განაჩენი

სისხლის სამართლის 14.05.2019
საქმის ნომერი
330100117001910262
თარიღი
14.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

(--------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

14 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - ლელა შკუბულიანი

სხდომის მდივანი - ნინო დანელია

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - დ----- კ------ე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - გ------- ს---–---–ი, ნ------- ნ----–------ე, ი---- ა------------ე

 

ბრალდებული - გ---- გ-----–--ე, დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ---------------------–---------–------------

 

კვალიფიკაცია/დისპოზიცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

 

ბრალდებული - ნ------- მ------–---–ი, დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-------–-----------------------–-----------------------

კვალიფიკაცია/დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ე.ი. მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2012 წლის 24 ივლისს, კერძო აღმასრულებელმა რ----- ს---––--ემ მიმართა შპს „საქართველოს ექსპერტთა კოლეგიის“ დ------------ - გ---- გ-----–--ეს და სთხოვა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა (შემდეგში - ამხანაგობა) „ნ----–-----------“-ის კუთვნილი უძრავი ქონების საბაზრო-საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა. გ---- გ-----–--ემ არ შეასრულა მისი მოვალეობები, არ შეამოწმა პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია, სამშენებლო სამუშაოების მოცულობა და ღირებულება, დაამზადა ყალბი დოკუმენტი, სადაც მიუთითა, რომ გამოყენებული იქნა შედარების მეთოდი და ქონება შეფასებულ იქნა 320 000 ლარად, მაშინ, როდესაც უძრავი ქონების ღირებულება 874 061,48 ლარი იყო. აღნიშნული ყალბი დოკუმენტის საფუძველზე, უძრავი ქონება აუქციონის მეშვეობით 163 200 ლარად შეიძინა შპს „ა---------------“ ი---------- - ლ----- ა------ემ, რითაც ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის წევრებს მიადგათ მნიშვნელოვანი ზიანი.

 

1.2. 2012 წლის 12 დეკემბრამდე ნ------- მ------–---–ი იკავებდა ნოტარიუსის თანამდებობას, შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებდა სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას, მათ შორის, ახდენდა პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობების დადასტურებასა და ითვლებოდა მოხელესთან გათანაბრებულ პირად. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ხოლო „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ მე-8 მუხლის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაადგინოს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირის ან მათი წარმომადგენლის ვინაობა, უფლებამოსილება და ქმედუნარიანობა, ნების თავისუფალი გამოვლენის ნამდვილობა, სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს მისი უფლებები და ვალდებულებები, გააფრთხილოს სანოტარო მოქმედების იურიდიული შედეგების შესახებ. ამავე ინსტრუქციის მე-15 მუხლის თანახმად, იმ აქტის დასამოწმებლად (გარიგების, მოწმობის და სხვა), რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სანოტარო ფორმის დაცვა, ნოტარიუსი ვალდებულია შეამოწმოს მხარეთა (წარმომადგენელთა) ვინაობა, უფლებამოსილება, ქმედუნარიანობა, ნების გამოვლენის ნამდვილობა და უზრუნველყოს გარიგების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მხარეთა ნების ადეკვატური ასახვა გარიგებაში, მხარეთათვის გარიგების შინაარსისა და სამართლებრივი შედეგების განმარტება. ამავე ინსტრუქციის 45-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სანოტარო აქტის ფორმით გარიგების დამოწმებისას, ამ ინსტრუქციის ზოგადი ნაწილით დადგენილი სავალდებულო პროცედურების გარდა, ნოტარიუსი ვალდებულია გამოითხოვოს ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია, რაც აუცილებელია გარიგების მხარეთა უფლებამოსილების დასადგენად. მიუხედავად აღნიშნული ვალდებულებებისა, ნ------- მ------–---–მა უგულვებელყო ზემოთჩამოთვლილი კანონის მოთხოვნები და თავისი, როგორც ნოტარიუსის სამსახურებრივი უფლებამოსილება გარიგების დადასტურებისას გამოიყენა ბოროტად, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2011 წლის აპრილში, შპს „ა---------------“ დ------------ რ----- კ---------სა და ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის თანათავმჯდომარეს ქ------- კ---–---–---–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შპს „ა--------------“ იღებდა ვალდებულებას ხელშეკრულების ხელმოწერიდან, 2011 წლის 25 აპრილიდან 25 დეკემბრამდე მიეწოდებინა მეტალო პროდუქცია, თუ მყიდველი საქონლის მიწოდებიდან 110 დღის მანძილზე დაფარავდა მის ღირებულებას. ხელშეკრულებით 1 ტონა არმატურის ფასი შეადგენდა 910 აშშ დოლარს, სულ უნდა მიეწოდებინა 436 800 აშშ დოლარის საქონელი. მითითებული ნასყიდობის უზრუნველყოფისათვის, მხარეებს შორის 2011 წლის 13 აპრილს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, შპს „ა---------------“ 2011 წლის 25 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებით, მისაღები ჰქონდა 436 800 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაფარულიყო 2011 წლის 25 დეკემბრამდე. თანხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის მიწის 1582 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მდებარე ქ-------–------------------------------, საკადასტრო კოდით 0----------------, მასზე განთავსებული №------------ შენობა-ნაგებობით. ხელშეკრულების მე-10 პუნქტის თანახმად, „თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში იპოთეკის საგანი პირდაპირ იპოთეკარის საკუთრებაში ვერ გადავიდოდა და ნებისმიერი დავა უნდა გადაწყვეტილიყო მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა წყდებოდა სასამართლო წესით“. იპოთეკის ხელშეკრულება სანოტარო წესით დამოწმებულ იქნა ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ. სანოტარო მოქმედების შესრულებისას, ნოტარიუს ნ------- მ------–---–ისათვის ცნობილი იყო ამხანაგობის წესდების მე-6 მუხლის 6.5 პუნქტის ცვლილებები, რომლის თანახმად, „ამხანაგობის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე წყვეტს ძირითად ორგანიზაციულ-ფინანსურ საკითხებს, ასევე უფლებამოსილია აიღოს კრედიტი და იპოთეკით დატვირთონ ამხანაგობის კუთვნილი ქონება, მხოლოდ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა წერილობითი თანხმობით“. მიუხედავად აღნიშნულისა, ნოტარიუსმა ნ------- მ------–---–მა არ განახორციელა მისთვის კანონით მინიჭებული ვალდებულებები, არამართლზომიერი უპირატესობა მიანიჭა ხელშეკრულების ხელმომწერ პირებს და ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების ნების საწინააღმდეგოდ, იპოთეკით იტვირთა ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის კუთვნილი ქონება. 2012 წლის 22 მაისს, ცვლილება შევიდა 2011 წლის 13 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულებაში, რომელიც ასევე სანოტარო წესით დამოწმებულ იქნა ნოტარიუს ნ-------ი მ------–---–ის მიერ. მან ამჯერადაც არ დაადგინა ამხანაგობის წევრთა ნამდვილი ნება და 436 800 აშშ დოლარის ნაცვლად თანხის ოდენობა გაიზარდა 80 116 აშშ დოლარით (516 916 აშშ დოლარამდე). თანხის გადახდის ვადად განისაზღვრა 2012 წლის 15 ივნისი, ხოლო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილი ხდებოდა ნოტარიუსის მიერ გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოეხდინა მოთხოვნის დაკმაყოფილება. 2012 წლის 5 ივლისს, ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებლო ფურცელი, რის საფუძველზეც ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის კუთვნილი ქონება აუქციონის გზით, 163 200 ლარად შეიძინა შპს „ა---------------“ ი---------- ლ----- ა------ემ, რამაც ამხანაგობის წევრების უფლებებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც გ---- გ-----–--ე უნდა გამართლდეს მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებაში.

 

2.2. 2012 წლის 12 დეკემბრამდე ნ------- მ------–---–ი იკავებდა ნოტარიუსის თანამდებობას, შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებდა სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას, მათ შორის, ახდენდა პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობების დადასტურებასა და ითვლებოდა მოხელესთან გათანაბრებულ პირად. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ხოლო „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ მე-8 მუხლის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაადგინოს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირის ან მათი წარმომადგენლის ვინაობა, უფლებამოსილება და ქმედუნარიანობა, ნების თავისუფალი გამოვლენის ნამდვილობა, სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს მისი უფლებები და ვალდებულებები, გააფრთხილოს სანოტარო მოქმედების იურიდიული შედეგების შესახებ. ამავე ინსტრუქციის მე-15 მუხლის თანახმად, იმ აქტის დასამოწმებლად (გარიგების, მოწმობის და სხვა), რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სანოტარო ფორმის დაცვა, ნოტარიუსი ვალდებულია შეამოწმოს მხარეთა (წარმომადგენელთა) ვინაობა, უფლებამოსილება, ქმედუნარიანობა, ნების გამოვლენის ნამდვილობა და უზრუნველყოს გარიგების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მხარეთა ნების ადეკვატური ასახვა გარიგებაში, მხარეთათვის გარიგების შინაარსისა და სამართლებრივი შედეგების განმარტება. ამავე ინსტრუქციის 45-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სანოტარო აქტის ფორმით გარიგების დამოწმებისას, ამ ინსტრუქციის ზოგადი ნაწილით დადგენილი სავალდებულო პროცედურების გარდა, ნოტარიუსი ვალდებულია გამოითხოვოს ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია, რაც აუცილებელია გარიგების მხარეთა უფლებამოსილების დასადგენად. მიუხედავად აღნიშნული ვალდებულებებისა, ნ------- მ------–---–მა უგულვებელყო ზემოთჩამოთვლილი კანონის მოთხოვნები და გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2011 წლის აპრილში, შპს „ა---------------“ დ------------ რ----- კ---------სა და ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის თანათავმჯდომარეს ქ------- კ---–---–---–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შპს „ა--------------“ იღებდა ვალდებულებას ხელშეკრულების ხელმოწერიდან, 2011 წლის 25 აპრილიდან 25 დეკემბრამდე მიეწოდებინა მეტალო პროდუქცია, თუ მყიდველი საქონლის მიწოდებიდან 110 დღის მანძილზე დაფარავდა მის ღირებულებას. ხელშეკრულებით 1 ტონა არმატურის ფასი შეადგენდა 910 აშშ დოლარს, სულ უნდა მიეწოდებინა 436 800 აშშ დოლარის საქონელი. მითითებული ნასყიდობის უზრუნველყოფისათვის, მხარეებს შორის 2011 წლის 13 აპრილს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, შპს „ა---------------“ 2011 წლის 25 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებით, მისაღები ჰქონდა 436 800 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაფარულიყო 2011 წლის 25 დეკემბრამდე. თანხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის მიწის 1582 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მდებარე ქ-------–------------------------------, საკადასტრო კოდით 0----------------, მასზე განთავსებული №------------ შენობა-ნაგებობით. ხელშეკრულების მე-10 პუნქტის თანახმად, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში იპოთეკის საგანი პირდაპირ იპოთეკარის საკუთრებაში ვერ გადავიდოდა და ნებისმიერი დავა უნდა გადაწყვეტილიყო მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა წყდებოდა სასამართლო წესით. იპოთეკის ხელშეკრულება სანოტარო წესით დამოწმებულ იქნა ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ. სანოტარო მოქმედების შესრულებისას, ნოტარიუს ნ------- მ------–---–ისათვის ცნობილი იყო ამხანაგობის წესდების მე-6 მუხლის 6.5 პუნქტის ცვლილებები, რომლის თანახმად, „ამხანაგობის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე წყვეტს ძირითად ორგანიზაციულ-ფინანსურ საკითხებს, ასევე უფლებამოსილია აიღოს კრედიტი და იპოთეკით დატვირთონ ამხანაგობის კუთვნილი ქონება, მხოლოდ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა წერილობითი თანხმობით“. მიუხედავად აღნიშნულისა, ნოტარიუსმა ნ------- მ------–---–მა არ განახორციელა მისთვის კანონით მინიჭებული ვალდებულებები, გულგრილი დამოკიდებულების გამო არამართლზომიერი უპირატესობა მიანიჭა ხელშეკრულების ხელმომწერ პირებს და ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების ნების საწინააღმდეგოდ, იპოთეკით დატვირთა ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის კუთვნილი ქონება. 2012 წლის 22 მაისს, ცვლილება შევიდა 2011 წლის 13 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულებაში, რომელიც ასევე სანოტარო წესით დამოწმებულ იქნა ნოტარიუს ნ-------ი მ------–---–ის მიერ. მან ამჯერადაც არ დაადგინა ამხანაგობის წევრთა ნამდვილი ნება და 436 800 აშშ დოლარის ნაცვლად თანხის ოდენობა გაიზარდა 80 116 აშშ დოლარით (516 916 აშშ დოლარამდე). თანხის გადახდის ვადად განისაზღვრა 2012 წლის 15 ივნისი, ხოლო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილი ხდებოდა ნოტარიუსის მიერ გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოეხდინა მოთხოვნის დაკმაყოფილება. 2012 წლის 5 ივლისს, ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებლო ფურცელი, რის საფუძველზეც ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის კუთვნილი ქონება აუქციონის გზით, 163 200 ლარად შეიძინა შპს „ა---------------“ ი---------- ლ----- ა------ემ, რამაც ამხანაგობის წევრების უფლებებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

2.3. სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ნ------- მ------–---–ის ქმედება შეაფასა, არა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად, ესე იგი მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, არამედ - მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. შესაბამისად, ნ------- მ------–---–ისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები (მათ შორის ექსპერტიზის დასკვნები), თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, სანდოობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა გ---- გ-----–--ის დამნაშავედ ცნობისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3.2. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ჭ-----------–-------------–----------------------------–- მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე, ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის მიერ შესრულებული სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, მოქმედი ნორმატიული აქტების, სამშენებლო რესურსების ფასების დღგ-სა და ნორმატიული დანარიცხების გათვალისწინებით შეადგენს 657971,48 ლარს.

 

3.3. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ო--------- ჩ------ემ. მანვე დამატებით განმარტა, რომ უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობის) შეფასების დროს გაითვალისწინა მოგებაც.

 

3.4. 3.2. პუნქტში მითითებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა - გ------- გ---------ამ. მანვე დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას მან და ო--------- ჩ------ემ დაითვალეს არა საბაზრო ღირებულება, არამედ შენობა-ნაგებობის აშენების ფასი, რომელიც საბაზრო ღირებულებისგან შეიძლება განსხვავდებოდეს, როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით. საბაზრო ღირებულების განსაზღვრა მისი კომპეტენცია არ არის.

 

3.5. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ჭ-----------–-------------–----------------------------–- (საკადასტრო კოდი 0---------------- მდებარე 1582 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება 2012 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენდა 874 061,48 ლარს.

 

3.6. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ქ------- ც--------ამ. მანვე დამატებით განმარტა, რომ მიწის ნაკვეთის ღირებულების განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა შედარების მეთოდი, რის საფუძველზეც მთლიანი მიწის ნაკვეთის ღირებულებად განისაზღვრა 131 306 აშშ დოლარი (შესაბამისი კურსით 216 090 ლარი). საერთო უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობის) ღირებულების განსაზღვრისთვის, მოწმემ ექსპერტიზის წინაშე წარდგენილი საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი თანხა (საინჟინრო ექსპერტიზა ქ. თბილისში, ჭ-----------–-------------–----------------------------–- არსებული შენობა-ნაგებობის ღირებულებად განსაზღვრავდა 657 971,48 ლარს) და მის მიერ დადგენილი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება დააჯამა. მოწმემ დაადასტურა, რომ არ არსებობს რაიმე საკანონმდებლო აქტი, რომელიც დაადგენდა უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრის წესებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მართალია არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგია, თუმცა მას აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი.

