1. რეკვიზიტი „რეზოლუცია“ დაიტანება შემოსულ და შიდა სამსახურეობრივ შესასრულებელ დოკუმენტებზე და აღნიშნავს ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში უფლებამოსილი თანამდებობის პირის დავალებას დოკუმენტის შესრულებაზე.
2. ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე რეზოლუცია ხელნაწერის სახით დაიტანება დოკუმენტის ზედა მარცხენა კუთხეში ან რეზოლუციით ფურცლის სახით დაერთვის ძირითად დოკუმენტს. რეზოლუცია უდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) დოკუმენტის შემსრულებლის სახელი და გვარი;
ბ) დავალების შინაარსი (თუ დავალება სტანდარტულ პროცედურას გულისხმობს, კეთდება წარწერა „შესასრულებლად“);
გ) დავალების შერულების ვადა;
დ) ხელმძღვანელის პირადი ხელმოწერა და თარიღი.
3. ელექტრონულ დოკუმენტებზე რეკვიზიტი „რეზოლუცია“ სრულდება საოფისე პროგრამის მეშვეობი