1. თუ მოწმდება კერძო აქტზე ხელმოწერის ნამდვილობა, ან ასლის შესატყვისობა დედანთან (ან დამოწმებულ ასლთან), ან ამონაწერი დოკუმენტიდან, ან სხვა ნებისმიერი მოქმედება, გარდა საჯარო აქტისა, უნდა შედგეს დამადასტურებელი წარწერა (ფორმულარი).
2. ფორმულარი შეიძლება დაიბეჭდოს უშუალოდ დოკუმენტზე ან განთავსდეს ცალკე ფურცელზე და აიკინძოს დოკუმენტთან (კერძო აქტთან ერთად, ასლთან ერთად). ფორმულარი შეიძლება განთავსდეს როგორც სანოტარო აქტის დასაწყისში, ისე ბოლოში, თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. ამ ინსტრუქციის 35-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, ფორმულარში უნდა მიეთითოს:
ა) კერძო აქტზე ხელმომწერი ყველა პირის (მათ შორის, მოწმისა და თარჯიმნის ხელმომწერის) საიდენტიფიკაციო მონაცემები ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. თუ კერძო აქტის მონაწილე წარმოდგენილია უფლებამოსილი პირით, ფორმულარში შეიძლება მიეთითოს წარმომადგენლის განცხადება (ასეთი განცხადების შემთხვევაში) იმის შესახებ, რომ მან ხელი მოაწერა იმ სუბიექტის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს;
ბ) ნოტარიუსის მითითება წინა ქვეპუნქტში მითითებული პირების ქმედობაუნარიანობის შესახებ;
გ) შესრულებული სანოტარო მოქმედების შინაარსი;
დ) სანოტარო მოქმედების შესრულების ადგილი.
ე) სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზღაურის, მათ შორის, სანოტარო მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოსა და სხვა ხარჯების ზუსტი ოდენობა, აგრეთვე, ნორმატიული აქტების ის მუხლები, რომელთა საფუძველზე მოხდა მათი გამოანგარიშება;
ვ) ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი.
4. დასაშვებია ნოტარიუსის ფორმულიარში ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა მონაცემების მითითება.
5. ფორმულარში ამ მუხლის მე-3 პუნქტის ა და ბ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების მითითება სავალდებულო არ არის დოკუმენტის ასლის (ფოტოასლის) შესაბამისობის ან დოკუმენტიდან ამონაწერის ნამდვილობის დამოწმებისას.
6. დასაშვებია რამდენიმე სანოტარო მოქმედების შესრულება აისახოს ერთ ფორმულარში (ასლისა და ხელმოწერის დამოწმება, პროექტის მომზადება და ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება და სხვა). ასეთ შემთხვევაში საზღაურის გადახდის შესახებ ნოტარიუსის მითითებაში უნდა აისახოს გადასახდელი საზღაურის ჯამური ოდენობა და მისი შემადგენელი ნაწილები (თითოეული სანოტარო მომსახურებისათვის გადასახდელი საზღაურის ოდენობა). მაგალითად:
საზღაური სანოტარო მომსახურებისათვის:
2,50 თეთრი, მათ შორის:
2,00 ლარი – ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებისათვის, 0,50 – ლარი ასლის დედანთან შესატყვისობის დამოწმებისათვის.
7. დასაშვებია კერძო აქტზე სხვადასხვა ხელმოწერა დამოწმდეს ერთი ან რამდენიმე ნოტარიუსის მიერ და სხვადასხვა დროს, ნებისმიერი თანმიმდევრობით.
8. თუ ხელმომწერი ხელს აწერს კერძო აქტის რამდენიმე გვერდზე, ხელმოწერის დამოწმებისათვის საზღაური გამოითვლება ხელმოწერათა რაოდენობის შესაბამისად და ეს ფაქტი მიეთითება ნოტარიუსის დამადასტურებელ წარწერაში
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 31. კერძო აქტზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებისა და სხვა მოქმედებათა დამადასტურებელი წარწერის შედგენის წესი
თავი II — სანოტარო მოქმედებათა შესრულების ზოგადი დებულებები
მთავარი მონაცემები
- თანხა 2,00 ლარი
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №330310017001872320
…არ არის მითითებული გარიგების ღირებულება. 3. „საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების 23-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას. კერძოდ, სანოტარო აქტებში: №--------------------------------------------- ნოტარიუსის მიერ მითითებულია დადგენილზე…
- საქმე №330310017001872320
…არ არის მითითებული გარიგების ღირებულება. 3. „საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების 23-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას. კერძოდ, სანოტარო აქტებში: №1--------, №1--------, №1--------, №1-------- ნოტარიუსის მიერ მითითებულია დადგენილზე…
მეზობელი მუხლები
- მუხლი 25. სანოტარო მოქმედებაში არასრულწლოვნის მონაწილეობის ფორმალური პროცედურა. არასრულწლოვნის წარმომადგენელი
- მუხლი 26. მოწმეები
- მუხლი 27. სანოტარო მოქმედების შესრულება უსინათლო, ყრუ და/ან მუნჯი, ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით
- მუხლი 28. სანოტარო მოქმედების შესრულება მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე
- მუხლი 29. სანოტარო აქტზე ხელმოწერის წესი
- მუხლი 30. საჯარო აქტის სავალდებული რეკვიზიტები
- მუხლი 32. საჯარო და კერძო აქტში შესწორების შეტანის წესი
- მუხლი 33. სანოტარო რეესტრი
- მუხლი 34. სანოტარო რეესტრის წარმოების წესი
- მუხლი 35. სანოტარო მოქმედების რეგისტრაცია სანოტარო რეესტრში
- მუხლი 36. ელექტრონული სანოტარო რეესტრის ადმინისტრირება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 31, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-31/