1. სანოტარო რეესტრის თავისში აერთიანებს შემდეგ რეესტრებს:
ა) საერთო რეესტრი, რომელშიც რეგისტრირდება ყველა სანოტარო მოქმედება, გარდა ამ პუნქტის შემდეგ ქვეპუნქტებში მითითებული მოქმედებებისა;
ბ) სამემკვიდრეო საქმეთა რეესტრი, რომელშიც რეგისტრირდება სამემკვიდრეო საქმის წარმოებასთან დაკავშირებული სანოტარო მოქმედებები;
გ) ანდერძების რეესტრი, რომელშიც რეგისტრირდება ანდერძი, ანდერძების გაუქმების აქტები და სხვა მოქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია ანდერძთან;
დ) თამასუქებისა და ჩეკების გაპროტესტების რეესტრი, რომელშიც რეგისტრირდება თამასუქებისა და ჩეკების გაპროტესტების აქტები და მასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებები;
ე) ფულისა და ფასიანი ქაღალდების რეესტრი, რომელშიც რეგისტრირდება ფულისა და სხვა ფასიანი ქაღალდების დეპოზიტში მიღებისა და გადაცემის აქტები, აგრეთვე, მასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებები;
ვ) დადგენილებათა რეესტრი, რომელშიც რეგისტრირდება ის დადგენილებები, რომელსაც მიიღებს ნოტარიუსი სანოტარო საქმიანობის პროცესში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ბ და გ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ რეესტრებში რეგისტრი-რებულ სანოტარო მოქმედებებთან წვდომა გააჩნია ყველა ნოტარიუსს, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ არის განხორციელებული ჩანაწერი სანოტარო რეესტრში (ერთიანი სამემკვიდრეო რეესტრი და ანდერძების ერთიანი რეესტრი).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ა, დ, ე და ვ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ რეესტრებში რეგისტრირებულ სანოტარო მოქმედებებთან წვდომა გააჩნია მხოლოდ იმ ნოტარიუსს, რომლის მიერაც არის განხორციელებული ჩანაწერი სანოტარო რეესტრში
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 38. რეესტრის ტიპები
თავი III — სანოტარო რეესტრი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 32. საჯარო და კერძო აქტში შესწორების შეტანის წესი
- მუხლი 33. სანოტარო რეესტრი
- მუხლი 34. სანოტარო რეესტრის წარმოების წესი
- მუხლი 35. სანოტარო მოქმედების რეგისტრაცია სანოტარო რეესტრში
- მუხლი 36. ელექტრონული სანოტარო რეესტრის ადმინისტრირება
- მუხლი 37. სანოტარო რეესტრთან დაშვების წესი
- მუხლი 39. სანოტარო რეესტრის შემადგენლობა
- მუხლი 40. აქტებისა და სხვა დოკუმენტების შენახვა
- მუხლი 41. იმ ნოტარიუსის სანოტარო აქტების, ფულის, სხვა ფასიანი ქაღალდებისა და ფასეულობების შენახვა, რომელსაც შეუჩერდა, ან შეუწყდა უფლებამოსილება
- მუხლი 42. დაკარგული დოკუმენტების მოძიება
- მუხლი 43. სანოტარო არქივიდან დოკუმენტის გაცემა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 38, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-38/