3.7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დგინდება, რომ მშენებარე ობიექტზე ცალკე აღებული რიგელებისა და ფილებისთვის მიტანილი არმატურა, შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა-ღირებულებაში არ ჩაითვლება. მშენებარე ობიექტზე, რიგელებისა და ფილების მოწყობის შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებაში ჩათვლა შესაძლებელია ცალკეული სახეობის სამუშაოს სრული ციკლის (ყალიბების მოწყობა, არმატურის ე.წ. „კარკასების“ ჩადება, ყალიბების მოხსნა) დამთავრების შემდეგ. დანარჩენ შემთხვევაში სამშენებლო ობიექტზე მიტანილი ე.წ. „არმატურა“ განიხილება როგორც მასალა, ისე მაგალითად, როგორც ქვიშა, ცემენტი, აგური, ფიცარი და ა.შ.

 

3.8. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - მ--–---- კ--–------ემ.

 

3.9. ბრალდებულ გ---- გ-----–--ის შეკითხვაზე: „უძრავი ქონების (მშენებარე კორპუსის სარდაფი და პირველი სართული) საბაზრო-საორიენტაციო ღირებულების შედარების მეთოდით დადგენისას, აუცილებელია თუ არა შემოწმდეს ამ ობიექტის საბუღალტრო დოკუმენტაცია და სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, როცა შესაძლებელია ობიექტი იქნეს გამოკვლეული ადგილზე მისვლითა და ფოტოფიქსირებით“, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის გაცემული პასუხით (----------- დგინდება, რომ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა, საბაზრო (გაყიდვების შედარების მიხედვით) მეთოდის გამოყენებით, საბუღალტრო და სამშენებლო სამუშაოების დოკუმენტაციის წარმოდგენას არ საჭიროებს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც საბაზრო მეთოდის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ან/და შეუძლებელია ბაზარზე მსგავსი ტიპის ანალოგების არ არსებობის გამო. ასეთ შემთხვევაში, უძრავი ქონების შეფასებისთვის გამოიყენება ალტერნატიული მეთოდები - დანახარჯების და შემოსავლების მიხედვით მიდგომა, რა დროსაც შესაძლებელია ექსპერტის მიერ მოთხოვნილ იქნას მშენებლობაზე გაწეული ხარჯებისა და სხვა კვლევისათვის საჭირო მასალების წარმოდგენა.

 

3.10. ზემოაღნიშნული წერილის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ჩ--------–მა. მანვე განმარტა, რომ უძრავი ქონების ღირებულების დადგენისას გამოიყენება 3 მეთოდი: დანახარჯების, შემოსავლების და შედარების მეთოდი, რომელთაც აქვთ თანაბარი ძალა.

 

3.11. საშემფასებლო/საექსპერტო შეფასების (----------- დასკვნის თანახმად, შეფასების ობიექტის/ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ჭ-----------–-------------–----------------------------–-, საკადასტრო კოდი 0---------------- საბაზრო ღირებულება 2012 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 194 000 აშშ დოლარს, რაც იმ დროისთვის არსებული კურსის მიხედვით შეადგენს 322 000 ლარს.

 

3.12. ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა აუდიტორ-შემფასებელმა - ბ---- დ--------ემ. მანვე დამატებით განმარტა, რომ უძრავი ქონების ღირებულების დადგენისას გამოიყენება 3 მეთოდი: დანახარჯების, შემოსავლების და შედარების მეთოდი, რომელთაც აქვთ თანაბარი ძალა. შესაფასებელი შენობა/ნაგებობის შეფასებისას მან გამოიყენა დანახარჯების მეთოდი, ხოლოს მიწის ნაკვეთთან მიმართებით - შედარების მეთოდი. დანახარჯების მეთოდით, 1 კვ.მ. უძრავი ქონების ღირებულებამ შეადგინა 80 აშშ დოლარი, ხოლო შედარების მეთოდით მიწის ნაკვეთის ღირებულებამ - 53 აშშ დოლარი. შედარების მეთოდით ქონების შეფასებისთვის მან მოიძია მსგავსი მიწის ნაკვეთი. კითხვაზე - შეიძლება თუ არა ერთი და იგივე უძრავი ქონება სხვადასხვა ექსპერტის მიერ განსხვავებულ ფასად შეფასდეს, მოწმემ დადებითად უპასუხა.

 

3.13. საშემფასებლო ანგარიშის/დასკვნის (----------- თანახმად, შეფასების ობიექტის/ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ჭ-----------–-------------–----------------------------–-, საკადასტრო კოდი 0---------------- საბაზრო ღირებულება 2012 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 206 000 აშშ დოლარს, რაც იმ დროისთვის არსებული კურსის მიხედვით შეადგენს 341 816 ლარს.

 

3.14. ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა აუდიტორ-შემფასებელმა - გ------- ლ-–--ამ. მანვე დამატებით განმარტა, რომ შესაფასებელი შენობა/ნაგებობის შეფასებისას მან გამოიყენა დანახარჯების მეთოდი, ხოლო მიწის ნაკვეთთან მიმართებით - შედარების მეთოდი. შენობა-ნაგებობა ე.წ. „შავი კარკასის“ მდგომარეობაშიც კი არ იყო.

 

3.15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ----- ს---––--ის ჩვენებით დგინდება, რომ 2011 წლიდან სხვადასხვა სტრუქტურებში მუშაობდა კერძო აღმასრულებლის პოზიციაზე. მოწმეს ბრალდებულ გ---- გ-----–--ესთან აკავშირებს საქმიანი ურთიერთობა (გ---- გ-----–--ეს მისი მიმართვის საფუძველზე შემდგენილი აქვს არაერთი ექსპერტიზის დასკვნა), კერძოდ, თითოეული დასკვნის ჩატარებაში გ---- გ-----–--ის ანაზღაურება შეადგენდა 75 ლარს. სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, მოწმემ განმარტა, რომ იგი ბრალდებულთან ერთად მივიდა უძრავი ქონების სანახავად, რა დროსაც გ---- გ-----–--ემ დაასურათა შენობა-ნაგებობა.

 

3.16. შპს „საქართველოს ექსპერთა კოლეგიის“ ექსპერტის (გ---- გ-----–--ის) №--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარდგენილი ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისი, ჭ-----------–-------------–----------------------------–- მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 0---------------- საბაზრო საორიენტაციო ღირებულება 2012 წლის მდგომარეობით შეადგენს 320 000 ლარს.

 

3.17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა გ---- გ-----–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2012 წლის ივლისის ბოლოს, მას, როგორც ექსპერტს უძრავი ქონების შეფასების განსაზღვრისთვის (სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარებისთვის) მიმართა აღმასრულებელმა და გადასცა შესაბამისი დოკუმენტაცია. მისთვის საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება, რომელიც თვისობრივად განსხვავდება სასაქონლო ექსპერტიზისგან, არ დაუვალებიათ. ამის შემდეგ, იგი სწორედ ამ აღმასრულებელთან ერთად წავიდა შესაფასებელი უძრავი ქონების დასათვალიერებლად. ადგილზე მისვლისას მან აიღო ზომები და დაასურათა შემთხვევის ადგილი. იქიდან გამოსულმა კი, რამდენიმე ადამიანს (მათ შორის, მშენებლობაზე მომუშავე მუშას) ჰკითხა აღნიშნული უძრავი ქონების ღირებულების თაობაზე. გარდა აღნიშნულისა, მოწმემ იმავე რაიონში მოიძია ინფორმაცია მსგავსი ტიპის უძრავი ქონების ღირებულების შესახებ. ინფორმაცია ძირითადად ეყრდნობოდა ინტერნეტსივრცესა და ბეჭდურ მედიაში გავრცელებულ მონაცემებს. ამის შემდეგ, შედარების მეთოდით მოახდინა ინფორმაციის შეჯერება და საბოლოოდ, მისი შეფასება ასახა დასკვნაში, რომელიც იმპერატიულ ხასიათს არ ატარებს. მოწმემ დაადასტურა, რომ რაიმე საკანონდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავდა უძრავი ქონების შეფასების წესებს, არც იმ პერიოდში არსებობდა და არც დღეს არსებობს.

 

3.18. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.

