1. სახელმწიფო საკუთრების ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტები სახელმწიფო შესანახად გადაცემამდე დროებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი ზღვრული ვადების გასვლამდე, ინახება დაწესებულებაში.
2. ა) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ან დაკომპლექტების სხვა წყაროებიდან საარქივო დოკუმენტების დროული მიღების, წინამდებარე წესების შესაბამისად მათი აღრიცხვის, დაცვის უზრუნველყოფის, მოწესრიგების, გამოყენებისა და მუდმივი შენახვისათვის გადასაცემად მომზადების მიზნით დაწესებულებაში იქმნება არქივი.
ბ) დოკუმენტების მოცულობის მიხედვით არქივი იქმნება როგორც დაწესებულების დამოუკიდებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი ან ქვედანაყოფი სხვა სამსახურის შემადგენლობაში, რომელიც ახორციელებს საარქივო დოკუმენტების მიღებასა და შენახვას გამოყენების მიზნით.
3. დაწესებულება არქივს უზრუნველყოფს ცალკე სათავსით, მოწყობილობითა და კადრებით.
4. დაწესებულების თანამდებობის პირები პასუხს აგებენ წინამდებარე წესებით დადგენილი ნორმების დარღვევაზე