1. დაწესებულების კომპეტენციის (ფუნქციების) მიხედვით შეიძლება შეიქმნას არქივების შემდეგი სახეობები:
ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ცენტრალური არქივი, რომელშიც დაცულია ხელისუფლების ორგანოს აპარატის, მისი უშუალო დაქვემდებარებისა და იმ სხვა დაწესებულებების დოკუმენტები, რომლებიც შეტანილია ხელისუფლების ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებულ არქივის დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებების სიაში;
ბ) ცენტრალური დარგობრივი არქივი, რომელშიც დაცულია განსაზღვრული დარგის ყველა დონის დაქვემდებარების ყველა დაწესებულების დოკუმენტები, განურჩევლად მათი ტერიტორიული განლაგებისა;
გ) გაერთიანებული არქივი, რომელშიც დაცულია დარგის თანადაქვემდებარების სისტემით დაკავშირებული ან საქმიანობის პროფილის მიხედვით ერთი ტიპის რამდენიმე დაწესებულების დოკუმენტები;
დ) დაწესებულების არქივი, რომელშიც დაცულია მხოლოდ ამ დაწესებულების და მისი წინამორბედების დოკუმენტები.
2. არქივში დაცული დოკუმენტაციის შემადგენლობის მიხედვით შეიძლება შეიქმნას შემდეგი სახის არქივები:
ა) მმართველობითი დოკუმენტაციის;
ბ) სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციის;
გ) აუდიოვიზუალური დოკუმენტაციის;
დ) დოკუმენტაციის ელექტრონულ მატარებლებზე.
3. არქივები, რომელთა დოკუმენტების შემადგენლობა განპირობებულია ინფორმაციის ჩაწერის წესითა და მატარებლით, შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი ერთეულები ან როგორც დაწესებულების არქივის სტრუქტურული ქვედანაყოფები