 

3.19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

3.20. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა შეფასებისათვის საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილი კუმულაციურად ადგენს სამ გარემოებას, რომლის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. შესაბამისად, მტკიცებულება შესაძლებელია აკმაყოფილებდეს აღნიშნულ ნებისმიერ ორ პირობას, მაგრამ მესამე კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის გამო, არ იქნეს გათვალისწინებული განაჩენის დადგენისას. ამდენად, სასამართლო ერთობლიობაში შეაფასებს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და იმსჯელებს მათი უტყუარობის ხარისხზე.

 

3.21. ბრალდებულ გ---- გ-----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების/უარყოფის მიზნით, მხარეების მიერ წარმოდგენილი ძირითადი მტკიცებულებები არის ექსპერტიზის დასკვნები და ექსპერტთა ჩვენებები, ვინაიდან სწორედ ექსპერტიზის დასკვნაში ყალბი მონაცემების შეტანას ედავება მას ბრალდების მხარე. მოცემულ შემთხვევაში, გ---- გ-----–--ისთვის წარდგენილი ბრალდების დადასტურების/უარყოფის დასადგენად, აუცილებელია პასუხი გაეცეს შემდეგ შეკითხვებს: 1. ექსპერტმა უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს თუ არა შედარების მეთოდით; 2. ექსპერტი შედარების მეთოდის გამოყენებისას ვალდებულია თუ არა იხელმძღვანელოს უძრავი ქონების სამშენებლო სამუშაოების საბუღალტრო დოკუმენტაციით; 3. არსებობს თუ არა რაიმე საკანონმდებლო აქტი, რაც დაარეგულირებდა უძრავი ქონების შეფასების სფეროს.

 

3.22. სასამართლო სხდომაზე დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით დადასტურდა ის ფაქტი, რომ უძრავი ქონების ღირებულების შეფასებისას გამოიყენება სამი მეთოდი: დანახარჯების, შემოსავლების და შედარების მეთოდი. აღნიშნულ მეთოდთაგან უპირეტესობა არცერთ მათგანს ენიჭება, ანუ სამივე მათგანი არის თანაბარი ძალის მქონე დოკუმენტი და ექსპერტს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია აირჩიოს, თუ რომელ მეთოდს გამოიყენებს კვლევისას. შესაბამისად, სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარებისას შედარების მეთოდით ხელმძღვანელობა, წარმოადგენდა გ---- გ-----–--ის დისკრეციას. აღნიშნული მეთოდით ექსპერტიზის ჩატარების შედეგად, მან ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარდგენილი ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ჭ-----------–-------------–-----------------------------–- (საკადასტრო კოდი 0---------------- საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებად დაადგინა 320 000 ლარი.

 

3.23. მეორე კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი დააფიქსირა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დ--------------------------- - გ------- ჩ--------–მა, რომელმაც განმარტა, რომ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა, შედარების მეთოდის გამოყენებით, საბუღალტრო და სამშენებლო სამუშაოების დოკუმენტაციის წარმოდგენას არ საჭიროებს. ამდენად, გ---- გ-----–--ე თავისი კვლევის დროს, ვალდებული არ ყოფილა გამოეთხოვა საბუღალტრო და სამშენებლო სამუშაოების დოკუმენტაცია და მასზე დაყრდნობით ჩაეტარებინა ექსპერტიზის დასკვნა. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა თავის ჩვენებაში დეტალურად აღწერა, თუ რა სახის მოქმედებები განახორციელა საექსპერტო კვლევისთვის (მივიდა საექსპერტო ობიექტის კვლევის ადგილზე, დაასურათა საექსპერტო კვლების ობიექტი, მოიძია ინფორმაცია მსგავსი ტიპის უძრავი ქონების ღირებულების შესახებ და შეადარა აღნიშნული გამოსაკვლევ ობიექტს), ხოლო რაც შეეხება საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარებას, მისთვის დამკვეთს აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება, რომელიც თვისობრივად და არსობრივად განსხვავდება სასაქონლო ექსპერტიზისგან, არ დაუვალებია.

 

3.24. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ არსებობს რაიმე საკანონმდებლო აქტი, რომელიც დაადგენდა უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრის წესებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მართალია არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგია, თუმცა მას აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა არაერთმა ექსპერტმა, მათ შორის თავად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა - ქ------- ც--------ამ, რომლის მიერ შედგენილ სასაქონლო ექსპერტიზასთან შეუთავსებლობას ედავება ბრალდების მხარე გ---- გ-----–--ეს.

 

3.25. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ექსპერტთა ჩვენებებით ნათლად დგინდება, რომ სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარებისას ნივთის ღირებულების აბსოლუტური სიზუსტით დადგენა შეუძლებელია. შეფასების დროს დგინდება ნივთის სავარაუდო ღირებულება. ამ საკითხთან მიმართებით სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოწმე ბ---- დ--------ის ჩვენებაზე, რომელმაც მიუთითა პრაქტიკაში არსებულ შემთხვევებზე, როდესაც ერთი და იგივე ქონება სხვადასხვა ექსპერტის მიერ განსხვავებულ ფასად არის შეფასებული. განსახილველ შემთხვევაში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ექსპერტიზებს შორის სხვაობა განპირობებულია იმით, რომ ლევან სამხარაულის სასაქონლო ექსპერტიზა ნაწილობრივ ემყარებოდა საინჟინრო ექსპერტიზას, რა დროსაც დაითვალეს არა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება (რა კითხვაც იყო გ---- გ-----–--ის წინაშე დასმული), არამედ შენობა-ნაგებობის აშენების ფასი, რომელიც ექსპერტის განმარტებით, საბაზრო ღირებულებისგან შეიძლება განსხვავდებოდეს როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით. ამასთან, აღნიშნულ ფასში შესული იქნა მოგება, რაც თავისთავად კიდევ უფრო უზრდის ფასს ქონებას. ამდენად, იმ ფონზე, რომ საინჟინრო ექსპერტიზის ჩამტარებელმა ექსპერტებმა ცალსახად დადასტურებულად განაცხადეს, რომ მათი კომპეტენცია უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა არ ყოფილა, ხოლო გ---- გ-----–--ეს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სწორედ ნივთის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა ჰქონდა დავალებული, შეუძლებელია ამ ორი ექსპერტიზით დადგენილ შედეგს შორის სხვაობა მიუთითებდეს იმაზე, რომ რომელიმე ექსპერტმა საკუთარ დასკვნაში შეიტანა ყალბი მონაცემი. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ ბრალდებულ გ---- გ-----–--ის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით დადგენილი შედეგის მსგავსი რეზულტატი მიიღეს სხვა დამოუკიდებელმა ექსპერტებმაც. ამასთან, სასამართლოს შეფასებით, საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც, თუნდაც ვარაუდის დონეზე მიუთითებდა გ---- გ-----–--ეზე, როგორც დაინტერესებულ პირზე, რომ მას გააჩნდა რაიმე მიზეზი ან/და საბაბი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა. უფრო მეტიც, საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ დგინდება ბრალდებულ გ---- გ-----–--ის შემხებლობა არც ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის თავმჯდომარესა და წევრებთან და არც შპს „ა---------------“ დირექტორთან ან/და მის იურისტთან - ლ----- ა------ესთან.

 

3.26. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სასამართლოს შეფასებით, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. სასამართლო განმარტავს, რომ საზოგადოების ინტერესში შედის არამხოლოდ მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ ადეკვატური ღონისძიებების გატარება, არამედ უპირველესად, შესაბამის მტკიცებულებათა არ არსებობის ფონზე, პირის მსჯავრდების გამორიცხვა. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების არასაკმარისობის გათვალისწინებით, გამორიცხულია გ---- გ-----–--ის ბრალად წარდგენილი ქმედების დადასტურება.

