1. ნოტარიუსს უფლება აქვს:
ა) შეასრულოს თავისი ფუნქციები ყოველგვარი ჩარევისა და დაბრკოლების გარეშე;
ბ) გამოითხოვოს და მიიღოს სანოტარო მოქმედების შესასრულებლად აუცილებელი ცნობები და დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
გ) მიიღოს საზღაური სანოტარო მომსახურებისათვის, მათ შორის, აინაზღაუროს სანოტარო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯი, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებით, რაც აუცილებელია თავისი ფუნქციების ეფექტური შესრულებისათვის, ნოტარიუსის ღირსებისა და სანოტარო ბიუროს ხელშეუვალობის დასაცავად.
2. ნოტარიუსს უფლება აქვს, მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან ხელმისწავდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადოს ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მიიღებს ამ დაწესებულების მიერ წარმოებულ ელექტრონული წიგნის, ელექტრონული არქივისა და ელექტრონულ მონაცემთა სხვა სახის ბაზაში შესვლის ინდივიდუალურ ნებართვას.
3. ნოტარიუსი უფლებამოსილია კლიენტის თხოვნით უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განაცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტების ელექტრონული და/ან ქაღალდის ვერსიის სახით წარდგენა შესაბამისი სამსახურისათვის, აგრეთვე სარეგისტრაციო მომსახურება. ეს მომსახურება შედის სანოტარო მომსახურებაში. ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო მომსახურების გაწევისათვის ცალკე საზღაური არ გადაიხდევინება
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 7. ნოტარიუსის უფლებები
თავი I — ზოგადი დებულებანი
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ას-944-2018
…აისახებოდა გარიგებაში. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ გარემოებას ადგილი არ აქვს, რადგან სადავო იპოთეკის ხელშეკრულება სსკ-ის 1198-ე და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 25-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, შეესაბამება მშობლების გარიგებაში მონაწილეობას, მათი კანონისმიერი უფლებამოსილების ფარგლებში. მოსარჩელის მშობლებს დარღვეული აქვთ სსკ-ის…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 1. ნოტარიატი
- მუხლი 21. ნოტარიუსის შრომის ანაზღაურება და სანოტარო ბიუროს ფინანსები
- მუხლი 37. ნოტარიუსის მიერ გადახდევინებული საზღაურის დაბრუნების წესი და მისი პასუხისმგებლობა
- მუხლი 241. ნოტარიუსის მიერ შრომითი ხელშეკრულების დადება
- მუხლი 15. განცხადება ნოტარიუსად დანიშვნის თაობაზე
- მუხლი 10. ზედამხედველობა ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 2. ნოტარიუსი
- მუხლი 3. ნოტარიუსის ფუნქციები
- მუხლი 4. სანოტარო საქმიანობის პრინციპები
- მუხლი 6. ნოტარიუსის შენაცვლება
- მუხლი 8. ნოტარიუსის ვალდებულებანი
- მუხლი 9. უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე
- მუხლი 10. პროფესიული საიდუმლოება
- მუხლი 11. სანოტარო მოქმედების შესრულების ადგილი
- მუხლი 12. სანოტარო ბიურო
- მუხლი 13. სანოტარო ბიუროს თანამშრომელი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 7, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-7/