ძირითადი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის დაწესებულების არქივს უფლება აქვს:
1. მოსთხოვოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს დროულად გადასცენ არქივს დოკუმენტები მოწესრიგებულ მდგომარეობაში.
2. აკონტროლოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და არქივის დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებებში დოკუმენტებზე მუშაობის წესები.
3. გამოითხოვოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და არქივის დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებებისაგან არქივის მუშაობისათვის საჭირო ცნობები.
4. მიიღოს მონაწილეობა ეროვნული არქივისა და მისი ტერიტორიული ორგანოების – ადგილობრივი არქივების მიერ საარქივო საქმისა და საქმისწარმოების საკითხებზე ჩასატარებელ ღონისძიებებში