 

3.27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, გ---- გ-----–--ე უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია

 

3.28. ნ------- მ------–---–ის მიერ განხორციელებული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედების დასადასტურებლად/უარსაყოფად, მხარეებმა სასამართლოს წარმოუდგინეს მოწმეების: გ--–-----------ის, ა--------–--–--ის, ქ------- კ---–---–---–ის, რ----- კ---------ის, ლ----- ა------ის, რ----- ს---––--ის, ნ---------------იას, ლ-–----------ის, ვ--–------ ბ----------ის, თ----- ჭ----–--ის, თ----- მ------–---–ის, ც-–---- ს------–---–ის, შ----- მ-----–-–---–ის, რ--------- მ--–---–---–ის, მ----- ხ----ის, მ-----------–---–ისა და ნ------- მ------–---–ის ჩვენებები; 2011 წლის 5 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება; სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ შეთანხმება; 2011 წლის 13 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულება; 2012 წლის 5 ივლისით დათარიღებული სააღსრულებო ფურცელი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------- გადაწყვეტილება; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------- გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–------------------ განჩინება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–--------–---- გადაწყვეტილება. მხარეთა მიერ საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ბრალდებულ ნ------- მ------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

3.29. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--–-----------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2011 წლის მდგომარეობით იყო ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის თავმჯდომარე, ხოლო ქ------- კ---–---–---–ი (მ------–-) - თანათავმჯდომარე. აღნიშნულ ამხანაგობაში მასთან ერთად გაერთიანებული იყო 7 ადამიანი. 2011 წლის აპრილში, ამხანაგობა „ნ----–-----------“-სა და შპს „ა---------------“ დ------------ - რ----- კ---------ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს „ა--------------“ იღებდა ვალდებულებას სამშენებლო მასალის მიწოდებაზე. ამხანაგობის მხრიდან ხელშეკრულებას მისი მითითებით ხელი მოაწერა ქ------- კ---–---–---–მა, რომელიც რეალურად არ იცნობდა ხელშეკრულების პირობებს. მოწმის განმარტებით, ამის შემდეგ ის და ა--------–--–--ე შეხვდნენ რ----- კ---------ს, რომელმაც შესთავაზა მათ ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის გაკოტრებულად გამოცხადება და ობიექტის გასხვისება, რასაც ნოტარიუსისთან თავად მოაგვარებდა, ხოლო მოწმეს გადაუხდიდა 300 000 აშშ დოლარს და დამატებით მისცემდა 105 კვ.მ. ფართს. ამის შემდეგ, იგი მიდიოდა ნოტარიუსთან და ხელს აწერდა შპს „ა---------------“ იურისტის მიერ შედგენილ საბუთებს. მოწმემ დაადასტურა, რომ სანოტარო მოქმედებებს ისინი ყოველთვის ერთი და იგივე ნოტარიუსისგან - ნ------- მ------–---–ისგან იღებდნენ. ამ უკანასკნელთან იგი რ----- კ---------მა დააკავშირა.

 

3.30. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა--------–--–--ის ჩვენებით დგინდება, რომ ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის მიერ დადებული ყველა ხელშეკრულება სანოტარო წესით ფორმდებოდა ნოტარიუს ნ------- მ------–---–თან. ამასთან, ერთ-ერთი ხელშეკრულება, რომელიც შედგენილ იქნა ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ, ამხანაგობის თავმჯდომარეს ავალდებულებდა ამხანაგობის სხვა წევრების თანხმობის გარეშე, არ გაესხვისებინა ამხანაგობის კუთვნილი ქონება.

 

3.31. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ქ------- კ---–---–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2011 წლის მდგომარეობით იყო ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის თანათავმჯდომარე. მოწმემ რამდენჯერმე მოაწერა ხელი ამხანაგობა „ნ----–-----------“-სა და რ----- კ---------ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, თუმცა ისე, რომ ხელშეკრულების შინაარსს არ გაცნობია და არც ნოტარიუს ნ------- მ------–---–ს განუმარტავს მისთვის რაიმე. მან მ------–----- - გ--–-----------ისგან იცოდა, რომ ხელშეკრულება ეხებოდა სამშენებლო მასალების მიწოდებას.

 

3.32. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ----- კ---------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2011 წელს, მაშინ როდესაც მუშაობდა შპს „ა---------------“ (აღნიშნული კომპანია ახდენდა ე.წ. „არმატურის“ რეალიზაციას) დ--------------, მასთან მივიდნენ ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის დამფუძნებლები - გ--–-----------ე, ა--------–--–--ე და კიდევ რამდენიმე პირი. აღნიშნულმა პირებმა მას უთხრეს, რომ სჭირდებოდათ სამშენებლო მასალა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ იმ მომენტისთვის აშენებული არაფერი იყო, მოწმემ ისინი გაისტუმრა უარით. გარკვეული პერიოდის შემდეგ, კვლავ მივიდნენ ზემოაღნიშნული პირები და მათი მხრიდან დაპირებების მიცემის შემდეგ, 2011 წლის 5 აპრილს გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებას შპს „ა---------------“ მხრიდან ხელს აწერდა თავად, ხოლო ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის მხრიდან - ქ------- კ---–---–---–ი. იქიდან გამომდინარე, რომ ამხანაგობამ დათქმულ ვადაში ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამხანაგობის კუთვნილი ქონება გაიყიდა აუქციონზე.

 

3.33. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ----- ს---––--ის ჩვენებით დგინდება, რომ 2011 წლიდან სხვადასხვა სტრუქტურებში მუშაობდა კერძო აღმასრულებლის პოზიციაზე. მან ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო აღსრულების პროცესი. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, ამხანაგობა „ნ----–-----------“-ს შპს „ა---------------“ სასარგებლოდ ძირითად თანხასთან ერთად გადასახდელი ჰქონდა პირგასამტეხლოც. მოგვიანებით, ამხანაგობა „ნ----–-----------“-ს ქონება გავიდა აუქციონზე, რომელიც შეიძინა ლ----- ა------ემ.

 

3.34. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ----- ა------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2011 წლის მდგომარეობით მუშაობდა შპს „ა--------------ში“. აღნიშნულ კომპანიასა და ამხანაგობა „ნ----–-----------“-ს შორის გაფორმებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ამხანაგობა „ნ----–-----------“-ს შპს „ა---------------გან“ კონტრასიგნაციით შეძენილი ჰქონდა სამშენებლო მასალები, უზრუნველყოფის სახით კი, გაფორმებული იყო იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკის ხელშეკრულებაზე, როგორც მოგვიანებით გ--–-----------ისგან, ა--------–--–--ისგან და მათი ადვოკატისგან შეიტყო, აუცილებელი იყო ამხანაგობის სხვა წევრების წერილობითი თანხმობაც. მოწმემ დაადასტურა, რომ ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აუქციონის გზით შეიძინა ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის კუთვნილი ქონება.

 

3.35. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ---------------იას, ლ-–----------ის, ვ--–------ ბ----------ის, თ----- ჭ----–--ის, თ----- მ------–---–ის, ც-–---- ს------–---–ის, შ----- მ-----–-–---–ის, რ--------- მ--–---–---–ის, მ----- ხ----ის და მ-----------–---–ის ჩვენებებით დგინდება, რომ ამხანაგობა „ნ----–-----------“-ში გარკვეული ფულადი თანხის/უძრავი ქონების სანაცვლოდ ფლობდნენ მშენებარე ბინას. მიუხედავად მათი მხრიდან ნაკისრი ვალდებულის პირნათლად შესრულებისა, კუთვნილი ქონება არ გადასცემიათ. მათ მოგვიანებით შეიტყვეს, რომ ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის კუთვნილი ქონება აუქციონის მეშვეობით შეიძინა ლ----- ა------ემ, მიუხედავად იმისა, რომ მათსა და ამხანაგობას შორის დადებული ხელშეკრულება, ამხანაგობის წევრთა წერილობითი თანხმობის არ არსებობის შემთხვევაში (რასაც რეალურად ჰქონდა ადგილი), ასეთ გარიგებას გამორიცხავდა.

 

3.36. 2011 წლის 5 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ შპს „ა---------------“ დ------------ რ----- კ---------სა და ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის თანათავმჯდომარეს ქ------- კ---–---–---–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შპს „ა--------------“ იღებდა ვალდებულებას ხელშეკრულების ხელმოწერიდან, 2011 წლის 25 აპრილიდან 25 დეკემბრამდე მიეწოდებინა მეტალო პროდუქცია, თუ მყიდველი საქონლის მიწოდებიდან 110 დღის მანძილზე დაფარავდა მის ღირებულებას. ხელშეკრულებით 1 ტონა ე.წ. „არმატურის“ ფასი შეადგენდა 910 აშშ დოლარს, სულ უნდა მიეწოდებინა 436 800 აშშ დოლარის სამშენებლო მასალა. ხელშეკრულების მე-10 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა უნდა გადაწყვეტილიყო მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა წყდებოდა სასამართლო წესით.

