1. ნოტარიუსს ეკრძალება უსაფუძვლო უარის თქმა სანოტარო მოქმედების შესრულებასა და/ან პროფესიული მომსახურების გაწევაზე.
2. ნოტარიუსი უფლებამოსილია უარი განაცხადოს სანოტარო მომსახურების გაწევაზე მის მიმართ ან სანოტარო ბიუროს სხვა თანამშრომლის მიმართ კლიენტის არაეთიკური დამოკიდებულების გამო.
3. სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის გაცხადებისას, კლიენტის მოთხოვნით, ნოტარიუსი გამოსცემს წერილობით დადგენილებას, რომელშიც მიეთითება:
ა) ნოტარიუსის სახელი და გვარი, სანოტარო ბიუროს მისამართი;
ბ) დადგენილების მიღების თარიღი;
გ) იმ პირის მონაცემები, რომელსაც ეთქვა უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე;
დ) საქმის გარემოებები და სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის საფუძვლები;
ე) გასაჩივრების წესი.
4. დადგენილების გაცემას არ აბრკოლებს სანოტარო მოქმედების მთხოვნელი პირის არაქმედუნარიანობის/შეზღუდულქმედუნარიანობის შესახებ ეჭვის არსებობა.
5. დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ გაიცემა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
6. ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონიერება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სანოტარო ბიუროს ადგილსამყოფლის მიხედვით, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 9. უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 46. სანოტარო მოქმედების შესრულების გადადება და შეჩერება
- მუხლი 6. ტერიტორიულ ორგანოებში მუნიციპალიტეტის რწმუნებულის სანოტარო აქტები
- მუხლი 51. სანოტარო მოქმედების რეგისტრაცია
- მუხლი 5. სანოტარო მოქმედება
- მუხლი 32. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რწმუნებულის სანოტარო აქტი
- მუხლი 52. უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ნოტარიუსი
- მუხლი 3. ნოტარიუსის ფუნქციები
- მუხლი 4. სანოტარო საქმიანობის პრინციპები
- მუხლი 6. ნოტარიუსის შენაცვლება
- მუხლი 7. ნოტარიუსის უფლებები
- მუხლი 8. ნოტარიუსის ვალდებულებანი
- მუხლი 10. პროფესიული საიდუმლოება
- მუხლი 11. სანოტარო მოქმედების შესრულების ადგილი
- მუხლი 12. სანოტარო ბიურო
- მუხლი 13. სანოტარო ბიუროს თანამშრომელი
- მუხლი 14. ნოტარიუსის ბეჭედი და ხელმოწერა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 9, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-9/