1. ამ ინსტრუქციით დადგენილი გამონაკლისის გარდა (ანდერძი მოქალაქისა, რომელიც ცოცხალია), ნოტარიუსს (სანოტარო პალატას) უფლება აქვს სანოტარო აქტის ან სანოტარო ბიუროში დაცული სხვა დოკუმენტის დედანი, შესაბამისი აქტის საფუძველზე დროებით გადასცეს სასამართლოს ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სხვა პირს. სასამართლო ან სასამართლოს აქტის საფუძველზე განსაზღვრული სხვა პირი ვალდებულია ნოტარიუსს მისცეს ცნობა დოკუმენტის დედნის მიღების შესახებ. ნოტარიუსი (სანოტარო პალატა) ვალდებულია დედნის ადგილზე მოათავსოს დედნის დამოწმებული ფოტოასლი, რომელსაც უნდა დაერთოს სასამართლოს შესაბამისი აქტი (ბრძანება, განჩინება, დადგენილება, გადაწყვეტილება...). ამ შემთხვევაში დოკუმენტის ასლის დამოწმება არ საჭიროებს სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციაში გატარებას.
2. საქმის წარმოების დასრულებისთანავე სასამართლო ან სხვა შესაბამისი პირი ვალდებულია დოკუმენტის დედანი დაუბრუნოს სანოტარო არქივს.
3. სანოტარო არქივში ან სხვა საჯარო არქივში დაცული სანოტარო აქტის დამოწმებულ ასლს აქვს დედნის იურიდიული ძალა
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 43. სანოტარო არქივიდან დოკუმენტის გაცემა
თავი IV — სანოტარო აქტებისა და სხვა დოკუმენტების შენახვა, დაცვა, გაცემა
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ას-7-7-2016
…თუ არა ეს პირი და თუ ცნობილია ეს ფაქტი (ქორწინების) დაადგინოს მეუღლის თანხმობის საკითხი. ამავე პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ 43–ე მუხლი: „უძრავი ქონებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოძრავი ქონების მესაკუთრე“. მოცემული მუხლი უკრძალავს…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 37. სანოტარო რეესტრთან დაშვების წესი
- მუხლი 38. რეესტრის ტიპები
- მუხლი 39. სანოტარო რეესტრის შემადგენლობა
- მუხლი 40. აქტებისა და სხვა დოკუმენტების შენახვა
- მუხლი 41. იმ ნოტარიუსის სანოტარო აქტების, ფულის, სხვა ფასიანი ქაღალდებისა და ფასეულობების შენახვა, რომელსაც შეუჩერდა, ან შეუწყდა უფლებამოსილება
- მუხლი 42. დაკარგული დოკუმენტების მოძიება
- მუხლი 44. დოკუმენტებისა და ცნობების გაცემა სანოტარო არქივიდან
- მუხლი 45. ზოგადი დებულებები გარიგებების დამოწმების შესახებ
- მუხლი 46. პარტნიორის/აქციონერის მიერ საწარმოსათვის ქონების გადაცემის წესი
- მუხლი 47. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების დამოწმების წესი
- მუხლი 48. ავტოტრანსპორტის მესაკუთრის დამდგენი დოკუმენტები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 43, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-43/