 

3.37. სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ შეთანხმების 6.5 პუნქტის თანახმად, „ამხანაგობის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე წყვეტს ძირითად ორგანიზაციულ-ფინანსურ საკითხებს, ასევე უფლებამოსილია აიღოს კრედიტი და იპოთეკით დატვირთონ ამხანაგობის კუთვნილი ქონება, მხოლოდ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა წერილობითი თანხმობით“.

 

3.38. 2011 წლის 13 აპრილს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ა---------------“ 2011 წლის 25 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებით, მისაღები ჰქონდა 436 800 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაფარულიყო 2011 წლის 25 დეკემბრამდე. თანხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის მიწის 1582 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მდებარე ქ-------–------------------------------, საკადასტრო კოდით 0----------------, მასზე განთავსებული №------------ შენობა-ნაგებობით. ხელშეკრულების მე-10 პუნქტის თანახმად, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში იპოთეკის საგანი პირდაპირ იპოთეკარის საკუთრებაში ვერ გადავიდოდა და ნებისმიერი დავა უნდა გადაწყვეტილიყო მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა წყდებოდა სასამართლო წესით. იპოთეკის ხელშეკრულება სანოტარო წესით დამოწმებულ იქნა ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ.

 

3.39. 2012 წლის 22 მაისს ცვლილების თანახმად, 2011 წლის 13 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომელიც ასევე სანოტარო წესით დამოწმებულ იქნა ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ. ცვლილების მიხედვით 436 800 აშშ დოლარის ნაცვლად, თანხის ოდენობა გაიზარდა 516 916 აშშ დოლარამდე. თანხის გადახდის ვადად განისაზღვრა 2012 წლის 15 ივნისი, ხოლო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილი ხდებოდა ნოტარიუსის მიერ გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოეხდინა მოთხოვნის დაკმაყოფილება. ნოტარიუსმა ნ------- მ------–---–მა აღნიშნული ცვლილების განხორციელებისას არ დაადგინა ამხანაგობის წევრთა ნამდვილი ნება.

 

3.40. 2012 წლის 5 ივლისს, ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებლო ფურცელი, რის საფუძველზეც ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის კუთვნილი ქონება აუქციონის გზით, 163 200 ლარად შეიძინა შპს „ა---------------“ ი---------- ლ----- ა------ემ.

 

3.41. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------- გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: თ----–--–--ის, რ--------- მ--–---–---–ის და შ----- მ-----–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა (2011 წლის 13 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულების, 2012 წლის 22 მაისის იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების ან/და დამატების შეტანის ხელშეკრულების და ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე) არ დაკმაყოფილდა.

 

3.42. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------- გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------- გადაწყვეტილება. მოსარჩელეების: თ----–--–--ის, რ--------- მ--–---–---–ის და შ----- მ-----–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი შპს „ა---------------ა“ და ამხანაგობა „ნ----–-----------“-ს შორის 2011 წლის 13 აპრილს დადებული იპოთეკის (დამოწმებული ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ) ხელშეკრულება და მასში ცვლილებების ან/და დამატების შეტანის შესახებ 2012 წლის 22 მაისის ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ), აგრეთვე ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი. სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი მსჯელობის საფუძველზე, რომელიც ძირითადად ეყრდნობოდა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას - ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან, - მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში განმსაზღვრელი იყო არა იმ ვალდებულების ხასიათი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, არამედ, თავად იპოთეკის ხელშეკრულების დადებაზე ამხანაგობის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხი. ხელშეკრულების 6.5. პუნქტში ასეთი შინაარსის დათქმა: „აიღოს კრედიტი და იპოთეკით დატვირთონ ამხანაგობის კუთვნილი ქონება, მხოლოდ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა წერილობითი თანხმობით“ მიუთითებს ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების მიზანზე - დაცული ყოფილიყო მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების წერილობითი თანხმობის გარეშე არ მომხდარიყო აღნიშნული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა).

 

3.43. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–------------------ განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------- გადაწყვეტილებაზე, ნ------- მ------–---–ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

 

3.44. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–--------–---- გადაწყვეტილებით, ნ------- მ------–---–ის საკასაციო საჩივარი ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატამ ყოველგვარი შეფასების გარეშე დატოვა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით იპოთეკის ხელშეკრულების მართლწინააღმდეგობრიობის ფაქტის დადგენა.

 

3.45. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ნ------- მ------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ამხანაგობა „ნ----–-----------“-სთან თანამშრომლობდა 2007 წლიდან. იგი, როგორც ნოტარიუსი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ემსახურებოდა ამხანაგობის წევრებს. მოწმემ დაადასტურა, რომ შპს „ა---------------ა“ და „ნ----–-----------“-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, მას დაავალეს იპოთეკის ხელშეკრულების შედგენა, რომლის თანახმად, თანხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით. მოგვიანებით, იპოთეკის ხელშეკრულებაში მის მიერ შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, „ამხანაგობის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე წყვეტს ძირითად ორგანიზაციულ-ფინანსურ საკითხებს, ასევე უფლებამოსილია აიღოს კრედიტი და იპოთეკით დატვირთონ ამხანაგობის კუთვნილი ქონება, მხოლოდ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა წერილობითი თანხმობით“. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ჩანაწერი ატარებს კუმულაციურ ხასიათს, შესაბამისად, ამხანაგობის ყველა წევრის წერილობითი თანხმობა მხოლოდ კრედიტის აღების დროს ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში იყო საჭირო. ცვლილების ჩანაწერი ემსახურებოდა იმას, რომ ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ ბანკიდან კრედიტის აღების შემთხვევაში, ამხანაგობის წევრებს ჰქონოდათ ინფორმაცია ამის შესახებ. აღნიშნული ცვლილების თანახმად, ნოტარიუსი უფლებამოსილი ხდებოდა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამოეწერა სააღსრულებო ფურცელი, რაც რეალურად გააკეთა კიდეც. მის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე შპს „ა--------------მ“ ამხანაგობა „ნ----–-----------“-ს დაუყადაღა მთელი ქონება.

 

3.46. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-----------------–----–------------------–--------------- 2012 წლის 13 დეკემბრის №----- წერილით დგინდება, რომ დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილებით დადასტურდა ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტის ჩადენა, რის საფუძველზეც იგი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 12 დეკემბრის №--- ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, შეუწყდა ნოტარიუსის უფლებამოსილება და ამოირიცხა საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრიდან.

 

3.47. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. აღნიშნული სტანდარტი გამორიცხავს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

3.48. სასამართლომ იხელმძღვანელა აღნიშნული სტანდარტის შესაბამისად, შეაფასა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ნ------- მ------–---–ის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ნიშნები, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3.49. მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნოტარიუსმა ნ------- მ------–---–მა, რომელიც ითვლებოდა მოხელესთან გათანაბრებულ პირად, 2011 წლის 13 აპრილს შეადგინა და სანოტარო წესით შპს „ა---------------“ სასარგებლოდ დაამოწმა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ამხანაგობა „ნ----–-----------“, მანამდე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევის შედეგად, ნაკირსი ვალდებულის შესრულებას უზრუნველყოფდა ამხანაგობის კუთვნილი ქონებით. არც აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულების შემდეგ განხორციელებულ სამართლებრივ პროცედურებს უარყოფს დაცვის მხარე. სადავო საკითხს წარმოადგენს, ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის წესდების მე-6 მუხლის 6.5. პუნქტის ჩანაწერი: „ამხანაგობის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე წყვეტს ძირითად ორგანიზაციულ-ფინანსურ საკითხებს, ასევე უფლებამოსილია აიღოს კრედიტი და იპოთეკით დატვირთონ ამხანაგობის კუთვნილი ქონება, მხოლოდ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა წერილობითი თანხმობით“.

 

3.50. ბრალდების მხარის განმარტებით, ჩანაწერი - „...აიღოს კრედიტი და იპოთეკით დატვირთონ ამხანაგობის კუთვნილი ქონება, მხოლოდ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა წერილობითი თანხმობით“, ამხანაგობის წევრთა წერილობით თანხმობას გულისხმობს, როგორც კრედიტის აღების დროს, ისე ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში. ბრალდების მხარისგან განსხვავებით, დაცვის მხარე აცხადებდა, რომ ამხანაგობის წესდების 6.5. პუნქტის ჩანაწერი ატარებდა კუმულაციურ ხასიათს, შესაბამისად, ამხანაგობის ყველა წევრის წერილობითი თანხმობა მხოლოდ კრედიტის აღების დროს ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში იყო საჭირო.

 

3.51. საკითხის - ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის წესდების 6.5. პუნქტის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკის ხელშეკრულების დადება, საჭიროებდა თუ არა ამხანაგობის ყველა წევრის წერილობით თანხმობას - შეფასებისას, სასამართლო მიმოიხილავს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს: სასამართლო სხდომაზე დაკითხული ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის ყველა წევრი ხაზგასმით აცხადებდა, რომ ამხანაგობის წესდების თანახმად, გამორიცხული იყო მათი თანხმობის არ არსებობის შემთხვევაში, ამხანაგობის კუთვნილი ქონების გასხვისება. ანალოგიურად განაცხადა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა--------–--–--ემ, აგრეთვე შპს „ა---------------“ ი----------, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ფლობდა გ--–-----------ისგან, ა--------–--–--ისგან და მათი ადვოკატისგან.

 

3.52. სადავო საკითხის შეფასებისას სასამართლოსთვის ასევე მნიშვნელოვანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------- კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი შპს „ა---------------ა“ და ამხანაგობა „ნ----–-----------“-ს შორის 2011 წლის 13 აპრილს დადებული იპოთეკის (დამოწმებული ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ) ხელშეკრულება და მასში ცვლილებების ან/და დამატების შეტანის შესახებ 2012 წლის 22 მაისის ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ), აგრეთვე ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი. სააპელაციო სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ პირის (მოცემულ შემთხვევაში ამხანაგობის წევრევის) მიერ გამოხატული ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში განმსაზღვრელი იყო არა იმ ვალდებულების ხასიათი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, არამედ, თავად იპოთეკის ხელშეკრულების დადებაზე ამხანაგობის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხი. ხელშეკრულების 6.5. პუნქტში ასეთი შინაარსის დათქმა: „აიღოს კრედიტი და იპოთეკით დატვირთონ ამხანაგობის კუთვნილი ქონება, მხოლოდ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა წერილობითი თანხმობით“ მიუთითებს ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების მიზანზე - დაცული ყოფილიყო მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების წერილობითი თანხმობის გარეშე არ მომხდარიყო აღნიშნული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა).

 

3.53. სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ ხელშეკრულების სადავო ჩანაწერის განმარტება იმდაგვარად, რომ ამხანაგობის წევრების თანხმობა საჭირო იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა ხდებოდა კრედიტის უზრუნველსაყოფად, ხოლო სხვა ვალდებულების უზრუნველყოფა იპოთეკით მათი თანხმობის გარეშეც შეიძლებოდა მომხდარიყო, არ გამომდინარეობს არც დათქმის ტექსტიდან და არც გონივრული განსჯის შედეგია. შეთანხმების ზემოაღნიშნული წინადადების გრამატიკული განმარტება არ იძლევა ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს. კრედიტი შეიძლება აღებული იქნეს უზრუნველყოფის (იპოთეკის) გარეშეც. ამასთან, იპოთეკით შეიძლება უზრუნველყოფილი იქნეს სხვა ვალდებულებაც, გარდა საკრედიტო დავალიანებისა. აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამხანაგობის წევრებმა შეიტანეს რა მითითებული დათქმა შეთანხმებაში, შეზღუდეს წარმომადგენლების უფლებები როგორც ნებისმიერი ოდენობის კრედიტის აღებაზე, ისე ნებისმიერი ვალდებულების (და არა მხოლოდ საკრედიტო) უზრუნველყოფის მიზნით მათი კუთვნილი ქონების იპოთეკით დატვირთვაზე, რაც გააერთიანეს ერთ წინადადებაში. ამდენად, როგორც იპოთეკის ხელშეკრულება, ისე ამ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ხელშეკრულების დადება საჭიროებდა ამხანაგობის წევრების წერილობით თანხმობას, რომელიც ნოტარიუს ნ------- მ------–---–ს არ მოუთხოვია.

 

3.54. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების 6.5. პუნქტში არსებული დათქმა: „აიღოს კრედიტი და იპოთეკით დატვირთონ ამხანაგობის კუთვნილი ქონება, მხოლოდ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა წერილობითი თანხმობით“ ნოტარიუსს ავალდებულებდა, რომ ამხანაგობის წევრთა წერილობით თანხმობა მოეთხოვა, როგორც კრედიტის აღების, ისე ქონების იპოთეკით დატვირთვის დროს, მათ შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დროსაც. რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–--------–---- გადაწყვეტილებას, აღნიშნული ეხებოდა ნ------- მ------–---–ის ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებას. შესაბამისად, საკითხი - იპოთეკის ხელშეკრულების მართლწინააღმდეგობრიობის ფაქტის დადგენის თაობაზე, საკასაციო პალატამ ყოველგვარი შეფასების გარეშე დატოვა.

 

3.55. საგულისხმოა ისიც, რომ მიუხედავად აღნიშნულისა, 2012 წლის 22 მაისს ცვლილება შევიდა 2011 წლის 13 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულებაში, რომელიც ასევე სანოტარო წესით დამოწმებულ იქნა ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ. ცვლილების მიხედვით 436 800 აშშ დოლარის ნაცვლად, თანხის ოდენობა გაიზარდა 516 916 აშშ დოლარამდე. თანხის გადახდის ვადად განისაზღვრა 2012 წლის 15 ივნისი, ხოლო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილი ხდებოდა ნოტარიუსის მიერ გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოეხდინა მოთხოვნის დაკმაყოფილება. ნოტარიუსმა ნ------- მ------–---–მა აღნიშნული ცვლილების განხორციელებისას არ დაადგინა ამხანაგობის წევრთა ნამდვილი ნება. 2012 წლის 5 ივლისს ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებლო ფურცელი, რის საფუძველზეც ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის კუთვნილი ქონება აუქციონის გზით, 163 200 ლარად შეიძინა შპს „ა---------------“ ი---------- ლ----- ა------ემ.

 

3.56. საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარე აპელირებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-----------------–----–------------------–--------------- 2012 წლის 13 დეკემბრის №----- წერილზე, რომლის თანახმადაც დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილებით ნოტარიუსი ნ------- მ------–---–ი დისციპლინური გადაცდომის ფაქტის ჩადენის გამო გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და განმარტავდა, რომ ამ ფაქტის შემდეგ ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა გამოიწვევდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით (შემდეგში - ევროპული კონვენცია) გარანტირებული უფლების - ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის დარღვევას.

 

3.57. ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დაუშვებელია სისხლის სამართლის წესით პირის ხელმეორედ გასამართლება ან დასჯა ერთი და იმავე სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც ის ერთხელ უკვე საბოლოოდ იქნა გამართლებული ან მსჯავრდებული ამ სახელმწიფოს კანონმდებლობისა და სისხლის სამართლის პროცესის შესაბამისად. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დანაწესი ვრცელდება მხოლოდ გასამართლებასა და მსჯავრდებაზე სისხლის სამართალწარმოებაში, რაც არ გამორიცხავს, რომ პირი ერთი და იმავე ქმედებისათვის დაექვემდებაროს როგორც სხვადასხვა ხასიათის ზემოქმედებას (მაგალითად, თანამდებობის პირის შემთხვევაში დისციპლინურ დევნას), ისე სისხლისსამართლებრივ ზემოქმედებას.

