მუხლი 1361. ყრუს, წერა-კითხვის არმცოდნე ყრუს, უსინათლოს ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის ანდერძი
1. თუ მოანდერძე ყრუა ან წერა-კითხვის არმცოდნე ყრუა, საანდერძო განკარგულება შედგენილი უნდა იქნეს ნოტარიუსთან 2 მოწმისა და ისეთი პირის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია მას განუმარტოს საქმის არსი და თავისი ხელმოწერით დაადასტუროს, რომ ანდერძის შინაარსი მოანდერძის ნებას შეესაბამება.
2. თუ მოანდერძე უსინათლოა ან წერა-კითხვის არმცოდნე პირია, საანდერძო განკარგულება შედგენილი უნდა იქნეს ნოტარიუსთან 3 მოწმის თანდასწრებით და ამის შესახებ უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი, ხოლო შესაბამისი ტექსტი მოანდერძეს უნდა წაეკითხოს.
3. ჩამწერი და წამკითხველი შეიძლება იყვნენ მოწმეებიც, მაგრამ ჩამწერი არ უნდა იყოს წამკითხველი.
4. ჩანაწერში მითითებულ უნდა იქნეს, თუ ვინ გააკეთა ჩანაწერი და ვინ წაუკითხა მოანდერძეს. ჩანაწერს ხელი უნდა მოაწერონ მოწმეებმა და დაადასტუროს ნოტარიუსმა.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №837 - ვებგვერდი, 03.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1361. ყრუს, წერა-კითხვის არმცოდნე ყრუს, უსინჯათლოს ან წერა-კი დთხვის ა ბრმაცოდნე პირის ანდერძი 1. თუ მოანდერძე ყრუ-მუნჯია ან ყრუ-მუნჯი წერა-კითხვის უარმცოდინაე ყრიუა, საანდერძო განკარგულება მაშედგენილი უნდა გააკიქნეთოს ნოტარიუსთან ორი2 მოწმისა და ისეთი პირის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია გმაას გებიანოს უმარტოს საქმის არსი და დაადასტუროს თავისი ხელმოწერით დაადასტუროს, რომ ანდერძის შინაარსი შეესაბამება მოანდერძის ნებას შეესაბამება. 2. თუ მოანდერძემ, რომელ უსიც ბრმაა ანარ შეუძთლიოა ან წერა-კითხვის არმცოდნე პირია, საანდერძო განკარგულება შედგენილი უნდა გააკიქნეთოს ნოტარიუსთან სა3 მი მოწმის თანადასწრებით, რ და ამის შესახებაც უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი, რხოლო შესაბამისი ტელქსტიც მოანდერძეს უნდა წაეკითხოს. 3. ჩამწერი და წამკითხველი შეიძლება იყვნენ მოწმეებიც, მაგრამ ჩამწერი არ უნდა იყოს წამკითხველი. 4. ჩანაწერში მითითებულ უნდა იქნეს, თუ ვინ გააკეთა ჩანაწერი და ვინ წაუკითხა მოანდერძეს. ჩანაწერს ხელი უნდა მოაწერონ მოწმეებმა და დაადასტუროს ნოტარიუსმა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(6)
საქმე №ას-500-1148-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2004
…ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ანდერძის შედგენისას გ. მ-ას და გ. ო-ის ნება რისკენ იყო მიმართული, პალატამ არასწორად ჩათვალა მეუღლეთა ერთობლივი ანდერძი ბათილად, ასევე არასწორად განმარტა სკ-ის 1359-ე, 1361-ე, 1364-ე და 1366-ე მუხლები. სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. რ-ის…
საქმე №ას-564-1228-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2003
…შემდეგ გარემოებათა გამო: სკ-ს 1357-ე მუხლისა და “ნოტარიუსის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის გვერდის ავლით, ანდერძი შედგენილ იქნა არა ნოტარიუს ნ.გ-ის, არამედ ვინმე ნ.ჭ-ის მიერ; ანდერძის საფუძვლად მითითებულია სკ-ს 1361-ე და 1372-ე მუხლები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ გ.ჩ-ის მდგომარეობასთან; სადავო ანდერძის მე-4 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსმა ნ.გ-მა შეამოწმა გ.ჩ-ის…
საქმე №3კ/1478-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2003
…და ნ. ძ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივებით: სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ანდერძის სიყალბე მოწმეთა ჩვენებებით ვერ იქნება დადასტურებული. სკ-ს 1358-ე, 1361-ე და 1362-ე მუხლები პირდაპირ მიუთითებენ ანდერძის მოწმეებზე. ანდერძის მოანდერძის მიერ პირადად შედგენა არ გამორიცხავს იმ მოწმეთა არსებობას, რომელთაც შეუძლიათ ნების…
საქმე №3კ/380-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.06.2001
…რომ 2000 წლის 28 აპრილს ე. ქ-ძეს არ შეეძლო გაეფორმებინა ანდერძი როგორც ბრმას და ხელს ვერ მოაწერდა მასზე, ვინაიდან იმავე წლის 26 აპრილს, როცა მოინახულა მამიდა ქობულეთში, იგი დაბრმავებული იყო. გარდა აღნიშნულისა, დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 1361-ე მუხლის მოთხოვნა: ანდერძი ჩაწერილი და წაკითხულია ერთი და იგივე პირის – ნოტარიუსის მიერ. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 23 ოქტომბრის…
…რომ გარიგების შინაარსი შეესაბამება ყრუ, მუნჯი ან ყრუ-მუნჯი მხარის ნებას. თუ ანდერძი ფორმდება ყრუმუნჯი, ბრმა ან წერა-კითხვის უცოდინარი ყრუ-მუნჯის, ასევე ბრმა ან წერა-კითხვის არმცოდნე ბრმა პირის მონაწილეობით, ნოტარიუსი მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1361-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. ნოტარიუსი ვალდებულია ამ მუხლით დადგენილი წესების დაცვის შესახებ მიუთითოს სანოტარო აქტში. თუ…
მუხლი 35. ანდერძი— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