1. ნოტარიუსი და ამ კანონის 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებული პირები უარს ამბობენ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, თუ:
ა) სანოტარო მოქმედების შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
ბ) სანოტარო მოქმედების შესასრულებლად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან შეიცავს პირთა პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს, ან ეწინააღმდეგება ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს;
გ) სანოტარო მოქმედების მონაწილე არ არის უფლებამოსილი პირი ან ქმედუნარიანი, ან სანოტარო მოქმედების შესრულების შესახებ თხოვნა შემოსულია იმ ენაზე, რომელსაც ნოტარიუსი არ ფლობს, და არ არის თარჯიმნის გამოყენების შესაძლებლობა.
2. ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ უნდა იყოს წერილობით დასაბუთებული და შედგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა უნდა გადაეცეს პირს, რომელსაც უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.
3. ნოტარიუსი ვალდებულია პირს, რომელსაც უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, განუმარტოს დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადა.
საქართველოს 2014
წლის
5
თებერვლის კანონი №1968 - ვებგვერდი, 19.02.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.02.2014-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.02.2014 კანონი №1968
წინა რედაქცია (22.12.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 52. უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე 1. ნოტარიუსი და ამ კანონის 4142-ე– და 43-ე მუხლებით გათვალისწინებული პირები უარს ამბობენ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, თუ: ა) სანოტარო მოქმედების შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; ბ) სანოტარო მოქმედების შესასრულებლად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან შეიცავს პირთა პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს, ან ეწინააღმდეგება ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს; გ) სანოტარო მოქმედების მონაწილე არ არის უფლებამოსილი პირი ან ქმედუნარიანი, ან თხოვნა სანოტარო მოქმედების შესრულების შესახებ თხოვნა შემოსულია იმ ენაზე, რომელსაც ნოტარიუსი არ ფლობს, და არ არის თარჯიმნის გამოყენების შესაძლებლობა. 2. ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ უნდა იყოს წერილობით დასაბუთებული და შედგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა უნდა გადაეცეს პირს, რომელსაც უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე. 3. ნოტარიუსი ვალდებულია პირს, რომელსაც უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, განუმარტოს დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადა.