თუ ანდერძით მთელი სამკვიდრო ქონება განაწილებული იყო ანდერძით მემკვიდრეებს შორის, მაგრამ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის, კანონით მემკვიდრეობა არ წარმოიშობა და მის წილ ქონებას სხვა ანდერძით მემკვიდრეები მიიღებენ თანაბრად.
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(4)
საქმე №ას-696-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2023
…სასამართლოს 2023 წლის 17 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ.წ–ძის სამკვიდროს მმართველმა თ.თ–ძემ და საქმეში მ.წ–ძის უფლებამონაცვლედ ჩაბმა მოითხოვა. 8. კერძო საჩივრის ავტორმა სსკ-ის 1306-ე, 1307-ე, 1319-ე, 1328-ე, 1356-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ მ.წ–ძეს გარდაცვლილი ჰყავს პირველი რიგის მემკვიდრე - მეუღლე, მ.თ–ძე და მას ჰყავს ორი შვილი - თ.თ–ძე და რ.თ–ძე, რომელმაც უარი…
…არ გააჩნდა. სასამართლოს დასკვნით, ამ გარემოებების შესახებ ცნობილი უნდა ყოფილიყო ლ. კ-ისთვისაც, რის გამოც იგი კეთილსინდისიერ მყიდველად ვერ ჩაითვლებოდა. 7.1.10. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1344-ე, 1345-ე, 1356-ე მუხლებით და განმარტა, რომ ე. ფ-ის ანდერძი ძალაშია და იგი გაბათილებული არ არის. ანდერძის ბათილობასთან დაკავშირებით ლ. ფ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა და…
საქმე №ას-42-377-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2009
…დადგენილად მიიჩნია, რომ მამკვიდრებელ მი. ძ-ის მეორე ვაჟიშვილმა ვ. ძ-ემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამტრედიის რაიონის სოფელ.......-ში მდებარე მამის სამკვიდრო ქონება. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1348-ე და 1356-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მამკვიდრებელ მი. ძ-ეს თავის სიცოცხლეში 1996 წლის 5 აგვისტოს შედგენილი ჰქონდა ანდერძი, რომლითაც მან სამკვიდრო ქონება მეუღლესა და ორ ვაჟს…
საქმე №3კ/1434-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2003
…2002წ. 30 სექტემბრის განჩინებით გ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მოთხოვნა არ გაიზიარა სკ-ს 1372-ე და 1356-ე მუხლებზე მითითებით. გ. ბ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 30 სექტემბრის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის…