუმლოების დაცვას, დამხმარე პერსონალის განთავსებას. ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო ბიურო აღჭურვოს სანოტარო მოქმედებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებებით (კომპიუტერი, პრინტერი, სკანერი, სატელეფონო და ინტერნეტკავშირი, ვებკამერა და სხვა).
5. ორ ან მეტ ნოტარიუსს უფლება აქვთ შექმნან საერთო სანოტარო ბიურო. საერთო სანოტარო ბიუროს შექმნის შემთხვევაში თითოეული ნოტარიუსი ინდივიდუალურად აგებს პასუხს თავისი საქმიანო-ბისათვის.
6. ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო ბიუროს შესასვლელში გამოსაჩენ ადგილზე გამოაკრას ფირნიში (აბრა). აკრძალულია ნოტარიუსის ფირნიშზე სარეკლამო ინფორმაციის განთავსება. ფირნიშზე შეიძლება გამოსახული იყოს მხოლოდ სანოტარო ბიუროს მისამართი (განთავსების ადგილი), ნოტარიუსის სახელი და გვარი, საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და ნოტარიუსთა პალატის ლოგო.
7. ნოტარიუსთა პალატა უფლებამოსილია სანოტარო ბიუროებისათვის დაადგინოს ერთიანი ნიმუშის სანოტარო ფირნიში
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 12. სანოტარო ბიურო
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 46. სანოტარო მოქმედების შესრულების გადადება და შეჩერება
- მუხლი 16. ნოტარიუსის რეგისტრაცია საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში და მის მიერ სანოტარო საქმიანობის დაწყება
- მუხლი 17. სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერება
- მუხლი 5. სანოტარო მოქმედება
- მუხლი 6. ტერიტორიულ ორგანოებში მუნიციპალიტეტის რწმუნებულის სანოტარო აქტები
- მუხლი 51. სანოტარო მოქმედების რეგისტრაცია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. ნოტარიუსის შენაცვლება
- მუხლი 7. ნოტარიუსის უფლებები
- მუხლი 8. ნოტარიუსის ვალდებულებანი
- მუხლი 9. უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე
- მუხლი 10. პროფესიული საიდუმლოება
- მუხლი 11. სანოტარო მოქმედების შესრულების ადგილი
- მუხლი 13. სანოტარო ბიუროს თანამშრომელი
- მუხლი 14. ნოტარიუსის ბეჭედი და ხელმოწერა
- მუხლი 15. საჯარო და კერძო აქტები
- მუხლი 16. ნოტარიუსთან გათანაბრებული ცალკეული პირების მიერ სანოტარო მოქმედების შესრულების ზოგადი წესი
- მუხლი 17. სანოტარო მოქმედების შესრულების ფორმალური საფუძვლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 12, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-12/