1. ნოტარიუსი უფლებამოსილია კანონმდებლობის შესაბამისად დაამოწმოს პირის განცხადებები.
2. ნოტარიუსი განცხადების დამოწმებისას ადასტურებს, რომ განცხადება და/ან ხელმოწერა მასზე უშუალოდ განმცხადებელს ეკუთვნის. ნოტარიუსი არ ადასტურებს განცხადებაში მოყვანილი ფაქტების ნამდვილობას და, შესაბამისად, პასუხს არ აგებს მათზე.
3. პირის სურვილის შემთხვევაში დასაშვებია მისი ხელმოწერის დამოწმება არასახელმწიფო ენაზე შედგენილი განცხადების ტექსტზე, მიუხედავად იმისა, ფლობს თუ არა ნოტარიუსი ან/და განმცხადებელი ენას, რომელზეც შესრულებულია განცხადების ტექსტი. ასეთ შემთხვევაში განმცხადებელმა ნოტარიუსს უნდა დაუდასტუროს, რომ მისთვის ცნობილია განცხადების შინაარსი და რომ იგი შეესაბამება მის ნებას. ნოტარიუსი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მიუთითოს თავის დამადასტურებელ წარწერაში.
4. ნოტარიუსი ამოწმებს პირის განცხადებას, რომელიც მიღებულია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია სანოტარო მოქმედების შესრულებისას იძლევა განმცხადებლის და ნოტარიუსის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის პიროვნება ნოტარიუსისისათვის ცნობილია ან შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება და პირადობის დადასატურება ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. მხარის ნაცვლად და მისი თხოვნით, განცხადებას ხელს აწერს სხვა პირი, ამ ინსტრუქციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. ამასთან, ხელმომწერი პირის გარდა, სავალდებულოა დამატებით მოწმის დასწრებაც, რომელიც ხელს აწერს სანოტარო აქტს. მოწმის დასწრება სავალდებულო არ არის, თუ ხორციელდება სანოტარო მოქმედების ჩაწერა ვიდეოფაილის სახით
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 62. განცხადებების დამოწმება
თავი VII — ნოტარიუსის არქივში დაცული აქტების ასლების, აქტებიდან ამონაწერებისა და აქტების შესახებ მოწმობების გაცემა. ფაქტებისა და განცხადებების დამოწმება; სხვა სანოტარო მოქმედებები
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ას-8-8-2012
…იანვრის გადაწყვეტილებით. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული. პალატამ იხელმძღვანელა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლით, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-40, 62-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლით და განმარტა, რომ თ. ს-მა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 55. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების (საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების) სახლებში არსებულ ბინებზე საკუთრების უფლების დადასტურება
- მუხლი 56. ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე მეორე მეუღლის საკუთრების უფლების აღიარების წესი
- მუხლი 57. მოწმობა ცოცხლად დარჩენილი მეუღლის წილზე
- მუხლი 58. დოკუმენტების გაცემის ვალდებულება და წესი
- მუხლი 59. ასლისა და ამონაწერის შესაბამისობის (სისწორის) დამოწმება და დამოწმების ფორმულარი
- მუხლი 61. ფაქტების დამოწმება
- მუხლი 63. ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ფიზიკური პირის იგივეობის დადასტურება
- მუხლი 64. დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება
- მუხლი 65. ფიზიკური პირის ცოცხლად ყოფნის დადასტურება
- მუხლი 66. კრების (სხდომის) ოქმის დამოწმებისა და რეგისტრაციის საერთო წესები
- მუხლი 67. აუქციონის ოქმის დამოწმება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 62, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-62/