1. სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი ვალდებულია იყოს მიუკერძოებელი და:
ა) შეასრულოს თავისი პროფესიული ვალდებულებები საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად;
ბ) დაიცვას ნოტარიუსის პროფესიული ეთიკის წესები;
გ) სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაადგინოს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირის ან მათი წარმომადგენლის ვინაობა, უფლებამოსილება და ქმედუნარიანობა, ნების თავისუფალი გამოვლენის ნამდვილობა, სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს მისი უფლებები და ვალდებულებები, გააფრთხილოს სანოტარო მოქმედების იურიდიული შედეგების შესახებ;
დ) მუდმივად იზრუნოს თავისი პროფესიული მომზადების ხარისხის ასამაღლებლად;
ე) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება;
ვ) არ შეასრულოს სანოტარო მოქმედება, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მორალს და/ან საჯარო წესრიგს;
ზ) დროულად გადაიხადოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელები ნოტარიუსთა პალატაში.
2. ნოტარიუსს ეკრძალება:
ა) შუამავლობა თავის კლიენტებს შორის გარიგების დადებისას და/ან გარანტიის მიცემა ერთ-ერთი მხარისათვის;
ბ) საკუთარი სანოტარო საქმიანობისა და პროფესიული თვისებების რეკლამირება. სანოტარო საქმიანობის რეკლამად არ მიიჩნევა ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით სანოტარო ბიუროს ფირნიშის განთავსება.
3. ნოტარიუსი ვალდებულია შეკითხვის მიღებიდან 10 სამუშაო დღისა ამომწურავი წერილობითი პასუხი გასცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სასამართლოს, ნოტარიუსთა პალატის შეკითხვას და მიაწოდოს მათ აუცილებელი ინფორმაცია
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 8. ნოტარიუსის ვალდებულებანი
თავი I — ზოგადი დებულებანი
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ას-647-647-2018
…მოქმედების იურიდიული შედეგების შესახებ; ნოტარიუსი ვალდებულია არ შეასრულოს სანოტარო მოქმედება, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მორალს და/ან საჯარო წესრიგს-იხ.დასახელებული ინსტრუქციის, შესაბამისად, მე-4 მუხლი, მე-8 მუხლის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტები). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სათანადოდ არ არის დასაბუთებული, თუ როგორ…
- საქმე №330100117001910262
…დადასტურებასა და ითვლებოდა მოხელესთან გათანაბრებულ პირად. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ხოლო „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ მე-8 მუხლის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაადგინოს სანოტარო მოქმედების მონაწილე…
- საქმე №330210018002486516
…და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფლდეს. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316- 317-ე, 408-ე, 992-ე მუხლებით; „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-8, 24-ე მუხლები; 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად,…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 34. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების მოწვევა და გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 1. ნოტარიატი
- მუხლი 4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა და ნოტარიუსთა სხვა გაერთიანებები
- მუხლი 30. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
- მუხლი 33. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის უფლებამოსილებანი
- მუხლი 20. ნოტარიუსის სამსახურებრივი შეუთავსებლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 2. ნოტარიუსი
- მუხლი 3. ნოტარიუსის ფუნქციები
- მუხლი 4. სანოტარო საქმიანობის პრინციპები
- მუხლი 6. ნოტარიუსის შენაცვლება
- მუხლი 7. ნოტარიუსის უფლებები
- მუხლი 9. უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე
- მუხლი 10. პროფესიული საიდუმლოება
- მუხლი 11. სანოტარო მოქმედების შესრულების ადგილი
- მუხლი 12. სანოტარო ბიურო
- მუხლი 13. სანოტარო ბიუროს თანამშრომელი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 8, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-8/