1. სამკვიდროს მიღების (სამკვიდრო მოწმობის გაცემის), ან სამკვიდროს მიღებაზე უარის, ან სამკვიდროსთან დაკავშირებული სხვა შინაარსის შესახებ განცხადება შეიძლება შედგეს საჯარო ან კერძო აქტის ფორმით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული განცხადება შეიძლება წარედგინოს ნებისმიერ ნოტარიუსს. განცხადების მიღების აუცილებელი პირობაა ნოტარიუსისათვის პირის გარდაცვალების მოწმობის წარდგენა. გარდაცვალების მოწმობის წარდგენა არ არის აუცილებელი, თუ ნოტარიუსთან უკვე ინახება იგი ან სამემკვიდრეო საქმეთა ერთიან რეესტრში უკვე რეგისტრირებულია მამკვიდრებლის სამკვიდროს გახსნის ფაქტი სხვა ნოტარიუსის მიერ.
3. ნოტარიუსი, რომელიც მიიღებს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ განცხადებას, ვალდებულია განცხადების მიღება დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს სამემკვიდრეო საქმეთა ერთიან რეესტრში.
4. ნოტარიუსი, მიუხედავად სამკვიდროს გახსნის ადგილისა, უფლებამოსილია, კერძო ან საჯარო აქტის ფორმით დაამოწმოს ნებისმიერი პირის განცხადება, რომლითაც პირი ადასტურებს/აცხადებს, რომ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის განმავლობაში მას არც ერთი ფორმით არ მიუღია სამკვიდრო (არც განცხადების სანოტარო ბიუროში წარდგენით, არც სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით ან მართვით). განცხადება სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ შეიძლება შედგეს ნებისმიერ დროს.
5. არ დაიშვება ერთი და იგივე მამკვიდრებლის სამემკვიდრეო საქმის წამროება რამდენიმე სანოტარო ბიუროში. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ იგივე მამკვიდრებლის სამკვიდროსთან დაკავშირებული განცხადებები წარდგენილია სხვადასხვა ნოტარიუსთან, სამემკვიდრეო საქმისწარმოება უნდა გაერთიანდეს და უნდა გადაეცეს იმ ნოტარიუსს, რომელმაც ყველაზე ადრე მიიღო განცხადება. ნოტარიუსი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ მიღებული განცხადების და სამემკვიდრეო საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მასთან წარდგენილი სხვა დოკუმენტების ელექტრონული ასლების გადაგზავნა იმ ნოტარიუსთან, რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს სამკვიდრო საქმე
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 78. განცხადება სამკვიდროს მიღების/სამკვიდროზე უარის შესახებ. განცხადება სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ
თავი IX — სამემკვიდრეო საქმისწარმოების წესები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 1324. სამკვიდროს გახსნის ადგილი
- მუხლი 39. სამკვიდროს დაცვა
- მუხლი 1325. საზღვარგარეთ მცხოვრებ პირთა სამკვიდროს გახსნის ადგილი
- მუხლი 1445. უარის თქმის დაუშვებლობა სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის შემდეგ
- მუხლი 1502. სამკვიდრო მოწმობის მიცემა მემკვიდრის მემკვიდრეებისათვის
- მუხლი 1427. სამკვიდროს განკარგვის დაუშვებლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 72. ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემა
- მუხლი 73. ნოტარიუსის კონსულტაცია
- მუხლი 74. ანდერძის შედგენის წესები
- მუხლი 75. ანდერძის შენახვის წესი
- მუხლი 76. ანდერძის გამოქვეყნების წესი
- მუხლი 77. ნოტარიუსის უფლებამოსილება სამემკვიდრეო საქმისწარმოების სფეროში
- მუხლი 79. მამკვიდრებლის კრედიტორის განცხადების მიღება
- მუხლი 80. დსთ-ის სახელმწიფოს მოქალაქის სამკვიდროს მიღების საქმისწარმოების წესები
- მუხლი 81. სამკვიდროს დაცვა
- მუხლი 82. ქონების აღწერა
- მუხლი 83. სამკვიდროს მმართველის დანიშვნა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 78, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-78/