1. რეკვიზიტი „ბეჭედი“ დაიტანება შემდეგ დოკუმენტებზე:

ა) საკრებულოს სამართლებრივ აქტებზე;

ბ) სამივლინებო ფურცლებზე;

გ) საფინანსო დოკუმენტებზე;

დ) ოქმებზე

ე) ცნობებზე

ვ) მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ შეთანხმებებზე (გარიგებებზე).

2.   ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამოიყენება „საკრებულოს ბეჭედი“

3. საკრებულოს ბეჭედზე ამოიტვიფრება: „საქართველო ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო“ და საიდენტიფიკაციო კოდი თვითმმართველი ერთეულის.

4. ბეჭდის გამოყენებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ვინაობა და ბეჭდის გამოყენების წესი განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.

5.  ბეჭდის ანაბეჭდი დოკუმენტს დაესმება იმგვარად, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერის თანამდებობის და ხელმოწერის ნაწილი.

6.  ელექტრონულ დოკუმენტებზე ბეჭდის ანალოგს წარმოადგენს ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერა.დამტკიცება ხორციელდება საოფისე პროგრამების მეშვეობი