1. ნოტარიუსი უფლებამოსილია კანონმდებლობის შესაბამისად დაამოწმოს ფაქტები.
2. ნოტარიუსი ფაქტის ნამდვილობას ამოწმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსი უშუალოდ ესწრებოდა ამ ფაქტის დადგომას, ან უშუალოდ აღიქვამს უკვე დამდგარ ფაქტს. ნოტარიუსი ვალდებულია ზუსტად აღწეროს ის ფაქტი, რომლის დადგომის ან არსებობის ნამდვილობასაც ამოწმებს.
3. ნოტარიუსი ვალდებულია უარი თქვას ფაქტის დამოწმებაზე, თუ სანოტარო მოქმედების შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობის ნორმებს, გარდა ამ ინსტრუქციით დადგენილი გამონაკლისებისა (იურიდიული პირების ორგანოების სხდომებისა და/ან კრების ოქმების შედგენა და დამოწმება ნოტარიუსის მიერ) და იმ შემთხვევისა, როდესაც ფაქტი უკვე დამდგარია (მაგალითად, ვებგვერდზე განთავსებული ამა თუ იმ ინფორმაციის/სტატიის, ფოტოს, ან სხვა მსგავსი მასალის არსებობის ფაქტი)
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 61. ფაქტების დამოწმება
თავი VII — ნოტარიუსის არქივში დაცული აქტების ასლების, აქტებიდან ამონაწერებისა და აქტების შესახებ მოწმობების გაცემა. ფაქტებისა და განცხადებების დამოწმება; სხვა სანოტარო მოქმედებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 54. გარიგების დამოწმება რამდენიმე ნოტარიუსის მონაწილეობით
- მუხლი 55. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების (საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების) სახლებში არსებულ ბინებზე საკუთრების უფლების დადასტურება
- მუხლი 56. ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე მეორე მეუღლის საკუთრების უფლების აღიარების წესი
- მუხლი 57. მოწმობა ცოცხლად დარჩენილი მეუღლის წილზე
- მუხლი 58. დოკუმენტების გაცემის ვალდებულება და წესი
- მუხლი 59. ასლისა და ამონაწერის შესაბამისობის (სისწორის) დამოწმება და დამოწმების ფორმულარი
- მუხლი 62. განცხადებების დამოწმება
- მუხლი 63. ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ფიზიკური პირის იგივეობის დადასტურება
- მუხლი 64. დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება
- მუხლი 65. ფიზიკური პირის ცოცხლად ყოფნის დადასტურება
- მუხლი 66. კრების (სხდომის) ოქმის დამოწმებისა და რეგისტრაციის საერთო წესები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 61, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-61/