1. მოწმეთა დასწრება სავალდებულოა, თუ მოწმდება აქტი, რომლის ერთ-ერთი მონაწილე არის ყრუ-მუნჯი, ყრუ, უსინათლო, წერა-კითხვის არმცოდნე;
2. მოწმეთა დასწრება სავალდებულოა აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
3. მოწმეთა დასწრება სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ მოწმეთა დასწრებას მოითხოვს ნოტარიუსი ან სანოტარო აქტის რომელიმე მონაწილე. იმ შემთხვევაში, თუ სანოტარო მოქმედება სრულდება მოწმის მონაწილეობით ისე, რომ კანონმდებლობით არ არის დადგენილი მოწმის მონაწილეობის ვალდებულება, ნოტარიუსი ვალდებულია, დოკუმენტში მიუთითოს, ვისი მოთხოვნით ესწრება მოწმე სანოტარო მოქმედებას.
4. მოწმე უნდა იყოს სრულწლოვანი და ქმედობაუნარიანი პირი.
5. მოწმე უნდა იყოს წერა-კითხვის მცოდნე.
6. მოწმეს არ უნდა ჰქონდეს შეზღუდული სამოქალაქო ქმედობაუნარიანობა და სანოტარო მოქმედებით არ უნდა იღებდეს სარგებელს პირდაპირი ან არაპირდაპირი სახით.
7. მოწმე არ შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილე რომელიმე მხარისა და/ან ნოტარიუსის ნათესავი აღმავალი და დამავალი ხაზით მესამე რიგის ჩათვლით.
8. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. სანოტარო მოქმედების შესრულებას მოწმეები უნდა ესწრებოდნენ ნოტარიუსის მიერ დოკუმენტის წაკითხვის დაწყებიდან მაინც სანოტარო მოქმედების სრულად დასრულებამდე.
9. ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილე (მოწმის ჩათვლით) გააფრთხილოს მოწმეობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ, მაგრამ არ არის ვალდებული დოკუმენტურად შეამოწმოს ამ გარემოებათა არსებობა-არარსებობა. მხარემ და მოწმემ უნდა დაადასტურონ მოწმეობის გამომრიცხავი გარემოებების არარსებობის შესახებ
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 26. მოწმეები
თავი II — სანოტარო მოქმედებათა შესრულების ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 19. სანოტარო მოქმედების მონაწილის პირადობისა და ქმედუნარიანობის დადგენა
- მუხლი 20. სანოტარო აქტის შედგენა იურიდიული პირის მონაწილეობით
- მუხლი 21. დოკუმენტის შედგენის ფორმალური და ტექნიკური წესები
- მუხლი 22. დანართების ენა
- მუხლი 24. საჯარო და კერძო აქტის ენა
- მუხლი 25. სანოტარო მოქმედებაში არასრულწლოვნის მონაწილეობის ფორმალური პროცედურა. არასრულწლოვნის წარმომადგენელი
- მუხლი 27. სანოტარო მოქმედების შესრულება უსინათლო, ყრუ და/ან მუნჯი, ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით
- მუხლი 28. სანოტარო მოქმედების შესრულება მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე
- მუხლი 29. სანოტარო აქტზე ხელმოწერის წესი
- მუხლი 30. საჯარო აქტის სავალდებული რეკვიზიტები
- მუხლი 31. კერძო აქტზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებისა და სხვა მოქმედებათა დამადასტურებელი წარწერის შედგენის წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 26, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-26/