1. ნოტარიუსებს და პირებს, რომლებიც ამ კანონის 42-ე და 43-ე მუხლების თანახმად ასრულებენ სანოტარო მოქმედებებს, უფლება არ აქვთ, შეასრულონ სანოტარო მოქმედება, რომელშიც მონაწილეობენ (პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით) თავად ისინი ან მათი მშობლები, მეუღლე, შვილები, შვილიშვილები, პაპები, ბებიები, ძმები, დები, მეუღლის მშობლები.
2. ნოტარიუსს უფლება არა აქვს, დაადასტუროს გარიგება, რომელშიც მონაწილეობს საწარმო, რომელიც დაფუძნებულია ამ ნოტარიუსის, მისი მეუღლის, მშობლის, შვილის, დის ან ძმის კუთვნილ კაპიტალზე, და ეს ფაქტი ცნობილია ნოტარიუსისათვის.
3. ამ მუხლის დარღვევით შესრულებული სანოტარო მოქმედება ბათილია.
საქართველოს 2014
წლის
5
თებერვლის კანონი №1968 - ვებგვერდი, 19.02.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.02.2014-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.02.2014 კანონი №1968
წინა რედაქცია (22.12.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 47. სანოტარო მოქმედების შესრულების უფლების შეზღუდვა 1. ნოტარიუსებს და პირებს, რომლებიც ამ კანონის 4142-ე– და 43-ე მუხლების თანახმად ასრულებენ სანოტარო მოქმედებებს, უფლება არ ა აქვთ, შეასრულონ სანოტარო მოქმედება, რომელშიც მონაწილეობენ (პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით) თავად ითოსინი ან მათი მშობლები, მეუღლე, შვილები, შვილიშვილები, პაპები, ბებიები, ძმები, დები, მეუღლის მშობლები. 2. ნოტარიუსს უფლება არა აქვს, დაადასტუროს გარიგება, რომელშიც მონაწილეობს საწარმო, რომელიც დაფუძნებულია ამ ნოტარიუსის, მისი მეუღლის, მშობლის, შვილის, დის ან ძმის კუთვნილ კაპიტალზე, და ეს ფაქტი ცნობილია ნოტარიუსისათვის. 3. ამ მუხლის დარღვევით შესრულებული სანოტარო მოქმედება ბათილია.