1. ნოტარიუსი უფლებამოსილია სამუშაოზე არყოფნის დროისათვის საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან შეთანხმებით დანიშნოს შემცვლელი პირი, რომელიც ნოტარიუსს შეენაცვლება არა უმეტეს 1 წლის ვადით.
2. ნოტარიუსის შემცვლელ პირად (შემდგომში ,ნოტარიუსის შემცვლელი) შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკავალიფიკაციო გამოცდა.
3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აწარმოებს ნოტარიუსის შემცვლელი პირების რეესტრს, სადაც ნოტარიუსის ან ნოტარიუსის შემცვლელის კანდიდატის წერილობითი განცხადების საფუძველზე შეიყვანება ყველა ის პირი, რომლებიც შეიძლება დაინიშნონ ნოტარიუსის შემცვლელად. ნოტარიუსის შემცვლელი ვალდებულია თავისი ხელმოწერის ნიმუში წარუდგინოს ნოტარიუსთა პალატას. რეესტრის წარმოების წესს ადგენს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა.
4. ნოტარიუსი უფლებამოსილია ნოტარიუსთა პალატის თანხმობის გარეშე დადგენილებით თავის შემცვლელად დანიშნოს პირი, რომელიც შეყვანილია ნოტარიუსის შემცვლელი პირების რეესტრში.
5. ნოტარიუსის შემცველის უფლებამოსილების ვადა იწყება დადგენილებაში მითითებული მომენტიდან და წყდება უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე, ან ვადაზე ადრე დადგენილების გაუქმებამდე.
6. ნოტარიუსის შემცვლელის უფლებამოსილების დაწყების მომენტიდან ნოტარიუსს, რომელიც შეცვალა ნოტარიუსის შემცვლელმა, ეკრძალება სანოტარო საქმიანობა.
7. ნოტარიუსის შემცვლელი იყენებს იმ ნოტარიუსის ბეჭედს, რომელსაც იგი ცვლის. ნოტარიუსის შემცვლელი ვალდებულია სანოტარო დოკუმენტებში მიუთითოს, რომ იგი სანოტარო მოქმედებას ასრულებს როგორც კონკრეტული ნოტარიუსის (სახელისა და გვარის მითითებით) შემცვლელი პირი.
8. ნოტარიუსის შემცვლელი შესრულებულ სანოტარო მოქმედებას არეგისტრირებს იმ ნოტარიუსის ელექტრონულ სანოტარო რეესტრში, რომელსაც იგი ცვლის.
9. ნოტარიუსსა და მის შემცვლელს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის ერთი ასლიც წარედგინება ნოტარიუსთა პალატას
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 6. ნოტარიუსის შენაცვლება
თავი I — ზოგადი დებულებანი
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ას-944-2018
…აისახებოდა გარიგებაში. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ გარემოებას ადგილი არ აქვს, რადგან სადავო იპოთეკის ხელშეკრულება სსკ-ის 1198-ე და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 25-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, შეესაბამება მშობლების გარიგებაში მონაწილეობას, მათი კანონისმიერი უფლებამოსილების ფარგლებში. მოსარჩელის მშობლებს დარღვეული აქვთ…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 24. ნოტარიუსის
- მუხლი 34. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების მოწვევა და გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა და ნოტარიუსთა სხვა გაერთიანებები
- მუხლი 30. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
- მუხლი 26. ნოტარიუსის შემცვლელი პირის ქონებრივი პასუხისმგებლობა
- მუხლი 15. განცხადება ნოტარიუსად დანიშვნის თაობაზე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 2. ნოტარიუსი
- მუხლი 3. ნოტარიუსის ფუნქციები
- მუხლი 4. სანოტარო საქმიანობის პრინციპები
- მუხლი 7. ნოტარიუსის უფლებები
- მუხლი 8. ნოტარიუსის ვალდებულებანი
- მუხლი 9. უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე
- მუხლი 10. პროფესიული საიდუმლოება
- მუხლი 11. სანოტარო მოქმედების შესრულების ადგილი
- მუხლი 12. სანოტარო ბიურო
- მუხლი 13. სანოტარო ბიუროს თანამშრომელი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 6, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-6/