 

3.58. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდეგში - ევროპული სასამართლო) მიერ განმტკიცებულ მოსაზრებას, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003, № 37801/97, §34; ასევე Van De Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19/04/1994, §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93, 29/05/1997, §43). შესაბამისად, სასამართლომ მიმოიხილა დაცვის მხარის ძირითადი არგუმენტები და განმარტა მათი გაუზიარებლობის საფუძვლები.

 

3.59. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნ------- მ------–---–მა, ევალებოდა რა იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას მოეთხოვა ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის ყველა წევრის წერილობითი თანხმობა, გულგრილი დამოკიდებულების გამო, არამართლზომიერი უპირატესობა მიანიჭა ხელშეკრულების ხელმომწერ პირებს და ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების ნების საწინააღმდეგოდ, იპოთეკით დატვირთა ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის კუთვნილი ქონება, რაც მოგვიანებით, მის მიერვე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, გაიყიდა აუქციონზე.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. განსახილველი დანაშაულის საშიშროება განპირობებულია იმით, რომ მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი განზრახ ახორციელებს ისეთ მოქმედებას, რომელიც აშკარად სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს და იწვევს მოქალაქეთა უფლების, საზოგადოების და სახელმწიფო ინტერესების არსებით დარღვევას. აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სახესხვაობას. მათ შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დროს მოხელე/მოხელესთან გათანაბრებული პირი უკანონოდ საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ იყენებს მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისას კი, მისი მოქმედება სცილდება სამსახურებრივ უფლებამოსილებას. დანაშაულის საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის აუცილებელია სათანადო მოტივის და მიზნის არსებობა, მაშინ, როდესაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისას, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი არ წარმოადგენს ამ დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს და არსებით ზეგავლენას არ ახდენს ქმედების კვალიფიკაციაზე.

 

4.2. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების სუბიექტური მხარე ხასიათდება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით, რამდენადაც მოხელეს გაცნობიერებული აქვს როგორც მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ისე მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა ან გარდუვალობა და სურს მისი დადგომა ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა ან საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერ ინტერესების არსებითი დარღვევის სახით; ან თუმცა არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას.

 

4.3. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების შედეგად არ გამოკვეთილა ნ------- მ------–---–ის მხრიდან დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, რაც გამორიცხავს მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით კვალიფიკაციას. მიზნის (თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღება) არ არსებობა, თავის მხრივ გამორიცხავს ნ------- მ------–---–ის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას პირდაპირი განზრახვით მოქმედებას. სასამართლო განმარტავს, რომ იმ ფონზე, როდესაც ნ------- მ------–---–ისთვის ცნობილი იყო ამხანაგობის წესდების 6.5. პუნქტის მოთხოვნა, შეუძლებელია მას გაცნობიერებული არ ჰქონოდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და არ გაეთვალისწინებინა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ მას არ სურდა მისი ქმედების შედეგად გამოწვეული შედეგი, მაგრამ გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. ნიშანდობლივია, რომ საკითხისადმი ნ------- მ------–---–ის გულგრილი დამოკიდებულების გამო, არამართლზომიერი უპირატესობით ისარგებლეს ხელშეკრულების ხელმომწერმა მხარეებმა და ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების ნების საწინააღმდეგოდ, იპოთეკით დაიტვირთა ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის კუთვნილი ქონება, რამაც აღნიშნული პირებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

4.4. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, ნ------- მ------–---–ისთვის წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.

 

5.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც სასჯელი უნდა დაენიშნოს ნ------- მ------–---–ს მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულების პიროვნება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ------- მ------–---–ისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება ალტერნატივის სახით ითვალისწინებს რამდენიმე სასჯელს, სასამართლო თავის დისკრეციის ფარგლებში განსაზღვრას, თუ რა სახის სასჯელის სახისა და ზომის გამოყენება უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

5.4. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სამართლიანობის, პროპორციულობის და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, ითვალისწინებს ნ------- მ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, დამდგარ შედეგს, აგრეთვე მის პიროვნებას.

 

5.5. სასამართლო 5.4. პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით თანაზომიერ და პროპორციულ სასჯელად მოიაზრებს ჯარიმას, მინიმალური ოდენობის ზედა ზღვრის ფარგლებში. ამასთან, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას აუცილებლად მიიჩნევს ნ------- მ------–---–ის დამატებით სასჯელად განუსაზღვროს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით.

 

5.6. სასამართლო საბოლოო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს 2----–-–----------------- „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონს, ვინაიდან, აღნიშნული კანონის 21-ე მუხლის თანახმად, კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩაიდინა. მითითებული კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, ნ------- მ------–---–ს ნოტარისუსის თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა უნდა შეუმცირდეს ¼-ით. რაც შეეხება ძირითად სასჯელს - ჯარიმას, 2----–-–----------------- „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, აღნიშნული კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმაზე. შესაბამისად, სასამართლო დანიშნულ ძირითად სასჯელს ტოვებს უცვლელად.

 

6. ყადაღის საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2----–-–--------------–-- განჩინებით გ---- გ-----–--ის მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული 5 000 (ხუთი ათასი) ლარის სანაცვლოდ, გ---- გ-----–--ის (პირადი №-----------) კუთვნილი უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილზე (მდებარე: თ--------–----------–-----–-------–-- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი 3----------- და სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი 3-----------) დადებული ყადაღა.

 

6.2. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2----–-–--------------–-- განჩინებით ნ------- მ------–---–ის მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული 5 000 (ხუთი ათასი) ლარის სანაცვლოდ, მ------ ჭ---------ას (დაბადებული: 1--------- წელს, პირადი №-----------) კუთვნილი უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილზე (მდებარე: ქ-------–--------------------------–-–-–-–---–------------------------ საკადასტრო კოდი 0----------------------) დადებული ყადაღა.

 

6.3. ვინაიდან სისხლის სამართლის №------------ საქმე გ---- გ-----–--ის და ნ------- მ------–---–ის მიმართ, გამოყოფილია სისხლის სამართლის №------------ საქმიდან, სასამართლო აღარ იმსჯელებს 2----–-–---------------ს განჩინებით ლ----- ა------ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ-------–-----------------–-- ქუჩა (ყოფილი ხ----–-–-----------) №--- ზ------------ ქუჩა №--- (ნაკვეთი №-------- საკადასტრო კოდი: 0------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დადებული ყადაღის გაუქმების შესახებ, ვინაიდან სისხლის სამართლის №------------ საქმეზე დღეის მდგომარეობით შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

 

7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

7.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ, 6 (ექვსი) ცალი დისკი, შენახულ უნდა იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ---- გ-----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ---- გ-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2----–-–--------------–-- განჩინებით გ---- გ-----–--ის მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული 5 000 (ხუთი ათასი) ლარის სანაცვლოდ, გ---- გ-----–--ის (პირადი №-----------) კუთვნილი უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილზე (მდებარე: თ--------–----------–-----–-------–-- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი 3----------- და სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი 3-----------) დადებული ყადაღა.

 

ნ------- მ------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ნ------- მ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ნ------- მ------–---–ს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვროს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით. 2----–-–----------------- „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ნ------- მ------–---–ს დანიშნული დამატებითი სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ, დამატებით სასჯელად განესაზღვროს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ნ------- მ------–---–ის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

არასაპატიმრო დამატებითი სასჯელის აღსრულებაზე კონტროლი, განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მსჯავრდებულ ნ------- მ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2----–-–--------------–-- განჩინებით ნ------- მ------–---–ის მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული 5 000 (ხუთი ათასი) ლარის სანაცვლოდ, მ------ ჭ---------ას (დაბადებული: 1--------- წელს, პირადი №-----------) კუთვნილი უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილზე (მდებარე: ქ-------–--------------------------–-–-–-–---–------------------------ საკადასტრო კოდი 0----------------------) დადებული ყადაღა.

 

ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი 6 (ექვსი) ცალი დისკი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლელა შკუბულიანი