1. კანონით დადგენილ შემთხვევაში გარიგებას ან სხვა დოკუმენტს ხელს აწერენ ნოტარიუსის თანდასწრებით. თუ გარიგების ან სხვა დოკუმენტის ხელმოწერას ნოტარიუსი არ დასწრებია, ხელმომწერმა პირადად უნდა დაადასტუროს, რომ ხელმოწერა მისია.
2. თუ სანოტარო დოკუმენტი შეიცავს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნების გამოვლენას, ნოტარიუსმა დოკუმენტის ხელმოწერამდე უნდა წაუკითხოს მას დოკუმენტის ტექსტი.
3. თუ პირი, რომელიც სანოტარო მოქმედების შესრულებას ითხოვს, ყრუა ან მეტყველების უნარის არმქონე პირია, ნოტარიუსმა საჭიროების შემთხვევაში მისთვის სანოტარო მოქმედების შინაარსისა და სამართლებრივი შედეგების განსამარტავად შესაბამისი სპეციალისტის დახმარებით უნდა ისარგებლოს. ამ სპეციალისტმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ მან აღნიშნულ პირს განუმარტა სანოტარო მოქმედების შინაარსი და ის მის ნებას შეესაბამება.
4.
იმ პირის ნაცვლად, რომელსაც ავადმყოფობის ან შესაძლებლობის შეზღუდვის გამო ანდა სხვა მიზეზით არ შეუძლია ხელი მოაწეროს დოკუმენტს, ამ დოკუმენტს მისი დავალებით ხელს აწერს სხვა პირი სანოტარო მოქმედების შემსრულებელი თანამდებობის პირის თანდასწრებით და იმ მიზეზის მითითებით, რომლის გამოც პირს არ შეუძლია აღნიშნულ დოკუმენტზე ხელის მოწერა.
5.
თუ პირი, რომელიც სანოტარო მოქმედების შესრულებას ითხოვს, უსინათლოა ან წერა-კითხვის არმცოდნე პირია, ნოტარიუსმა მას უნდა წაუკითხოს შესაბამისი დოკუმენტის ტექსტი და ამის შესახებ სათანადოდ უნდა მიუთითოს შესაბამის დოკუმენტში.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6834 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №843 - ვებგვერდი, 03.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №843
- 14.07.2020 კანონი №6834
წინა რედაქცია (22.12.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 50. სანოტარო დოკუმენტის ხელმოწერის წესი 1. კანონით დადგენილ შემთხვევაში გარიგებას ან სხვა დოკუმენტს ხელს აწერენ ნოტარიუსის თანდასწრებით. თუ გარიგების ან სხვა დოკუმენტის ხელმოწერას ნოტარიუსი არ დასწრებია, ხელმომწერმა პირადად უნდა დაადასტუროს, რომ ხელმოწერა მისია. 2. თუ სანოტარო დოკუმენტი შეიცავს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნების გამოვლენას, ნოტარიუსმა დოკუმენტის ხელმოწერამდე უნდა წაუკითხოს მას დოკუმენტის ტექსტი. 3. თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას , მუნჯითხოვს, ყრუა ან მეტყრველების უ-ნარის არმუქონჯე პირია, ნოტარიუსმა საჭიროების შემთხვევაში ამ პირისათვის სანოტარო მოქმედების შინაარსისა და სამართლებრივი შედეგების განსაგებმად უნდრტა ისვარგებლოსდ შესაბამისი სპეციალისტის დახმარებით უნდა ისარგებლოს. ამ სპეციალისტმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ მან აღნიშნულ პირს განუმარტა სანოტარო მოქმედების შინაარსი პდა ირს განემარტა და მის ნებას შეესაბამება. 4. იმ პირის ნაცვლად, რომელსაც ავადმყოფობის ან ფშესაძლებლობის შეზიკღურდვი ნაკლის გამო ანდა სხვა მიზეზით არა აქვს შესაუძლებლობია, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, ამ დოკუმენტს მისი დავალებით ხელს აწერს სხვა პირი სანოტარო მოქმედების შემსრულებელი თანამდებობის პირის თანდასწრებით, და იმ მიზეზის აღნმიშვნთითებით, რომლის გამოც პირს არ შეუძლია აღნიშნულ დოკუმენტზე ხელის მოწერა. 5. თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას ითხოვს, უსინათლოა ან წერა-კითხვის უარმცოდინაე პირიან უსინათლოა, ნოტარიუსი ვმალდებ მას ულინდა წაუკითხოს მშესაბამისი დოკუმენტის ტექსტი და ამის შესახებ სათანადოდ უნდა მიუთითოს შესაბა გააკეთომის დოკუმენტში.